Jump to content
Planeta.Ge

ზაფხულში ჩატარებული ოპერაციის კვალდაკვალ


Recommended Posts

შესაბამისად მაქვს საფუძველი დავიჯერო რაც ამ რეპორტაჟში იყო წარმოდგენეილი,

 

აი თუკი შ.ს.ს ჩამოიყვანს იმ პიროვნებას საბერძნეთიდან მერე დავიჯერებ შ.ს.ს ვერსიას, ვინაიდან ვენდობი ევროკავშირი წევრი სახელმწიფოს მართლსაჯულების მიუკერძოებლობას

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო,მართალს ამბობ,მაგრამ ვიზე ამბობ ეგ არ გითქვამს.

რათქმაუნდა მაესტროს ზღაპრებზე...

 

 

მე იმის თქმა მინდოდა, რომ თეთრი ძაფითაა ნაკერი ეს "ჟურნალისტური გამოძიება".

ისე იქითა ფორუმზე ერთ სტაჟიანმა იუზერმა თემა გახსნა თურმა მაგ დეტექტივებს და გამომძიებლებს უმტკიცებიათ თავის გამოძიებაში რომ ეს აგარაკი რომელიღაც პოლიტიკოსმა იყიდაო ეხლა ყიდისო მაფიაო და ასე შემდეგო თურმე შემთხვევით ფორუმელის სახლი გადაუღიათ :nekro: და ტიპი გაგიჟებული იყო რაც ეს სახლი აშენდა იმის მერე აქ ვცხოვრობ და რაზე ლაპარაკობენო ღამე ტუტანხამონები ხომ არ ესიზმრებათო? :mubaraq:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

fashisti

ბატონო ჩემო, მაესტროს გადაცემებში არაერთხელ დაადანაშაულეს პოლიციის მაღAლჩინოსნები არაკანონიერ ქმედებაში,

 

პრაქტიკულად მათ სხვადასხვა სახის მძიმე დანაშაულში დასდეს ბრალი,

გავიხსენოთ თუნდაც ბარამიძის საქმე-სპეცოპერაცია სვანეთში რომელიც ბარამიძის მიერ ჩატარდა და შემდგომში ამ სპეცოპერაციამ საკმაოდ დიდი მითქმა მოთქმა გამოიწვია საზოგადოებაში,

 

იყო სხვა რეპორტაჯებიც,

ამჯერადაც არის კონკრეტული ბრალი შ.ს.ს. კონკეტული ჩინოვნიკის მიმართ,

 

ასეთ ბრალდებებს უნდა გაეცეს პასუხი,

პასუხი უნდა იყოს დასაბუთებული,

კერძოდ ჟურნალისტს ბოდიში უნდა მოახდევინონ ან ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის რომელიც ჩირქს სცხებს სახელმწიფო ორგანოს ამის გამო შესაძლოა სისხლის სამარტლის საქმეც კი აღიძრას,

 

შ.ს.ს და პროკურატორის დუმილი კი იმის მაჩვენებლია რომ მათ სათქმელი არაფერი აქვთ,

სატურნმაც ვერ გამცა პასუხი და მიანტერესებს შენ რას მეტყვი,

 

 

რატომ არ გადმოსცა ბრალდებული საბერძენეთის ხელისუფლებამ საქართველოს?

ნარკობარონი რატომ დასეირონბს არხეინად ევროკავშირის ერთ-ერთ სახელწმიფოში?

ის არ იმალება, ის არ გაურბის მართლსაჯულებას, რატომ არ იჭერენ?

რატომ ჩათვალა საბერძნეთის სასამართლომ ქათული მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები არასათანდოთ?

თუკი ეს მასალები იყო არასათანადო მაშინ რატომაა ზემოაღნიშნული პირი დამნაშავე :007:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

fashisti

ისე იქითა ფორუმზე ერთ სტაჟიანმა იუზერმა თემა გახსნა თურმა მაგ დეტექტივებს და გამომძიებლებს უმტკიცებიათ თავის გამოძიებაში რომ ეს აგარაკი რომელიღაც პოლიტიკოსმა იყიდაო ეხლა ყიდისო მაფიაო და ასე შემდეგო თურმე შემთხვევით ფორუმელის სახლი გადაუღიათ და ტიპი გაგიჟებული იყო რაც ეს სახლი აშენდა იმის მერე აქ ვცხოვრობ და რაზე ლაპარაკობენო ღამე ტუტანხამონები ხომ არ ესიზმრებათო?

