lasha_alo Posted February 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 “ალტერნატივა საქართველოს განვითარებისთვის” 1. მთავარი, რაც ახასიათებს მიმდინარე მომენტს საქართველოში: საქართველოში ჩამოყალიბდა კონსოლიდირებული რეჟიმი, რომლის შეცვლა აქამდე აპრობირებული მეთოდებით შეუძლებელია. იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს ახალი სტრატეგია ცვლილებებისთვის, აუცილებელია მკაფიოდ გაცნობიერება დღევანდელი ვითარებისა და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივისა. საჭიროა დელეგიტიმაცია მითისა, რომ არსებულ მდგომარეობასა და განვითარების დასახულ გზას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენი სურვილისდამიუხედავად მას უნდა შევეგუოთ. 2. სოციალური სტრუქტურა. ჩამოყალიბდა საზოგადოების სოციალური სტრუქტურა: ერთი მხრივ გაბატონებული კლასი _ გაბატონებული ოლიგარქიული ჯგუფი, მასთან კლიენტელისტური წესით დაკავშირებულ საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად (მაღალი ბიუროკრატია, პრაქტიკულად, მასთან სრულად შეზრდილი მსხვილი ბიზნესი). ეს კლასი არ შეადგენს საქართველოს მოსახლეობის 10%- აც კი. დღეს ქონებისა და შემოსავლების უდიდესი და სულ უფრო მზარდი წილი ოლიგარქებისაა. მეორე მხრივ – დაქვემდებარებული კლასი, დანარჩენი მოსახლეობა, რომლის უდიდესი უმრავლესობა პრაქტიკულად მოკლებულია განვითარებისა და თვით რეალიზაციის შესაძლებლობას. 3. გაბატონებული კლასი. გაბატონებული კლასი ყველა საშუალებით იცავს არსებულ მდგომარეობას. ის სულ უფრო და უფრო აძლიერებს და გააძლიერებს ინსტიტუტებს, რომელნიც უზრუნველყოფენ ამ მდგომარეობის შენარჩუნებას. შედეგად მივიღეთ: - საკუთრებისა და კაპიტალის კიდევ უფრო მეტი კონცენტრაცია ოლიგარქიული ჯგუფის შიგნით - საზოგადოებრივ და კოლექტიური საკუთრების, კაპიტალისა და საზოგადოებრივი სიკეთეების განუხრელი შემცირება, და ზოგადად, საკუთრების პრივატიზება ვიწრო ჯგუფების მიერ (ბუნება, წყალი, ისტორიული მემკვიდრეობა, განათლება, ჯანდაცვა…) - მმართველობის კიდევ უფრო მეტი ცენტრალიზება და კონცენტრირება - საზოგადოებაზე კონტროლის მექანიზმების განმტკიცება: სასამართლო, ძალოვანები, მაკონტროლებლები, მედია. 4. მარგინალიზაციის პერსპექტივა. პერსპექტივაში ამგვარი პოლიტიკა კიდევ უფრო გაუსაძლის მდგომარეობას შეუქმნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, აქცევს მათ მარგინალებად, მოუსპობს შესაძლებლობას იცხოვრონ სრულფასოვანი მოდერნული ცხოვრებით. ფიზიკური არსებობის პირობების პრობლემის გადაწყვეტის შემთხვევაშიც კი (რაც ბევრისთვის დღესაც მძიმე პრობლემაა, საქართველოს მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა აღმოჩნდება უუნარო მონაწილეობა მიიღოს თანამედროვე, ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოებისა და ეკონომიკის განვითარებაში. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს ქვეყნის განვითარების მთავარი ძალის, მთავარი რესურსის (ხალხის პოტენციალის) შესუსტებას, ან სრულ განადგურებას. სხვა სიტყვებით _ ქვეყნის განვითარების პერსპექტივის მოსპობას. 