Jump to content
Planeta.Ge

მოთხოვნების გაერთფეროვნება


Recommended Posts

რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ვხედვდები რომ საზოგადოება და მეც მათ შორის, ვხვდებით ერთფეროვანი მოთხოვნილებებში. ეს ერთფეროვნება თან მაღიზიანებს, რადგან ჯერ კიდე თინეიჯერობის ასაკიდან არ მომწოდა თუ კი ჩემი პიროვნება მასაში იკარგებოდა, თუმცა ეხლა ვხედავ რომ აშკარად ის მოთხოვნები მაქვს რაც დანარჩენ საზოგადოებას და ჩემი „ორიგინალობა“ ქრება - რაც შინაგანად არ მომწონს, თუმცა ბუნებრივი მოვლენაა.

 

ადრე ვხედავდი ძალიან ბევრ არაპროფესიონალ ლექტორს, როლის ლექციები უბრალოდ გულის ამრევი იყო და მეგონა, ახალი სისხლი მოვა, ჩაანაცვლებს მათ და რაღაც ახალი დაიწყება, ახალი აზროვნება, ახალი ენერგია, რადგან ეს ძველი არსებული სისტემა, აზროვნება მართლა ძალიან მძიმედ მეჩვენებოდა მაშინ, პროგრესის არანაირი შეგრძნება არ იყო და ამაში ისინიც არიან დამნაშავენი, ვისაც ეხლა „ჩარეცხილებს“ უწოდებენ. თუმცა მოხდა ესეთი რამ, რომ ჩანაცვლება მოხდა ყოველ შემთხვევაში უნივერსიტეტში, ნეპოტისტურ და პარტიულ-იდეოლოგიურ (ნაც.მოძრაობის ერთგულების) ნიშნით და მოხდა ისე, რომ აშკარად კარგები და ნიჭიერების უდიდესი ნაწილი მიაყოლეს, იმ ხალხს ვინც მართლა არ იყო დასატოვებელი უნივერსიტეტში. (ალბათ ყველგან ესე მოხდა) მე უბრალოდ ამჯერად იმაზე ვლაპარაკობ, რა სფეროსაც მე უშუალოდ ვეხედი.

ძირითადად „ჩარეცხილთა“ სიაში წინა თაობის წარმომადგენლები მოხვდნენ და ჩემთვის რაც იყო გამაღიზიანებელი მათში, ის იყო რომ რაღაც ჯანსაღ პოზიციების, ჯანსაღ არგუმენტების ნაცვლად, რაღაც „დედა ენას“, „ეროვნულობას“ და ა.შ უპირისპირებდნენ, როცა ვიცოდით რა, ვინც იყვნენ ისინი. მაგრამ არ ვიცოდით, რომ მათ მიაყოლეს საუკეთესო ნაწილიც, რომლებიც მხოლოდ იმიტომ რომ ოპოზიციურად და ზოგჯერ თავისუფლად განწყობილნი იყვნენ, ამიტომ უშვებდნენ. აი სწორედ ამ კუთხით რომ გაეშუქებინათ და არა იმ კუთხით, რომ ახალი თაობა გადაგვარებულია და ა.შ იქნებოდა უკეთესი. ამ გარკვეულწილად ე.წ კულტუროლოგიურმა დემაგოგიამ, შემაძულა მათი არგუმენტები, პოზიციები და ამ პოზიციის ოპოზიციაში ვაყენებდი ჩემ თავს. მაგრამ რა მოხდა ამ დროს, ვხედავ ახალგაზრდობას რომელიც მართალია იმ ჩემი აზრით მართლა მოძველებულ ტრაციებისგან თავისუფალია, რომელიც მე ესე არ მომწონდა, მაგრამ უფრო უარესის მომხრეა, არის ჩეულებრივი პარტიული, კომკავშირლული ტიპი, რომელიც საკუთარ კეთილდღეობას ამ მორჩილებით და პიონერულ სიბეჯითით აღწევს.

მაშ ჩემი ილუზიები იმის შესახებ, რომ ახალ თაობა გათვითცნობიერებული იყო და მოჰქონდა თავისუფლება, ილუზია აღმოჩნდა. რადგან გათვითცნობიერებული არ აღმოჩნდა და მეტიც აღმოჩნდა ბრმა და რეალურად ადვილად მართვადი, ამ ხელისუფლებისადმი. ყოველ შემთხვევაში ახალი თაობის ის ნაწილი, რომელიც ჩანს ესეა, მეორე ნაწილი კი ჩემნაირად უკვე გზააბნეულია და არ ვიცით ამ კონკრეტულ ისტორიულ მონაკვეთში, ვის გვერძე უნდა დავდგეთ. არჩევანი ჩემთვის არ არის სასურველი:

ერთის მხრივ, ჩვენ გვაქვს უფროსი თაობის წარმოადგენლები, რომელბიც დემაგოგურ „კულტუროლოგიით“, მორალიზმით არიან შეიარაღებულნი და სინამდვილეში ვიცით, რომ შორს დგანან იმ ღირებულებებისგან რასაც თვითონ ქადაგებენ და მეორეც საერთოდ რასაც ქადაგებენ, ისიც კი არარეალური და დემაგოგიურია, შესაბამისად ბლეფია.

