newstudio Posted February 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 დავით ზურაბიშვილი რატომ ვერ დაიწყებს მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიულ გარდაქმნებს კვირა, 13 თებერვალი 2011 21:21 ტუნისისა და ეგვიპტის მოვლენების ექო საქართველოში უკვე ისმის. მუბარაქი ჯერ კიდევ აქლემიანი ზონდერებით უტევდა მომიტინგეებს, როდესაც საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებულ ექსპერტთა წრეში უკვე დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ მხოლოდ მოდერნიზაცია, თუნდაც ძალიან წარმატებული საკმარისი არ არის. უფრო მეტიც, წარმატებული მოდერნიზაცია თავის თავში რევოლუციის საფრთხეს შეიცავს: მოდერნიზებულ საზოგადოებას მეტი მოთხოვნები უჩნდება და ავტორიტარული მართვის სტილს აღარ ჰგუობს. ამიტომ საჭიროა, რომ მოდერნიზაციას თან სდევდეს დემოკრატიზაცია და დემოკრატიული გარდაქმნებიც. ასეთი მოსაზრება გამოთქვა, მაგალითად, ჟურნალ “ლიბერალში” სააკაშვილის ხელისუფლების ექსპერტ-აპოლოგეტმა გია ნოდიამ. ეს მოსაზრება შემდეგ სოციალურ ქსელებში ხელისუფლების მომხრეთა ერთმა ნაწილმა აქტიურად აიტაცა და როგორც ჩვენთან იტყვიან ხოლმე, “გააპიარა.” საყურადღებოა, რომ ეს ხალხი უბრალოდ ხელისუფლების მომხრეები კი არ არიან, არამედ გავლენიან თანამდებობის პირებთან დაახლოებული ადამიანები. ასე, რომ მათი განწყობა საკმაოდ ნიშანდობლივია. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი დამოკიდებულება მათი მხრიდან სრულიად ახალია. დავანებოთ თავი იმას, თუ რამდენად წარმატებულ მოდერნიზაციას ახორციელებდა სააკაშვილის გუნდი. მე რომ მკითხო, ეს უფრო მოდერნიზაციის სიმულაცია იყო, მაგრამ ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. მთავარია, რომ ბოლო დრომდე სახელისუფლო ექსპერტთა წრიდან არასდროს ყოფილა დემოკრატიული გარდაქმნების საჭიროების აღიარება. დიდი დიდი კომუნიკაციის დეფიციტზე დასცდენოდათ სიტყვა, ანუ, ხელისუფლებას ურჩევდნენ აეხსნა ხალხისთვის, რომ რაც კეთდება, მათივე სასიკეთოდაა. მართალი გითხრათ, ჩემთვის ყოველთვის გაუგებარი იყო, როგორ უნდა აუხსნა ადამიანს, რომ როცა მას საკუთრებას ართმევ ან მიტინგზე წასვლის გამო სამსახურიდან აგდებ, ეს თურმე მისივე კეთილდღეობისთვისაა საჭირო, მაგრამ შევეშვათ ირონიზირებას. სიტუაცია ქვეყანაში რომ მძიმეა და დიდი პერსპექტივაც არ ჩანს, ამის დანახვისთვის ოპოზიციონერობა სულაც არაა საჭირო. ხელისუფლების გულშემატკივრებიც ხედავენ ამას, მაგრამ თუკი ადრე ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ სააკაშვილის პოზიციები ძალიან მტკიცეა და ახლო პერსპექტივაში (შეიძლება შორეულშიც) ხელისუფლების ცვლა შეუძლებლად მიაჩნდათ, დღეს ასეთი რწმენა აღარა აქვთ და არცთუ უსაფუძვლოდ. მაშრიყიდან მაღრიბამდე სააკაშვილის ხელისუფლებამ საკმაოდ დიდი ფინანსური და ინტელექტუალური რესურსები მიახარჯა იმ აზრის დამკვიდრებას საზღვარგარეთ, რომ საქართველო ახლო აღმოსავლეთის ტიპის ქვეყანაა, სადაც ცხოვრობს ბნელი ხალხი და მხოლოდ ნაცმოძრაობის ახალგაზრდა ლიდერებს შეუძლიათ ამ რეგიონში ცივილიზებული სამყაროს ინტერესების დაცვა. შედეგი ისაა, რომ დასავლეთში საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ნაწილად