5. ბრძოლა გაბატონებულ კლასთან. გაბატონებული კლასი არ და ვერ დათმობს ბატონობას და ძალაუფლებას. დისკუსიას ამ თემაზე აზრი არა აქვს. საჭიროა მისთვის ამ ძალაუფლების წართმევა და მთელი საზოგადოებისთვის _ ხალხისთვის გადაცემა. ჩვენ წინ გვიდგას სისტემური ცვლილებების ამოცანა. საჭიროა არა ერთი სისტემის შიგნით მმართველობის შეცვლა (ახალი გაბატონებული უმცირესობის შექმნა), არა პერსონალური, არამედ სისტემური ცვლილება _ ძალაუფლება უნდა ჩამოერთვას გაბატონებულ ჯგუფს და სამუდამოდ გადაეცეს ერთადერთ სუვერენს, რომელიც აღარასდროს დაკარგავს ძალაუფლებას- ეს სუვერენია ხალხი! 6. ახალი გზების ძიება. გაბატონებული კლასისთვის ხალხის მიერ ძალაუფლების წართმევა არსებულ ვითარებაში და სისტემაში შეუძლებელია როგორც არჩევნების, ასევე რევოლუციის მეშვეობით. დღეს ამგვარი გზების პროპაგანდა არის შედეგი შეუგნებელი შეცდომის ან შეგნებული სიცრუისა, რაც სინამდვილეში ხელს შეუწყობს (და უწყობს კიდეც) სისტემისა და გაბატონებული კლასის წინააღმდეგ ბრძოლის შესუსტებას და საბოლოო ჯამში არსებული რეჟიმის კიდევ უფრო განმტკიცებას. 7. ძალა ხალხშია. გაბატონებული კლასის ძალაუფლება, არსებული რეჟიმი დამარცხდება და სისტემა შეიცვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხალხის უმრავლესობა სრული ძალითა და ენერგით იბრძოლებს ამ ცვლილებისთვის. ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ადამიანებს, ერთი მხრივ, ესმით არსებული მდგომარეობის სრული უპერსპექტივობა და დამღუპველობა, ხოლო მეორე მხრივ აქვთ იმედი, რომ მათი ბრძოლა შედეგს გამოიღებს. პირველ ყოვლისა ადამიანებმა უნდა გაიგონ, რომ ალტერნატივა არსებობს და ამ ალტერნატივის დამკვიდრება მათი საქმეა და არა ვინმე სხვისი. დაქვემდებარებულმა კლასმა უნდა დაიწყოს პოლიტიკური ბრძოლა, პოლიტიკური მოქმედება! 8. უარვყოთ დამკვიდრებული წესრიგი. ჩვენ, როგორც უარვყავით 20 წლის წინ საბჭოთა ტოტალიტარული სისტემა, ნომენკლატურული კლასის ბატონობა, ასევე უნდა უარვყოთ დღეს დამკვიდრებული ნეოლიბერალურ წესრიგად წოდებული სისტემა და გაბატონებული ოლიგარქიული ჯგუფის ძალაუფლება. ამ ბრძოლაში ჩვენი იარაღია ნამდვილი დემოკრატია, რომელშიც რეალურად გადაწყვეტილებებს იღებენ თავისუფალი და თანასწორი ადამიანები, თვითმართვას ახორციელებს ხალხი საკუთარი პასუხისმგებლობითა და მუდმივი კონტროლით მიღებულ გადაწყვეტილებებზე. 9. კარგი საზოგადოება. თუ ჩვენ უარვყოფთ როგორც საბჭოთა, ისე დღევანდელ სისტემას, მაშ, როგორი საზოგადოება და სისტემა მიგვაჩნია “კარგად”? რომელია “კარგი საზოგადოება” რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფვით? არსებობს თუ არა შესაბამისი მოდელი და ნიმუში? მომავალი თავისთავად არ არსებობს. მომავალს ქმნიან თავად ადამიანები. არ არსებობს არც მოდელები საზოგადოებრივი წესრიგისა, რომელთა კოპირებაც შესაძლებელია, მაგრამ თუ მაინც, მინიშნება გვსურს, ეს არის ევროპული სოციალური და დემოკრატიული სისტემა, განსაკუთრებით ის ფორმები, რომლებიც დამკვიდრებულია ჩრდილოეთ ევროპაშ _ ფინეთში, შვეციაში, დანიაში, ნორვეგიაში.