Saturn Posted February 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 georgekh13პოლიციის რეფორმა რომ ჩატარდა და ჩვენი დღევანდელი პოლიცია ედიკას დროინდელს სჯობია, ანდა რუსების პოლიციას (რუსებს ხომ საერთოდ ორგაზმი ემართებათ ჩვენი პოლიციის დანახვაზე), ეს არ ნიშნავს რომ კარგია და შედეგი მიღწეულია...მერე მე ვამბობ რომ შედეგი მიღწეულია? იმ შედეგამდე მისასვლელად ხომ მეტი დროა საჭირო? მაგალითად აშშ-ს პოლიცია ათწლეულების განმავლობაში ყალიბდებოდა სანამ ამჟამინდელ სახეს მიიღებდა. მანამდე კი თითქმის გასული საუკუნის 60-იან წლებამდე სერიოზული პრობლემები იყო იქ როგორც უფლებამოსილებათა გადაჭარბების, ასევე კორუფციის კუთხითაც. ის რასაც ჩვენ მივაღწიეთ დღეს ამ სფეროში საქართველოს წარსულისა და ადამიანების მენტალიტეტის გათვალისწინებით, ნამდვილად კარგი შედეგია ამ ეტაპზე. და პროგრესი და სრულყოფა რაღა თქმა უნდა მუდმივადაა საჭირო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 ვახ, რად უნად ამას ფილოსოფია და იმ რეალობის დანახვა რაც გვაქვს, პოლიციამ მოსპო ქუჩის კრიმინალი,ხოდა ეხლა ჩAმოვწერო რას წარმოადგენდა ქუჩის კრიმინალი, გაგახსენოთ?ედიკას დროს, დაიჭერდნენ მომპარავს, ეგ. წოდებულ დამუშნის და ეტყოდა პოლიციელი, ჯიგაროჩამოიტანე 3 000$ ვთქვათ, თანხას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მერე დარბოდა ეს მომპარავი და პოლიციელისთვის ფულის ჩატანაზე ჩალიჩობდა და მიატეხავდა კიდევ 5 ბინას, ჯიბგირები, ეგ. წოდებული კარმანნიკები რას აკეთებდნენ შეგახსენოთ? საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ბაზრობებზე იყო შექმნილი ჯგუფები რომლებიც ურცხვად ძარცვავდნენ ხალხს,ეს არ იყო კლასიკური ჯიბირობა, არა, ეს იყო ძარცვა, 5 კაციანი კოდლა მაგათი დედებს შ... მე იდგნენ მაღაზიის კარებთან ან ტრანსპორტში გაჩხერილები და ხალხს ჯიბეებს უსუფთავებდნენ, რამე რომ გეთქვა სიფათს გაგიგლეჯდნენ, არ იყო ეგრე?ერთხელაც ასე 2001 წელი იქნებოდა, თან ჯიბაში რაცხა თანხა მიდევს და მივდივარ მიკროავტუბუსითდიღმის სამმართველოს გავცდით თუ არა მარშუტაში შEმოვარდა ერთი ტიპი ხელკეტით და მძღოლს დაუწყო ცემა,ორმა მათგანმა კი მარშუტკის მინების ჩალეწვა, მე ჩემი დარდი მქონდა მაგრამ მგზავრებს არ ერჩოდნენ, თუმცა ეს ჩალეწილი შუშით შესაძლოა ვინმე დაზიანებულიყო, ეს ხდებოდა მილისიის სამმართველოდან დაახლოევებით 40 მეტრაში,ნაბოზვარი კრიმინალები მარშუტკის მძღოლს უ#######ებდნენ როგორ გაბედე და ჯიბგირობის გამო მარშუტკიდან ჩAმოგვყვარეო, იტოგში შემიძლია ვთვა რომ კარმანნიკების ნახევარზე მეტი პოლიციელებთან იყვნენ შეკრულები და კაი ბიჭობაზე დებდნენ თავს ეგ ბ.. გაზრდილები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 წამლის ბარიგები გახსოვთ?