 

მეორე მხრივ მიშას კომკავშირისგან, რომელიც „ეშმაკს მიყიდე სულის“ ვარიანტია. გაცვალე პრინციპები, თავისუფლება და მიშა მოგცემს კეთილდღეობას.

 

 

მივედით ბოლო სტადიაზე, ვხვდებით რომ საზოგადოებაში იარსებებს ბუნებრივი ესეთი დაპირისპირებები, მაგრამ ამ ეტაპზე ყველას გვაერთიანებს პოლიტიკურ, სოცაიალურ, ეკონომიკური სიმძიმეები.. მე პირადად ყველამ იცით რომ იგივე ამ ფორუმზე სიკნამდოს და სხვა იუზერებს, ხშირად ვეკამათებოდი რაღაც კულტუროლოგიურ და ღირებულებების თემაზე, რელიგიაზეც, მაგრამ ეხლა არანაირი სურვილი არ მიჩნდება ამაზე ვინმეს ვეკამათო ან ველაპარაკო, რადგან აშკარად ვხდები რომ ეს აღარ არის მთავარი, ეს არის მეასე ხარისხოვანი. ეხლა ყველა რაღაც ერთ პოზიციაზე დავდექით და ამას ამ ფორუმში ვხედავ, ყველა თითქმის უკმაყოფილები ვართ არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკით და ეს არის ის რომელიც ჩვენ ერთმანეთს გვაკავშირებს.

 

კარგად დააკვირდით, ფორუმზე წინა წელთან შედარებით, როგორი შეცვლილია ამ მხრივ სიტუაცია. რელურად ეხლა ისეთი დაპირიპირება „კულტუროლოგიულ“ ან მსგავს თემებზე აღარ მიმდინარეობს პრაქტიკულად, ყველას აქცენტი გვაქვს გაკეთებული ამ რეჟიმის კრიტიკაზე და რეალურად, ნელ-ნელა საკამათო რომ იკარგება ისეთ განსხვავებულ ადამიანებს შორის როგორიც ამ ფორუმზეა, იმას მიანიშნებს რომ ჩვენ ყველას უკვე გვაქვს ერთი მიზანი:

 

არსებული რეჟიმის შეცვლა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა გჭირთ ხალხო?

 

რა ამბავია ამხელა ტექსტების წერა. :) ფორუმია ეს და არა დისერტაციების დაცვა.

 

მოკლედ, ეს წავიკითხე და "არსებული რეჟიმის შეცვლა!"

 

მივხდი იამს, რომ ყველა რევოლუციური თემა გასაერთიანებელია :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არსებული რეჟიმის შეცვლა!

:no:

 

სისტემის შეცვლას --- გაცნობიერებულით!

 

:yes:

 

სხვანაირად რეჟიმში მხოლოდ პერსონების შეცვლა-ქამელეონიზაცია მოხდება --- რეჟიმი იგივე დარჩება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

triumpi

სისტემის შეცვლას --- გაცნობიერებულით!

არ მოხდება, ამ შემთხვევაში ესეთი რამე.

 

ჩვენ არ უნდა ვიყოთ ერთფეროვანი მასა, რომ სისტემა გაცნობიერებულად შევცვალოდ..

 

 

მასა კი იმიტომ ვხვდებით, რომ მშიერი კუჭი გვაქვს და ვხვდებით რომ "ძალა ერთობაშია" - მაგრამ "ჭეშმარიტება ერთობაში არ არის" ანუ სიბრძნე არ იდება ერთობაში..

 

 

იმედი გვაქვს რომ ეს შეცლა, ისე მოხდება რომ ჩვენთვის საზოგადოებისთვის უფრო უკეთესი იქნება ვიდრე აქამდე იყო..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პრინციპში აშკარაა რომ სოციალურ ეკონომიკური თემატიკა სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. შესაბამისად აქტუალური ხდება კრიმინალური რეჟიმის ნებისმიერი გზითა და ნებისმიერ ფასად შეცვლის საკითხიც, მაგრამ სად არის ან ვინ არის ის ლიდერი, რომელიც საზოგადოების რევოლუციურ შემართებას კონკრეტულ შედეგში გარდასახავს?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველა ლიდერი სახელგატეხილია და სწორედ ულიდერო სტიქიურობაა საშიში.