… `კარგი საზოგადოება~ _ ეს არის საზოგადოება თანასწორი და თავისუფალი ადამიანებისა, სადაც შემოსავლები და სიმდიდრე მნიშვნელოვნად თანასწორად არის გადანაწილებული, სოლიდარობა და კოლექტიური პასუხისმგებლობა ინდივიდუალურთან თანაარსებობს და სახელმწიფო ყველა მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით ახდენს საბაზრო ეკონომიკის რეგულირებას. განსხვავებები არ უნდა ემუქრებოდეს საზოგადოების ერთიანობასა და ეფექტიან განვითარებას. 10. დავამარცხოთ უმუშევრობა, უსაქმურობა, უვიცობა, სიღატაკე, ავადმყოფობა. მთავარი ორიენტირი ეკონომიკური პოლიტიკისა უნდა გახდეს: ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ყველასათვის. მხოლოდ ეს ნიშნავს რეალურ განვითარებას და არა არითმეტიკული, მარტივი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი ამოცანაა საფუძვლების მომზადება მოდერნული განვითარებისთვის. ამისთვის ჩვენ უნდა დავამარცხოთ უმუშევრობა, უსაქმურობა, უვიცობა, სიღატაკე, ავადმყოფობა. 11. სახალხო თანამშრომლობის ჯგუფები. იმისთვის, რომ დაიწყოს პოლიტიკური ბრძოლა რადიკალური ცვლილებებისთვის პირველ რიგში საჭიროა ხალხის, და უპირველეს ყოვლისა, დაქვემდებარებულთა კლასის შესაბამისი თვითცნობიერების ჩამოყალიბება. ეს უნდა განხორციელდეს არა ვინმეს მიერ ხალხის განათლების, სწავლების გზით, არამედ თავად ხალხში, ყველგან და ყველას მონაწილეობით ცხოვრების საჭირბოროტო საკითხებზე დიალოგსა და დისკუსიებში. აზრების ურთიერთგაზიარება, თანამშრომლობა საკითხების გარკვევასა და, სადაც შესაძლებელია, გადაწყვეტაში _ აი, ალტერნატივა მანიპულაციური პროპაგანდისა. ამ საქმეში ჩვენ ვერ გამოვიყენებთ მასმედიას, რომელსაც თითქმის სრულად აკონტროლებს გაბატონებული კლასი. მთავარი საყრდენი ჩვენი მოძრაობისა უნდა იყოს ნებაყოფლობითი სახალხო თანამშრომლობის ჯგუფები. ჩვენ უნდა შევქმნათ `სახალხო თანამშრომლობის ჯგუფები~, რომლებიც აიღებენ ინიციატივას, ხელს შეუწყობენ აზრთა გაზიარებას დიალოგური ფორმის მეშვეობით და თანამშრომლობის დაწყებას ადგილებზე ტერიტორიული, პროფესიული, მეგობრული, სამეზობლო, სათემო თუ სხვა პრინციპებით. ამ საქმიანობის ძირითადი მეთოდები უნდა იყოს: - უშუალო საუბარი და თანამშრომლობა, დიალოგი ადამიანებს შორის - ინტერნეტი, სოციალური ქსელები - საცნობარო ფურცლები და დოკუმენტები 12. ვინ არის მამოძრავებელი ძალა ცვლილებისა? ტრადიციულ ინდუსტრიულ საზოგადოებაში XIX და XX სს-ში სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო მუშათა კლასი. მას ხშირად მხარს უმაგრებდა გლეხობა, წვრილი ბურჟუაზია, ინტელექტუალური შრომით დაკავებული ჯგუფები. დღევანდელ ვითარებაში, კერძოდ საქართველოში, მთავარი მამოძრავებელი ძალაა სტუდენტობა, ახალგაზრდობა, ეს არიან ახალგაზრდები, რომლებიც მზად არიან თავად შექმნან მომავალი, იბრძოლონ და იმოქმედონ იმგვარი საზოგადოებისთვის, სადაც იქნება სამუშაო, თანასწორობა, პერსპექტივა საკუთარი თავისა და ქვეყნის განვითარებისა. ამ მოძრაობაში აქტიურად უნდა ჩაერთოს გლეხობა, რეალური და პოტენციური საშუალო კლასი, დღეს თითქმის დეგრადირებული, ფუნქციადაკარგული და უფლებააყრილი ინტელიგენცია, აგრეთვე წვრილი და საშუალო ბიზნესი _ ნაციონალური ბურჟუაზია. 