კი არ მოიაზრება, არამედ სწორედ ახლო აღმოსავლეთის და მაშრიყ-მაღრიბის ქვეყნების რიგში დგას. და თუ სულ ცოტა ხნის წინ ამგვარი წარმოდგენა საქართველოზე სააკაშვილისთვის დასავლეთის მხარდაჭერის ყველაზე (ხაზს ვუსვამ: ყველაზე!) მტკიცე გარანტია იყო, ტუნისელი და ეგვიპტელი რევოლუციონერების წყალობით სწორედ ეს სტერეოტიპი შეიძლება აღმოჩნდეს ყველაზე (კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს!) მტკიცე არგუმენტი სააკაშვილის წინააღმდეგ. ტუნისის და ეგვიპტის რევოლუციებმა ცხადყო, რომ ამერიკას და ევროპას ჯვარი არავიზე არა აქვს დაწერილი. მუბარაქის გადადგომის შემდეგ ნამდვილად არსებობს იმის მაღალი ალბათობა, რომ ამერიკის ადმინისტრაციამ სააკაშვილისგან რეალურად მოითხოვოს დემოკრატიული რეფორმების გატარება და არ დაკმაყოფილდეს ფასადურ-პიარული ტალღების აგორებით. ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდება.ამერიკის იგნორირება მას პრინციპულად არ ძალუძს, თუნდაც იმის გამო, რომ ამით დაუყონებლივ ისარგებლებს რუსეთი და თუკი რაიმე გულით არ უნდა სააკაშვილს, ეს პუტინთან ერთი-ერთზე დარჩენაა. ჩვენმა პრეზიდენტმა მოახერხა და რუსეთთან პოლიტიკური დაპირისპირება პირადი დაპირისპირების სიბრტყეში გადაიტანა, რაც სრულიად გამორიცხავს მორიგების შანსს. მაშ, რა რჩება? ან დაიკიდოს ყველა და ყველაფერი და ძველებურად გააგრძელოს, ან მართლა შეეცადოს რაღაც ნაბიჯების გადადგმას დემოკრატიზაცის მიმართულებით. მით უმეტეს, რომ მოსახლეობაში უკმაყოფილება დღითი დღე მატულობს და უკიდურესად მძიმე სოცილურ ფონზე ეს უკმაყოფილება როდის იფეთქებს, კაციშვილმა არ იცის. ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ასეთი აფეთქება ყოველთვის მოულოდნელია. სწორედ დასავლეთის პოლიტიკის შესაძლო ცვლილებებმა განაპირობა ნოდიას ტიპის ექსპერტების ტონის შეცვლაც. როგორი მიბმულიც არ უნდა იყოს ეს ხალხი სააკაშვილის ავტორიტარულ რეჟიმს, იმდენს მაინც ხვდებიან, რომ ასეთი რეჟიმების პერსპექტივა ახლო აღმოსავლეთის რეგიონულ კონტექსტში სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და ჩვენთან რომ ნამდვილად ავტორიტარული რეჟიმია და არა რაღაც “არასრულყოფილი დემოკრატია,” მათ ასევე მშვენივრად იციან. ერთი შეხედვით ეს ფაქტი მისასალმებელი და დამაიმედებელია. მართლაც რა არის იმაში ცუდი, თუ ხელისუფლებასთან დაახლოებული ინტელექტუალები სერიოზულად დაიწყებენ დემოკრატიულ ცვლილებებზე ფიქრს? იქნებდა პრეზიდენტის დარწმუნებაც შეძლონ? ეს ხომ თავიდან აგვაცილებდა ბევრ პრობლემას? და აქ მივადგებით სწორედ მთავარ პრობლემას: არის კი იმის შესაძლებლობა, რომ სააკაშვილმა დაიწყოს დემოკრატიული ცვლილებების გატარება? ახალი მეწილეები უპირველეს ყოვლისა, დავსვათ არსებითი ხასიათის შეკითხვა: რას ნიშნავს ავტორიტარული რეჟიმის დემოკრატიზაცია? დემოკრატიული ცვლილებები ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმის დროს ნიშნავს მხოლოდ ერთს: ძალაუფლების წილის დათმობას და აქ უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება სხვა არავინ, თუ არა პოლიტიკური ოპოზიცია. დემოკრატიზაცია პრინციპულად გამორიცხულია ოპოზიციისთვის ძალაუფლების რეალური ბერკეტების გადაცემის გარეშე. გადაანაწილო ძალაუფლება საზოგადოების სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებში, იქნება ეს თავისუფალი მასმედია, ადგილობრივი თვითმმართველობა თუ სასამართლო ხელისუფლება, ისე, რომ მარგინალიზებული დატოვო პოლიტიკური ოპოზიცია, “ფიზიკურად” შეუძლებელია. ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი ინსტიტუციის გაძლიერება ავტომატურად გააძლიერებს პოლიტიკურ ოპოზიციასაც და მას ძალაუფლების ბერკეტებს მიანიჭებს. ეს არის, თუ შეიძლება ასე ითქვას, დემოკრატიზაციის ანი და ჰოე. აქვე დავაზუსტებ: ოპოზიციის “წილში ჩასმა” არ გულისხმობს რომელიმე ოპოზიციური ლიდერის მოსყიდვას და გადაბირებას. ასეთი რამ შესაძლებელია, მაგრამ ამით არაფერი არ იცვლება. ასეთი ოპოზიცია სააკაშვილს პარლამენტში ისედაც ჰყავს. ლაპარაკია რეალური ოპოზიციური ძალების რეალურ მონაწილეობაზე გადაწყვეტილებათა მიღებს პროცესში ახლა დავსვათ კიდევ ერთი მარტივი კითხვა: ვის და რანაირად უნდა გადასცეს სააკაშვილმა ძალაუფლების წილი? აი, ეს მარტივი კითხვა რომ ნაღდად რიტორიკულია, ძნელი მისახვედრი არ არის. ძალაუფლების წილი ხელისუფლებამ თავის თავს უნდა ჩამოაჭრას, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ქმედით აქტორებად გადაქცევის შემთვევაში სააკაშვილი უბრალოდ იძულებული იქნება, მსხვერპლი გაიღოს და თავისი გარემოცვის ზოგიერთი ოდიოზური და გავლენიანი წევრი მოიცილოს. ასეთი მსხვერპლის გარეშე ძალაუფლების წილის დათმობა ვერ მოხდება, არადა ამან შეიძლება დომინოს ეფექტი გამოიწვიოს. ავტორიტარული რეჟიმის ძალაუფლების ვერტიკალი ყოველთვის აგებულია კრიმინალური ბანდის პრინციპზე - ხელისუფლებისდმი ერთგულება ნიშნავს ხელისუფლების სასარგებლოდ დანაშაულის ჩადენის თავისუფლებას და ამით მატერიალური სარგებლის მიღებას. როგორც კი ამ ვერტიკალში “ეჩხირება” ოპოზიცია (სულერთია როგორი), ვერტიკალი ვეღარ ფუნქციონირებს და მთელი ხელისუფლება დგება ჩამოშლის საფრთხის წინაშე. ამიტომ დემოკრატიზაციის შემთხვევაში სააკაშვილს მოუწევს კეთილი მეფის და ბოროტი ვეზირების არქეტიპული სქემის გათამაშება, ანუ საკუთარი გარემოცვის გაწმენდა და ყველა უბედურების მათზე გადაბრალება. რაიმე მორალური დაბრკოლება ამ მხრივ საქართველოს პრეზიდენტს არა აქვს, მაგრამ აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. სანამ ტუნისიდან სახალხო-რევოლუციური ტალღა აგორდებოდა, ამერიკის ადმინისტრაცია 2013 წლის შემდეგ პირადად მის დარჩენას ხელისუფლების სათავეში მაინც მიზანშუწონლად მიიჩნევდა. არა იმიტომ რომ სააკაშვილი ავტორიტარი მმართველია, არამედ რუსეთთან შექმნილი ჩიხური სიტუაციის გამო. ერთადერთი, რაზედაც ამერიკის ადმინისტრაცია არ ფიქრობდა, ესაა საქართველოში პოლიტიკური სისტემის და მმართველი გუნდის შეცვლა. მათთვის სრულიად მისაღები იყო სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი სააკაშვილის გარეშე. მიშა-1 მიშა-2-ის გარეშე? რამდენადაა შესაძლებელი არსებული რეჟიმის შენარჩუნება სააკაშვილის გარეშე, საკმაოდ საკამათო საკითხია, ჩემის აზრით ეს პრინციპულად შეუძლებელია, მაგრამ ამჯერად ამაზე არა ლაპარაკი. მთავარი ისაა, რომ ეგვიპტის ამბების შემდეგ დასავლეთის მხრიდან არა მარტო პირადად სააკაშვილის დარჩენის