მიშისტები კი სარკასტული ცინიზმით თავდაჯერებულნი მაინც ერეკებიან წერაატანილებივით.

ყველა სასიკეთო რჩევას მედიდურად და ცინიკურად უღიმიან ''უაზროდ''.

 

:TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რეჟიმის ნებისმიერი გზით

ხო და თუ ნებისმიერ გზით, მაშინ ადექი, ჩამოდი და შენი ჯამრთელობის, სიცოცხლის ფასად აწარმოე ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ და თუ ამას არ აპირებ, მაშინ არ მივიღებ შენს გამოძახილებს..

 

 

არ ვარ ძმაო მზად და არც ვაპირებ, ჩემი ჯამრთელობის და სიცოცხლის ფასად, მიშა შევცვალო რომელიმე არსებულ პოლიტიკურ ძალათი, ხო და ვინც აპირებს იმან შეცვალოს..

 

 

მე მზად ვარ, გამოვიდე აქციებზე მაშინ როცა დავინახავ, რომ საზოგადოება როგორც ეგვიპტეში ემზადება გადამწყვეტ ბრძოლისთვის და ან საბოლოოდ დაგვერხევა ან რეჟიმს შევცვლით..

 

 

არ მიყვარს მოწოდებები, რომლებიც ავალდებულებს სხვებს, ის გააკეთონ რომლისთვისაც არც მზად არიან და არც სურვილი გააჩნიათ..

 

არ მინდა ძმაო მე ნებისმეირ ფასად რეჟიმის შეცვლა, მე მინდა გარკვეულ ფასად რეჟიმის შეცვლა, მაგრამ თუ ეს ფასი უფრო ძვირი აღმოჩნდა მე არ წავალ ამაზე..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Jonathan livingston

რა უბნელი ხარ ძმაო? :P

ბარსენოლელი

 

შენ ძმაო, ვაფშე თბელესელი ხარ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველა ლიდერი სახელგატეხილია და სწორედ ულიდერო სტიქიურობაა საშიში

 

გეთანხმები ლიდერების სახელგატეხილობაში და ყველაზე ცუდი კი მართლაც ესეთი გაურკვეველი

სიტუაციია , რაზეც ბინძურ პოლიტიკოსებს შეუძლიათ ხელი მოითბინ..

 

 

რა უბნელი ხარ ძმაო?

:givi: :givi:

 

მაგაზე მემგონი ცოტახანში ჯარიმას დააწესებს ერის იმედი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ხო და თუ ნებისმიერ გზით, მაშინ ადექი, ჩამოდი და შენი ჯამრთელობის, სიცოცხლის ფასად აწარმოე ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ და თუ ამას არ აპირებ, მაშინ არ მივიღებ შენს გამოძახილებს..

 

 

არ ვარ ძმაო მზად და არც ვაპირებ, ჩემი ჯამრთელობის და სიცოცხლის ფასად, მიშა შევცვალო რომელიმე არსებულ პოლიტიკურ ძალათი, ხო და ვინც აპირებს იმან შეცვალოს..

 

 

მე მზად ვარ, გამოვიდე აქციებზე მაშინ როცა დავინახავ, რომ საზოგადოება როგორც ეგვიპტეში ემზადება გადამწყვეტ ბრძოლისთვის და ან საბოლოოდ დაგვერხევა ან რეჟიმს შევცვლით..

 

 

არ მიყვარს მოწოდებები, რომლებიც ავალდებულებს სხვებს, ის გააკეთონ რომლისთვისაც არც მზად არიან და არც სურვილი გააჩნიათ..

 

არ მინდა ძმაო მე ნებისმეირ ფასად რეჟიმის შეცვლა, მე მინდა გარკვეულ ფასად რეჟიმის შეცვლა, მაგრამ თუ ეს ფასი უფრო ძვირი აღმოჩნდა მე არ წავალ ამაზე..

იცი რა არის უცნაური ნუკრიკო, არ ვიცი რატომ ხდება ასე, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, რომ ადამიანები ჩემ ტექსტებს ვერ კითხულობენ ან ისე ვერ კითხულობენ, რომ ის და ისე გაიგონ, როგორც მე ვწერ და ვამბობ ამას.