13. სოლიდარობა ჩვენი ერთობისა და პატრიოტიზმის საფუძველი უნდა გახდეს. პატრიოტიზმი ვერ დაეფუძნება მხოლოდ ლინგვისტურ და ეთნიკურ ერთგვაროვან იდენტობას, ან აბსტრაქტულ სამშობლოს ცნებას. სამშობლო ეს არის ერთობა ადამიანებისა, რომლებსაც აერთიანებთ საერთო ბედი. ე.ი. ამ ერთობის წევრთა ბედი ერთმანეთთან დაკავშირებულია. სამშობლო _ ეს უპირველესად არიან ადამიანები, რომლებიც სოლიდარულად არიან ერთმანეთთან დაკავშირებულები. 14. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. საგარეო პოლიტიკაში და კონფლიქტებთან მიმართებაში უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. მეტიც, ვიდრე სისტემის რადიკალური ცვლილება არ განხორციელდება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი რეალურ საფუძველს მოკლებულია და უნდა მოიხსნას პოლიტიკის დღის წესრიგიდან. დღეს იგი გამოიყენება მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისთვის. ინტეგრაცია, შემდგომში, ჩვენ თანამოძმე აფხაზებთან და ოსებთან უნდა განხორციელდეს მხოლოდ მშვიდობიანად და სოლიდარულად. 15. ჩვენ ვცხოვრობთ ერთ პლანეტაზე დედამიწაზე. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ იზოლაციონიზმი დღეს შეუძლებელია. ომი ხალხებს შორის არის შედეგი გაბატონებული ჯგუფების გავლენებისთვის ბრძოლისა. ომი უნდა იქცეს ისტორიად! ჩვენ სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ ომის წინააღმდეგ მებრძოლ ყველა ძალას და აქტიურად ვიბრძოლოთ ომის გამჩაღებელი ჯგუფების წინააღმდეგ. ჩვენ უნდა დავიწყოთ ინტენსიური თანამშრომლობა ყველა იმ ძალებთან უცხოეთში და საერთაშორისო მასშტაბით, ვინც იბრძვის თანასწორობისა და ჰუმანიზმის პრინციპების დამკვიდრებისთვის მთელ მსოფლიოში. 16. შეცვლა შეგუების ნაცვლად განვლილი 2 ათწლეულის განმავლობაში ჩვენი პოლიტიკა იყო არსებულ ვითარებასთან, სისტემასთან შეგუება. თუ ნამდვილად გვინდა განვკარგოთ ჩვენი ბედი და მომავალი უნდა გადავწყვიტოთ მისი- სისტემის, (ვითარების) შეცვლა! განზრახვა ამბიციურია, მაგრამ ღირსი განხორციელებისა. სწორედ ძნელი საქმეა ის საქმე, რომლის გასაკეთებლადაც ღირს რომ იღვაწო, დახარჯო ენერგია და ძალა, გაიღო ყველაფერი! შეიძლება ბევრმა გვითხრას, რომ ეს გრძელი გზაა. მაგრამ ეს გზა არც გრძელია და არც მოკლე _ ეს ერთადერთი გზაა! თუ ჩვენ ამ გზას დავადგებით მხოლოდ მაშინ მივალთ მიზანთან! მოძრაობისას გზა დამოკლდება და მიზანი ბევრად უფრო მალე იქნება მიღწეული, ვიდრე დღეს წარმოგვიდგენია! ჩვენ უნდა ვირწმუნოთ, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია და ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ! ესაა ქართველი სოცდეკების თეზისები . მაინტერესებს რა განწყობილებაა ამ ფორუმში . http://www.facebook.com/event.php?eid=197638453596142 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