მხარდაჭერის შანსი შემცირდა და თითქმის ნულის ტოლი გახდა, არამედ მისი რეჟიმის შენარჩუნების პერსპექტივაც ეჭვის ქვეშ დადგა. თუკი აქამდე დასავლეთი საქართველოსთვის ეძებდა მიშა-2-ს, ანუ უფრო დალაგებულ და პროგნოზირებად ტიპაჟს, რომელიც უბრალოდ გადაიბარებდა სისტემას, ახლა სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია. მიშა-1 უნდა წავიდეს, მაგრამ მიშა-2 აღარ იქნება. ასეთ სიტუაციაში თუკი რამე არ მოუნდება სააკაშვილს, ეს უკონტროლო ოპოზიციური ძალების გაძლიერება და ახალი აქტორების შემოყვანა ძალაუფლების სივრცეში. ობიექტურად სააკაშვილისთვის მომგებიანიც კია ბოროტი ვეზირებისგან მოტყუებული კეთილი მეფის როლი ითამაშოს. ხელისუფლებიდან წასვლა მას ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს და რაც უფრო მეტ პოლიტიკურ აქტორებს ჩართავს ქვეყნის მართვის პროცესში, რაც უფრო მეტ ძალებთან მიაღწევს რაღაც შეთანხმების მაგვარს, მით მეტი იქნებაა მისი უსაფრთხოების ალბათობა ექსპრეზიდენტობის დროს, მაგრამ აბა როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ სააკაშვილმა უარი თქვას არაბი შეიხის ცხოვრების სტილზე - საზღვარგარეთ დროსტარებასა და ჭრელა-ჭრულა არქიტექტურულ პროექტებში მილიონების ხარჯვაზე, უსიტყვოდ მორჩილ ახალაიებზე,. ზონდერ-ბრიგადირებზე და გოგოშკა-მინისტრებზე? რაღაა მაშინ მისი ცხოვრება? გარდა ამისა, ოპოზიციის აქტივიზირებას ძალაუფლების ველში გააფთრებით შეეწინააღმდეგება სააკაშვილის მთელი გარემოცვა. ეს ბუნებრივიცაა. მათ თავად ვერ გაუყვიათ ძალაუფლება და ახლა დამატებითი მეწილეები ნამდვილად არ ჭირდებათ. ნოდია და კამპანია დღეს კი ლაპარაკობს დემოკრატიზაციაზე, მაგრამ ვეჭვობ მათ მკაფიოდ ჰქონდეთ გაცნობიერებული, თუ რეალურად რას ნიშნავს ეს. ყოველ შემთხვევაში ოპოზიციის როლის გაზრდას ნამდვილად არ გულისხმობენ. უფრო სავარაუდოა, რომ მათი მოწოდება “დემოკრატიზაციისკენ” თავად ნაცმოძრაობის წიაღიდან ორპარტიული სისტემის გამოკვეთას გულისხმობდეს - რაღაც “ედინაია რასია” და “სპრავედლივაია რასიას” მსგავსს. მაგრამ ორპარტიული ხელისუფლება რუსეთშიც არ გამოვიდა და საქართველოში მით უმეტეს არ გამოვა. თუკი ასეთი მცდელობა მაინც შედგა, ერთი პარტია აუცილებლად “შეჭამს” მეორეს. ავტორიტარიზმი ვვრ ჰგუობს ვერანაირ პლურალიზმს, თუნდაც ორპარტიულს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ უბრალოდ სასაცილოა იმის წარმოდგენაც კი, რომ გიგა ბოკერია, კახა ბენდუქიძე, თეა თუთბერიძე და ქართულ საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა უაღრესად არაპოპულარული ფიგურები, რაიმე მემარჯვენე-ლიბერტარიანულ პოლიტიკურ ჯგუფს ჩამოაყალიბებენ, რომელსაც ელექტორატის მხარდაჭერა ექნება. დიდი დიდი ნაცმოძრაობის ამომრჩეველს წაართვან რაღაც პროცენტები, ისიც არც ძალიან ბევრი. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცალსახად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არანაირ დემოკრატიულ გარდაქმნებს სააკაშვილი არ დაიწყებს. ის ვერ დაუშვებს ვერც მედიისა და სასამართლოს გათავისუფლებას უმკაცრესი კონტროლისგან და ვერც საარჩევნო გარემოს რეალურ გაჯანსაღებას, რადგან ეს თორთლაძის და ჩახვაძის ტიპის ფსევდო, ან თარგამაძის ტიპის სისტემურ ოპოზიციას კი არ გააძლიერებს, არამედ სწორედ მათ, ვისაც სახელისუფლო პროპაგანდა დღემდე ქვეყნის დამაქცევრად და ბნელეთის მოციქულებად სახავდა. არადა სხვანაირი დემოკრატიზაცია არ არსებობს. დემოკრატიზაციის დევიზი “აბა, გრეჩიხა ჯობია?” ვერ იქნება. ეგვიპტეში “ძმები მუსლიმანების” პარტიაც კი გამოვიდა ასპარეზზე, რომელიც აქამდე ოფიციალურად აკრძალული იყო და ჩვენში დარჩეს და ერთი-ორი ტერორისტული აქტიც კი აქვთ ჩატარებული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მოსწონს თუ არა ეს ვინმეს, დემოკრატიზაცია გულისხმობს სწორედ ოპოზიციის შესვლას ძალაუფლების სივრცეში. თუ ეს ასეა (და ნამდვილად ასეა), შეგიძლიათ თავად განსაჯოთ რამდენადაა სააკაშვილი და მისი გუნდი ამის გამკეთებელი... აქ შეგნებულად ვარიდებ თავს იმაზე მსჯელობას, თუ რა უნდა მოიმოქმედონ ამ ვითარებაში ოპოზიციონერებმა თუ საზოგადოებრივმა აქტივისტებმა. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ახლა არის მომენტი, როდესაც ინიციატივა სწორედ მათი მხრიდან უნდა წამოვიდეს და ხელისუფლება რეაგირების რეჟიმში გადაიყვანონ. ხელისუფლებიდან არანაირი ინიციატივა რომ არ წამოვა, ეს პრეზიდენტის საპარლამენტო ანგარიშიდანაც კარგად ჩანდა. შემთხვევით არ მიმართავდა სააკაშვილი უცხოელ სტუმრებს - ნახეთ აქ რა დემოკრატია მაქვსო რა დემოკრატიაც გვაქვს, ნამდვილად ვიცით, მაგრამ ახლა დგება იმის დრო, რეალურად ვიფიქროთ დემოკრატიულ ცვლილებებზე. ტუნისისა და ეგვიპტის რევოლუციები შესაძლოა ის შანსი აღმოჩნდეს, რომელიც საქართველოს კიდევ ერთხელ მიეცეს, რათა თავი დააღწიოს ჩიხიდან ჩიხში დაუსრულებელ ბოდიალს. P. S. ერთგვარი ბედის ირონია ნამდვილად არის იმაში, რომ ყველა ის წარმატებული ქმედება, რასაც სააკაშვილი და მისი გუნდი ძალაუფლების განმტკიცებისთვის ახორციელებდა, საბოლოო ჯამში მათივე საწინააღმდეგოდ შებრუნდა. საკუთარი უალტერნატივობის უზრუნველყოფისთვის მათ მთელი სახელმწიფოებრივი რესურსები მიმართეს იმისკენ, რომ ა) მოეხდინათ ძალაუფლების ბერკეტების სრული კონცენტრაცია; ბ) წარმოეჩინათ საქართველო ახლო აღმოსავლეთის ტიპის ქვეყანად, სადაც არის ბნელი მასა.რომელიც არაა მზად დემოკრატიისთვის; გ) მოეხდინათ ოპოზიციის, განაკუთრებით პროდასავლური ოპოზიციის მარგინალიზება და განდევნა ძალაუფლების სივრციდან. დღემდე არსებული საერთაშორისო კონიუნქტურის პირობებში ყოველივე ეს ნამდვილად უზრუნველყოფდა იმას, რომ რეჟიმის შეცვლის საკითხი კიდევ დიდხანს არ დამდგარიყო დღის წესრიგში. აბა, ვინ იფიქრებდა კონიუნქტურის ისეთ ძირეულ ცვლილებას, რომ ამდენი ხნის ნაშრომ-ნაღვაწი მათვე რისხვით გადუბრუნდებოდათ? პროდასავლური ავტორიტარიზის კართაგენი ინგრევა და ალბათ ისიც სიმბოლურია, რომ ეს ყველაფერი იმ ადგილიდან დაიწყო, სადაც ძველი კართაგენის ნანგრევებია. http://kalmasoba.com/index.php?option=com_content&view=article&id=197%3A2011-02-13-17-24-12&catid=53%3A2010-11-04-11-42-05&Itemid=112 პ.ს. გირჩევთ არ დაიზაროთ და ბოლომდე წაიკითხოთ...ძალიან ზუსტად აქვს მგონი გადმოცემული ყველაფერი.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted February 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 ისე ნუ გეწყინებათ და ლინკები დადევით ხოლმე. ამხელა ტექსტს რომ დავინახავ ცუდათ ვხდები რა მოგივიდათ დღეს კაცო, ერთმანეთს ეჯიბრებით, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 13, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 babuagiorgiისე ნუ გეწყინებათ და ლინკები დადევით ხოლმე. ხო დევს? გირჩევთ არ დაიზაროთ წაკითხვა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted February 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 newstudio კარგი ანალიზია. გამორიცხულია მიშამ ნებით თქვას უარი რაიმეს დათმობაზე. ვერც გარემოცვას შეცვლის პაიკების გარდა. ის მძევალია მათ ხელში, თუნდაც ჟვანიას ამბების გამო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 14, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2011 დღეს, 14 თებერვალს, 19:00 საათზე, რადიო პალიტრის ეთერში (FM103,9) , თოქშოუ "რეზიუმეს" მთავარი თემა იქნება - შეიცავს თუა არა ავტორიტარული მოდერნიზაცია რევოლუციის საფრთხეს ."რეზიუმეში" დიანა ტრაპაიძის სტუმარია "რესპუბლიკური პარტიის" წევრი დავით ზურაბიშვილი. თოქშოუს მეორე ბლოკში მოუსმენთ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლას შეაფასებს.დაელოდეთ, ზუსტად 19:00 საათზე, "პალიტრის" ეთერში, მოისმინეთ მოსაზრებები და შეფასებები, რა პარალელების გავლება შეიძლება ეგვიპტეში განვითარებულ მოვლენებსა და საქართველოს შორის. მოუსმინეთ და უყურეთ თოქშოუ "რეზიუმეს", რადიო "პალიტრის" ეთერში (FM 103,9) ან ბმულზე www.palitratv.ge. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2011 (edited) newstudioსააკაშვილის ხელისუფლებამ საკმაოდ დიდი ფინანსური და ინტელექტუალური რესურსები მიახარჯა იმ აზრის დამკვიდრებას საზღვარგარეთ, რომ საქართველო ახლო აღმოსავლეთის ტიპის ქვეყანაა, სადაც ცხოვრობს ბნელი ხალხი და მხოლოდ ნაცმოძრაობის ახალგაზრდა ლიდერებს შეუძლიათ ამ რეგიონში ცივილიზებული სამყაროს ინტერესების დაცვა. შედეგი ისაა, რომ დასავლეთში საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ნაწილად კი არ მოიაზრება, არამედ სწორედ ახლო აღმოსავლეთის და მაშრიყ-მაღრიბის ქვეყნების რიგში დგას. და თუ სულ ცოტა ხნის წინ ამგვარი წარმოდგენა საქართველოზე სააკაშვილისთვის დასავლეთის მხარდაჭერის ყველაზე (ხაზს ვუსვამ: ყველაზე!) მტკიცე გარანტია იყო, ტუნისელი და ეგვიპტელი რევოლუციონერების წყალობით სწორედ ეს სტერეოტიპი შეიძლება აღმოჩნდეს ყველაზე (კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს!) მტკიცე არგუმენტი სააკაშვილის წინააღმდეგ.ვიცი ამ იდეებს ვინც ავრცელებს ერთ-ერთ სოციალურ ქსელში რამდენიმე ქალბატონია და სიამოავნებით გავუნაყოფიერებ სიფათს მაგ წაკლებს დაიწყოს მართლა ბუნტი ხომ ვიცით ვინც არიან ეს წაკლები, ო რა სიამოავნებით დავაკვრევინებ სალამუზრზე სულ ფრანციცულად Edited February 14, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 14, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2011 Siknadmoვიცი ამ იდეებს ვინც ავრცელებს ერთ-ერთ სოციალურ ქსელში რამდენიმე ქალბატონია და სიამოავნებით გავუნაყოფიერებ სიფათს მაგ წაკლებსსახელები და გვარები? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.