ეზოში რიგები რომ იდგა,ვითომც აარაფერი ფეხებზე ეკიდათ ყველაფერი, პადიეზდში იჩხერავდნენ წამალს,არც ქალს ერიდებოდნენ არც ბავშვებს, იქვე ყრიდნენ ნემსებს,ხო, ქალებისთვის ჩანთების წართმევა და ძეწკვის ჩამოგლეჯვა, ზონიდან კაი ბიჭების ზარები ძმაო დამეხმარე, ესეც საინტერესო სქემა იყო თუ გინდათ მოგითხრობთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted February 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 georgekh13 მერე მე ვამბობ რომ შედეგი მიღწეულია? იმ შედეგამდე მისასვლელად ხომ მეტი დროა საჭირო? მაგალითად აშშ-ს პოლიცია ათწლეულების განმავლობაში ყალიბდებოდა სანამ ამჟამინდელ სახეს მიიღებდა. მანამდე კი თითქმის გასული საუკუნის 60-იან წლებამდე სერიოზული პრობლემები იყო იქ როგორც უფლებამოსილებათა გადაჭარბების, ასევე კორუფციის კუთხითაც. ის რასაც ჩვენ მივაღწიეთ დღეს ამ სფეროში საქართველოს წარსულისა და ადამიანების მენტალიტეტის გათვალისწინებით, ნამდვილად კარგი შედეგია ამ ეტაპზე. და პროგრესი და სრულყოფა რაღა თქმა უნდა მუდმივადაა საჭირო.გეთანხმები, მაგრამ ამერიკაში იბრძოდნენ კორუფციის წინააღმდეგ... ჩვენთან? მეზობელ თემაში ჩინოვნიკების სახლებია ნაჩვენები... პოლიციის შეფის სახლიც არის (თუ ნამდვილად მისია, ეს უკვე არ ვიცი)... რა ფულებით იმხელა სახლი? თევზი თავიდან იწყებს აყროლებას... პს. კარგი წამოწყება, შეიძლება მალევე მოკლა, თუ დაუშვებ ისეთ რამეს, რაც ჩვენ დავუშვით პოლიციაში... ჩემთვის ერთი ადამიანის, უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეც კი კმარა, რომ მთელი წამოწყება წყალში გადაიყაროს... რომელი მივა გირგვლიანის ნათესავებთან, ანდა რობაქიძის ნათესავებთან და ეტყვის რომ პოლიცია უდანაშაულოდ არ კლავსო... და რა გარანტიაა, რომ იგივე არ ხდება სხვის მიმართაც... ვთქვათ გაქვს 10 ვაშლი... და იცი რომ ამ 10 ვაშლიდან ერთი მოწამლულია... გაბედავ რომელიმეს შეჭმას?სადაა გარანტია იმისა, რომ ის მოკლული "ბანდიტები", რომლებიც მრავლად დაიღუპა აყვანის დროს გასულ წლებში (მაგალითად, ქუთაისის პოლიციამ რომ ჩაცხრილა სამი ბიჭი და რომ ეჭვია რომ შეეშალათ...), უდანაშაულოები არ იყვნენ როგორც რობაქიძე? ხომ ჰქონდა საქმის გაყალბების მცდელობას რობაქიძის შემთხვევაში? და ვინ დადებს თავს, სხვა შემთხვევებშიც არ იყო გაყალბებები? სატურუნ, ამაშია საქმე, თორემ პოლიცია რომ გაი-ს ჯობია, ამაში გეთანხმები... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 georgekh13ჩემთვის ერთი ადამიანის, უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეც კი კმარა, რომ მთელი წამოწყება წყალში გადაიყაროს... ჩემთვის არა. სამწუხაროდ პოლიციის მიერ უდანაშაულო ადამიანთა მკვლელობა ცალკეული ინციდენტის (არა სისტემური სახით) ხდება ნებისმიერ ქვეყანაში. იგივე აშშ-შიც. ბრიტანეთშიც გახმაურდა ასეთი შემთხვევა და ალბათ თქვენთვისაც ცნობილია, როცა პოლიციას ჩვეულებრივი მოქალაქე ტერორისტი ეგონა და ადგილზე მოკლა. ჩვენი ვალია ასეთ შემთხვევებთან ყველანაირად ბრძოლა, დამნაშავეების გამოვლენა და დასჯა, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ მაინც მოხდება პერიოდულად ეს. ვთქვათ გაქვს 10 ვაშლი... და იცი რომ ამ 10 ვაშლიდან ერთი მოწამლულია... გაბედავ რომელიმეს შეჭმას?