ბარამიძის სახლზე იყო ლაპარაკი...ოპერატორს აერია და სიუჟეტში ბარამიძის კი არა , მის გვერდზე მყოფი სახლის აივანი გადაიღო, რაც რასაკვირველია შეცდომაა...

 

მაგრამ რაზეც მაშინ სიუჟეტშI იყო ლაპარაკი, მართალი აღმჩნდა... ანუ ლეჟავა არ იტყუებოდა, უბრალოდ სახლები აერიათ...(იმავე ქუჩაზე)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მასე იგორ გიორგაძის მისამართიც ცნობილია.

 

რა არის იცი, მე საერთოდ არ ვაპირებ აქ იმის მტკიცებას, რომ ეს კაცი დამნაშავეა, ნარკობარონია და ა.შ. უბრალოდ აღვნიშნე ეს სიუჟეტი თუ რაცაა იმდენად სუსტია, რომ ნორმალურ არაანგაჟირებულ ადამიანს, ვისთვისაც სიმართლის დადგენაა მთავარი და არა "ნახე ბიჯო რას შვებიან"-ის დაწერა, მინიმუმ ეჭვებს აღუძრავს. მარტო ის რად ღირს რომ ამ კაცის ახლობლები გამოყავთ "მოწმეებად" და ალაპარაკებენ. ახლობელი იტყვის იმას რაც მის ახლობელს აწყობს, აბა ხო არ გაამტყუნებს? ელემენტარულია ეს.

 

 

+1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

სატურნ, მილიონი რომ ჩრემოდნებით ნორმალურ ხალხს არ დააქვს ეგ ეჭვგარეშეა, მაგრამ ეგ ფაქტი ამართლებს პოლიციას?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ არ გადმოსცა ბრალდებული საბერძენეთის ხელისუფლებამ საქართველოს?

ნარკობარონი რატომ დასეირონბს არხეინად ევროკავშირის ერთ-ერთ სახელწმიფოში?

ის არ იმალება, ის არ გაურბის მართლსაჯულებას, რატომ არ იჭერენ?

რატომ ჩათვალა საბერძნეთის სასამართლომ ქათული მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები არასათანდოთ?

ჯობია მაინც სატურნს კითხო ესეთი რაღაცეები...

 

ისე ცოტათი საეჭვო ხომ არ გეჩვენება იმ ადამიანის კანონმორჩილობა რომელსაც კანონიერ ქურდებთან აქვს ურთიერთობა პლიუს მილიონ შვიდასი ათასი ევრო მიწაში აქვს ჩათხრილი და მალავს ამ ფულის არსებობის შესახებ ინფორმაციას?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯობია მაინც სატურნს კითხო ესეთი რაღაცეები...

 

ისე ცოტათი საეჭვო ხომ არ გეჩვენება იმ ადამიანის კანონმორჩილობა რომელსაც კანონიერ ქურდებთან აქვს ურთიერთობა პლიუს მილიონ შვიდასი ათასი ევრო მიწაში აქვს ჩათხრილი და მალავს ამ ფულის არსებობის შესახებ ინფორმაციას?

საეჭვო, მეგობარო ბევრი რამეა ამ ცხოვრებაში, მაგრამ დანაშAულის დასაბუთება არის მთელი პროცედურა,

სწორად ამაშია განსხვავება სამართლებრივ და არასამართლებრივ სახელმწიფოებს შორის,

პიროვნების სუბიექტურ ეჭვი არ უნდა იყოს ადამიანის ციხეში ჩასმის საფუძველი,

პროკურატურა წარადგენს მტკიცებულებას, ასაბუთებს, მოწინააღმდეგ მხარეს ამ ბრალდებას უარყოფას, სამართალწარმოება ესაა შესაძლებლობა რომ ორმა დაპირისპირებულმა მხარემ სრულად შეძლოს თავისი პოზიციის დაფიქსირება სასამართლოზე,