triumpi Posted February 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 სოლიდარობის პრინციპები სავსებით მართებულია.კანონიერი მფლობელობის გარანტიების მკაფიო განსაზღვრა ბევრ წინააღმდეგობას მოხსნის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted February 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 ურთიერთგამომრიცხავი თეზისების რახარუხი და არაფრით გამყარებულ იმედებზე და ვარაუდებზე აგებული ტექსტი.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted February 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 ესაა ქართველი სოცდეკების თეზისები . მაინტერესებს რა განწყობილებაა ამ ფორუმში . მაგხელა პროსტინის დაწერას, დაეწერათ: რას გვიშვრება ეს მთავრობა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted February 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 ლენინის თეზისები ჯობდა! :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted February 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 ეეეე...ჯერ ადრე ამ ქვეყანაში კონკრეტული იდეოლოგიების ჩამოყალიბბაააა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted February 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 asdsშენ რომ სხვის აზრებზე იტყვი რახარუხიო... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted February 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 (edited) ეეეე...ჯერ ადრე ამ ქვეყანაში კონკრეტული იდეოლოგიების ჩამოყალიბბააააიდეოლიგები ვინ არიან და რამდენად ესმით საგანი, ან რამდენად ეფექტური სამოქმედო გეგმა და პოლიტიკური პლატფორმა აქვთ ეგ თქვი თორე იდეა "ვირუსია", "ვირუსი" რომლისთვისაც არასდროს არის ადრე ან გვიანი. პირველი პოსტი კარგად გააზრებული და სერიოზული დაწერილი არ არის და ამდენად "ვირუსის" იმიტირებასაც ვერ შეძლებს.. Edited February 13, 2011 by asds Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted February 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2011 საზოგადოებრივ და კოლექტიური საკუთრების, კაპიტალისა და საზოგადოებრივი სიკეთეების განუხრელი შემცირება, და ზოგადად, საკუთრების პრივატიზება ვიწრო ჯგუფების მიერ (ბუნება, წყალი, ისტორიული მემკვიდრეობა, განათლება, ჯანდაცვა…იქნებ პირდაპირ კავშირში არაა თემასთან,მაგრამ ძალიან საყურადღებო ფაქტია Эксперт: Грузия может превратиться в пустыню Февраль 14, 2011 | 20:59 Проблемы Грузии в области охраны окружающей среды очень серьезны. И этим проблемам в Грузии уделяется очень мало внимания, и это тогда, когда весь мир стоит перед угрозой природной катастрофы. Как сообщила грузинскому информагентству «journalism» экс-министр охраны окружающей среды, эксперт Нино Чхобадзе, вследствие уничтожения лесов Грузия встала перед серьезными проблемами. «Вырубка лесов, изменив природный баланс, приведет Грузию к катастрофичным ситуациям. Грузия превратится в пустыню, нарушится водный режим, что создаст хаотическое состояние для всего населения, короче говоря, Грузия превратится в пустыню»,- отметила эксперт. Отметим, что в Грузии вновь началась продажа лесов. В течение последних лет лесные массивы Грузии сократились на 25%. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2011 ეეეე...ჯერ ადრე ამ ქვეყანაში კონკრეტული იდეოლოგიების ჩამოყალიბბაააავაიმეეე, შენ უკვე მზად ხარ და რამე??? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.