მოდი მაშინ ასე დავსვათ საკითხი. გაქვს 10 ვაშლი და 1 აუცილებლად უნდა შეჭამო. გადარჩენის ალბათობა როდის უფრო მეტი გექნება, როცა 9 ვაშლია მოწამლული თუ როცა 1 მოწამლული? საერთოდ მაქსიმალიზმი - ან ყველაფერი ან არაფერი რაციონალიზმის მტერია, ყოვლად დამღუპველია მსჯელობაში და ცხოვრებაშიც არ გამოდგება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted February 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 georgekh13 1) ჩემთვის არა. სამწუხაროდ პოლიციის მიერ უდანაშაულო ადამიანთა მკვლელობა ცალკეული ინციდენტის (არა სისტემური სახით) ხდება ნებისმიერ ქვეყანაში. იგივე აშშ-შიც. ბრიტანეთშიც გახმაურდა ასეთი შემთხვევა და ალბათ თქვენთვისაც ცნობილია, როცა პოლიციას ჩვეულებრივი მოქალაქე ტერორისტი ეგონა და ადგილზე მოკლა. ჩვენი ვალია ასეთ შემთხვევებთან ყველანაირად ბრძოლა, დამნაშავეების გამოვლენა და დასჯა, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ მაინც მოხდება პერიოდულად ეს. 2) მოდი მაშინ ასე დავსვათ საკითხი. გაქვს 10 ვაშლი და 1 აუცილებლად უნდა შეჭამო. გადარჩენის ალბათობა როდის უფრო მეტი გექნება, როცა 9 ვაშლია მოწამლული თუ როცა 1 მოწამლული? საერთოდ მაქსიმალიზმი - ან ყველაფერი ან არაფერი რაციონალიზმის მტერია, ყოვლად დამღუპველია მსჯელობაში და ცხოვრებაშიც არ გამოდგება.1) მე როგორც მახსოვს, ლონდონის პოლიციის შეფი გადადგა... 2) გეთანხმები, ალბათობა მეტია, როცა ერთია მოწამლული... მაგრამ თუ დარწმუნებული არ ხარ იმაში რომ ყველა მოწამლული არ არის, მაშინ? ლონდონის პოლიციის შეფი რომ გადადგა, ეს მარწმუნებს იმაში, რომ ერთი ვაშლია მოწამლული...ჩვენთან კი არ ვარ დარწმუნებული რომ მხოლოდ ერთია მოწამლული... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted February 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 1) მე როგორც მახსოვს, ლონდონის პოლიციის შეფი გადადგა... ჩვენთან ყოველთვის ქვემდგომი ისჯება. ან თავის თავზე იღებს დანაშაულს. მელნიკოვის მაგალითი ამის დასტურია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 georgekh13ლონდონის პოლიციის შეფი რომ გადადგა, ეს მარწმუნებს იმაში, რომ ერთი ვაშლია მოწამლული...ჩვენთან კი არ ვარ დარწმუნებული რომ მხოლოდ ერთია მოწამლული... ასე თუ განვიხილავთ საკითხს ბუნებრივია რომ ჩვენთან ერთზე მეტი იქნება მოწამლული. აი ამ მოწამლული ვაშლების რაოდენობის შემცირებაა მთავარი ამოცანა. იმ ბრიტანელებმაც ხომ ნელ-ნელა შეამცირეს? სხვათაშორის ბრიტანეთს სამართალდამცავი სტრუქტურების ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. როცა მოიცლით გაეცანით გერმანელი ავტორის, თუ სწორად მახსოვს გვარად ტორვალდის წიგნის "კრიმინალისტიკის საუკუნის" პირველ თავებს, რომელიც სამართალდამცავი და ექსპერტიზის სტრუქტურების ჩამოყალიბებას ეხება ევროპასა და აშშ-ში. აი ეგ გზა რაც მაგ წიგნშია აღწერილი, საქართველოს პრაქტიკულად არ გაუვლია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted February 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 georgekh13 ასე თუ განვიხილავთ საკითხს ბუნებრივია რომ ჩვენთან ერთზე მეტი იქნება მოწამლული. აი ამ მოწამლული ვაშლების რაოდენობის შემცირებაა მთავარი ამოცანა. იმ ბრიტანელებმაც ხომ ნელ-ნელა შეამცირეს? სხვათაშორის ბრიტანეთს სამართალდამცავი სტრუქტურების ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. როცა მოიცლით გაეცანით გერმანელი ავტორის, თუ სწორად მახსოვს გვარად ტორვალდის წიგნის "კრიმინალისტიკის საუკუნის" პირველ თავებს, რომელიც სამართალდამცავი და ექსპერტიზის სტრუქტურების ჩამოყალიბებას ეხება ევროპასა და აშშ-ში. აი ეგ გზა რაც მაგ წიგნშია აღწერილი, საქართველოს პრაქტიკულად არ გაუვლია.ვერ ვიპოვე ეგ წიგნი... ზუსტად არ გახსოვს? პს. ჰო, მართლა, კინდლი 3 ვიყიდე და მაგარია... DX-ის ყიდვა მინდოდა, მაგრამ მეძვირა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 (edited) ვერ ვიპოვე ეგ წიგნი... ზუსტად არ გახსოვს? პს. ჰო, მართლა, კინდლი 3 ვიყიდე და მაგარია... DX-ის ყიდვა მინდოდა, მაგრამ მეძვირა... აი ესაა http://booklove.ru/pus_105905.html აქ რუსულად წერია ავტორი და სათაური და გერმანული მე არ ვიცი, თარგმანი წავიკითხე აი უყურე რა წერია: Буквальный перевод немецкого названия книги - "Век детективов". ანუ გერმანულად ეგრე ერქმევა. ქინდლი მაგარია რაღა გეძვირა, გერმანიაში ასე ცოტას გიხდიან? Edited February 18, 2011 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted February 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 აი ესაა http://booklove.ru/pus_105905.html აქ რუსულად წერია ავტორი და სათაური და გერმანული მე არ ვიცი, თარგმანი წავიკითხე აი უყურე რა წერია: Буквальный перевод немецкого названия книги - "Век детективов". ანუ გერმანულად ეგრე ერქმევა. ქინდლი მაგარია რაღა გეძვირა, გერმანიაში ასე ცოტას გიხდიან? მილიონერი არ ვარ, ჩვეულებრივი უნივერსიტეტის თანამშრომელი ვარ... იმაზე გავბრაზდი, 379$ 379 ევროდ მიანგარიშეს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 379$ 379 ევროდ მიანგარიშესვინ გიანგარიშა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted February 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 ვინ გიანგარიშა? ამაზონში რომ შევუკვეთე...ამერიკაში 379 დოლარი ღირს...ევროში რომ გადავიყვანე, 379 ევრო მომთხოვა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 ამაზონში რომ შევუკვეთე...ამერიკაში 379 დოლარი ღირს...ევროში რომ გადავიყვანე, 379 ევრო მომთხოვა... რა ვიცი მე ამაზონზე როცა ვყიდულობ რამეს, რაც ფასიც აწერია დოლარებში იმ ფასად მაძლევენ არ გადაგეყვანა შენც და ისე გეყიდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted February 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2011 რა ვიცი მე ამაზონზე როცა ვყიდულობ რამეს, რაც ფასიც აწერია დოლარებში იმ ფასად მაძლევენ არ გადაგეყვანა შენც და ისე გეყიდაევროპაში ხომ უნდა გამოეგზავნათ და ავტომატურად გადაჰყავთ გერმანიის ვებ-გვერდზე, სადაც ფასები ევროებშია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.