ხოლო მოსამართლემ-მიუკერძოებელმა რა თქმა უნდა, არსებული მტკიცებულებების საფუძველზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება,

 

ესაა მთელი იურისპრუდენცია და დღეს, შენც გეცოდინება რომ სამწუხაროდ სასამართლო პროკუატურის დანამატად იქცა,

ხვალ, ჯვარი გწერია შენი დაჭეა რომ მოუნდოთ არანაირი პრობლემა არ ექნებათ, თავსაც ვერ იმართლებ, იმიტომ რომ შენც და მეც ამ ქვეყანაში ვართ დაუცველები, არ გვიჭერენ იმიტომ რომ არ ვჭირდებით, აი, ფული თუ გაგვიჩნდება და სადაც საჭიროა იქ არ მივიტანთ, ან ოპოს დავაფინანსებთ, ან მოკლედ ნუ, ისე არ მოვიქცევით როგორც მმართველ ძალას სურს მერე დავინახვთ ჩვენი მართლმსაჯულების რეალურ სახეს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

საბერძნეთმა უარი განაცხადა იმ მოტივით რომ არ იყო სათანადო დოკუმენტაცი წარდგენილი

ათასი მიზეზი შეიძლება არსებობდეს ამისთვის თუ რატომ არ სურს საბერძნეთს ამ პირის გადმოცემა.

 

შ.ს.ს და პროკურატორის დუმილი კი იმის მაჩვენებლია რომ მათ სათქმელი არაფერი აქვთ

აბა რა ქნან? მაესტროს რეპორტაჟებზე თავის მართლება დაიწყონ? სასამართლოში რომ უჩივლონ, მერე ის მოგეცემათ სალაპარაკოდ "აი ზეწოლას ახდენენ თავისუფალ მედიაზეო".

 

Jonathan livingston

მილიონი რომ ჩრემოდნებით ნორმალურ ხალხს არ დააქვს ეგ ეჭვგარეშეა, მაგრამ ეგ ფაქტი ამართლებს პოლიციას?

თუ სიუჟეტში გადმოცემული ამბები ტყუილი არაა, არ ამართლებს. მაგრამ დაინტერესებული მხარის მონათხრობი, რომელიც მთლიანად ბრალდებულის და მისი ნათესავების ჩვენებებზეა აგებული როგორ დავიჯერო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

აბა რა ქნან? მაესტროს რეპორტაჟებზე თავის მართლება დაიწყონ? სასამართლოში რომ უჩივლონ, მერე ის მოგეცემათ სალაპარაკოდ "აი ზეწოლას ახდენენ თავისუფალ მედიაზეო".

რა სისულელეა სატურნ, თუკი მაესტრო სიყალბეს ავრცელებს და დანაშაულში დებს ბრალს შ.ს.ს ან პროკურატურას

საჯარო ორგანო ვალდებულია დაიცვას თავისი პრესტიჟი,

ასეთი კონკრეტული ბრალდება რომ წარადგინონ ჟურნალისტებმა აშშ-ს ან ევროკავშირის რომელიმე ძალოვანი სტურუქტურის მიმართ

ამას სერიოზული სკანდალი და გამოძიება მოყვება,

მოკლედ სანამ შ-სს ან პროკურატურა ოფიციალურად არ უარყოფს ამ ბრალდებას და + სანამ იმ პირს არ ვიხილავთ განსანსჯელის სკამზე სიუჯეტის ობიექტურობაში საღი აზრის მქონე ადამიანი ეჭვს ვერ შეიტანს, ნუ, რაც შეეხება ძირთად მიმართულებას,

რომ სპეცოპერაცია ჩატარდა ფულის გამოძალვის მიზნით და არა ნარკოკარტელების წინააღმდეგ საბრძოლველად

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

აუ ჩემი... მე კიდევ ნაღდი მეგონა ეგ ნარკოტიკების ამბავი...

 

აუუუ... რეები ხდება საქართველოში ტოოო... :what:

 

და საერთოდ როდის აქეთ გახდა სახლში ფულის შენახვა ეჭვის საფუძველი და კრიმინალური დანაშაული?