 

ზედა პოსტში, რომელმაც შენი აღშფოთება გამოიწვია ის დავწერე, რომ კრიმინალურ რეჟიმთან ნებისმიერი გზითა და ნებისმიერ ფასად დაპირისპირება აქტუალური თემა ხდება, აქტუალური, რაც სიმართლეა. უბრალოდ სიმართლე და ამაში ნაცნობებთან საუბრისას შეგიძლია დარწმუნდე. საზოგადების რადიკალიზების ნიშნები ცალსახად სახეზეა და ამის უარყოფას რა აზრი აქვს?

 

ანუ არავის არ მოუწოდებ ნებისმიერ ფასად რეჟიმთან ბრძოლისკენ, ფაქტის კონსტატაციას ვახდენ მხოლოდ.

 

რაც შეეხება საქართველოში ჩამოსვლას და საკუთარი სიცოცხლისა და ჯამრთელობის საფრთხეში ჩაგდებას, რავიცი აბა, ათასგზის მაქვს ნათქვამი და როგორც ჩანს ისევ არ ან ვერ იგებთ ჩემ სიტყვას, თორემ ჯერ ერთი საქართველოში როცა ვიყავი მაშინაც საკუთარ სიცოცხლესა და ჯამრთელობას ვაყენებდი რისკის ქვეშ პირველ რიგში და ეხლაც იგივეს ვაკეთებ, თან აქედანაც კი ვახერხებ და უფრო მეტად ვრისკავ ვიდრე თქვენ ყველა ერთად აღებული : )) და მეორეც, პერსონა ნონ გრატად ვარ სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის მიერ გამოცხადებული, ანუ სტატუსი მაქვს პერსონა ნონ გრატა და საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის უფლებას საქართველოს მესაზღვრეები არ მომცემენ. ამიტომ არ მომცეს საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი დროებითი მოწმობა საქართველოს საელჩოში (რუსეთში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს სექციას რომ ეძახიან დროებით). რატომ არის ეს თემა ასეთი რთული გასაგები არ მესმის..

Edited by asds
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

საზოგადოებაში ფასეულობათა სისტემის არ არსებობა გაწუხებს შენ, არადა უმრავლესობას ძაან მაგრად კიდია და მის გარეშეც მშვენივრად ცხოვრობს.

ჩემს თაობასაც მაგრად ეკიდა ფასეულობები, უბრალოდ თამაშობდა, ქურდობანას ან კომკავშირელობანას ან ეროვნულობანას, რაც მისი ტიპაჟისთვის უფრო მისადაგები იყო, ან კონკრეტულ გარემოებაში მისთვის მომგებიანი,

დღეს დღEობით ახალგაზრდებს არავინ აიძულებს იყოს შავი ან წითელი, ამ მხრივ თქვენ თავისუფლები ხართ, სამაგიეროდ ჩვენგან გადმოგყვათ ერთგვარი პოFიგიზმი, რომ ფასეულობა თავისთავად არაფერს ნიშნვას ისაა სათამაშო, მეორეხარისხოვანი, რომლითაც უნდა მოახდინო მანიპულირება,

ამიტომაც როდესაც ერთი შეხედვით ახალგაზრდობის გარკვეულმა ნაწილმა უარი თქვა რეტროგრადიულ ფსევდო ფასეულობებზე, მან ვერ შეითვისა და არც უცდია შეეთვისა ახალი ფასეულობები,

 

რეალურად დღევანდელი ქართველობა არის საკმაოდ უნიჭო, არაინდივიდუალური მაგრამ ამასთან ერთად ეგოისტური და ამბიციური, დაბნეული მასა,

 

რომელიც მძიმე სოციალური პრობლემებს განიცდის,

რაც თავისთავად ბადებს საერთო ინტერესებს

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

დავიჯერო შენი შინაგანი მოთხოვნა მიშას რეჟიმის შეცვლაა?

 

არ მჯერა, ამიტომ თუ შეგიძლია რომ შენი შედარებით არაინტიმური შინაგანი მოთხოვნები გაგვ(მ)აცნო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

კარგად რომ იყოს ეკონომიკურ-სოციალური სისტემა, მაშინ ჩვენ ვიკამათებდით: სეკულარიზმზე, ადამიანის თავისუფლებაზე, ტრადიცებზე, მოდერნიზაციებზე და ა.შ მაგრამ ეხლა ამ ყველაფერს აზრი ეკარგება..

 

Jonathan livingston

დავიჯერო შენი შინაგანი მოთხოვნა მიშას რეჟიმის შეცვლაა?

კი ჩემი შინაგანი მოთხოვნაა ამ რეჟიმის დამხობა

 

არ მჯერა, ამიტომ თუ შეგიძლია რომ შენი შედარებით არაინტიმური შინაგანი მოთხოვნები გაგვ(მ)აცნო

ჩემი შინაგანი მოთხოვნაა ანარქია :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...