 

სახლში ფულის შენახვა ნარკოტიკებით ბიზნესი როდის გახდა? მაგრამ საქმეც მაგაშია რომ სხვა დამამტკიცებელი არაფერი აქვთ... თეთრი ძაფითაა რა ნაკერი ეგ ნარკოტიკების საქმე... :what: მხოლოდ ეჭვენის გამო ხალხის 20 წლიან სროკზე გაშვება როგორ შეიძლება... მაგრამ უნდოდათ ზოგიერთების დაჭერა და შეტენეს ეს საქმე... ქათამივით კიდე იქ სხვა ზოგიერთი უდანაშაულოც მიაკლეს/დაიჭირეს...

 

ბნელა საქართველოში რააა... აი საიდან აქვთ ნაცებს ფული... მაგათი დედაც... ყველაფერზე წამსვლელები არიან ეს ნაცები... და კიდევ ჩამოდით და ინვესტიციები ანუ ფული ჩადეთო...

 

ეს ერთი საქმე გასკდა ეგრე და რამდენი ბიზნესმენი არ იღებს ხმას და რამდენს აწერენ ეგრე ფულს... რამდენ საშუალო ბიზნესმენს მოუყოლია პირად საუბრებში ეგეთი დაწერების ფაქტები ჩემთვის... ეშინიათ და რა ქნან... ფული ჩადეს და ხომ არ დაკარგავენ... ბიზნესი რომ გაყიდონ კიდევ იმ ფულს ვერ ამოიღებენ რაც ჩადეს...

 

kisa

რაღაც უაზრობაა - შანტაჟი გამიგია, მაგრამ ეგეთი?

იქით ვერაფერს უმტკიცებენ და ფულზე ურეკავენ - დეგენერატები

 

პიარი, პიარი და პიარი... ანუ სახელის გაფუჭების შანტაჟით მილიონების დაწერება...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

რაც შეეხება ფულის ქეშად შემოტანას,

ვფიქრობ რომ ამის მიზეზი ჰქონდა ბრალდებულს,

ადრე ის დააკავეს ვითომდა მოპარული ავტომობილის ფლობისთვის :givi:

სინამდვილეში კი ოპოზიციის დაფინანსებისთვის, გადაახდევინეს 100 000 და გამოუშვეს,

ის რომ ბრალდებული მართლაც იყო დაკავებული და შEმდეგ საპროცესო შეთანხმების გამო გამოუშვეს ამის გადამოწმება სიძნელეს არ უნდა წარმოადგენდეს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

მე იმის თქმა მინდოდა, რომ თეთრი ძაფითაა ნაკერი ეს "ჟურნალისტური გამოძიება". ზღაპარია ამხელა ფულის ქეშად ტარება. ქეში ზუსტად ნარკობიზნესში ტრიალებს, შემდეგ კი მისი გათეთრება ხდება სხვადასხვა გზებით და ჯდება ანგარიშებზე.

 

საბერძნეთის პოლიცია რას აპირებს მე ვერ გეტყვი. ამ კაცზე ძებნა მიდის ფაქტია.

 

სატურნ თეთრი ძაფით პოლიციის გამოძიებაა. ასე რომ არ ყოფილიყო, მაშინ არ გაჩნდებოდა ამდენი ეჭვი.

 

მეორე.

საბერძნეთის პოლიციას ეჭვიც რომ ჰქონოდა ნარკოკორტელის არსებობის ტაობაზე, ამდენხანს 9-ჯერ დააკავებდნენ ამ კაცს.

 

პ.ს.ფრიდრი შენ გაიხარე, არ დაგავიწყდეს ჩემი თხოვნა 2013 წლისთვის ციხეებში ბევრი ადგილი დაგვჭირდება. აბა ამდენო პოლიციელს, მოსამართლე და ნაცბანდიტებს სად დავაბინავებთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

და მე ვთქვი რომ პოლიციამ უბრალოდ ეჭვის გამო უნდა ჩასვას ციხეში თქო? ეგენი რათქმაუნდა ასაბუთებენ თუმცა მე როგორც ჩვოულებრივ მოქალაქეს ეჭვი მიჩნდება მის კეთილსინდისიერებაში და მჯერა შსს-ს განცხადების

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...