Jump to content
Planeta.Ge

ეკონომიკას დედა აღარ ეყოლება სულ მალე


Recommended Posts

  • Replies 215
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

როულსელი

სერიოზულად თუ მივუდგებით ამ საკითხს, ასეთი სურათია. ევროპის ყველაზე ძვირ (და ამავე დროს ყველაზე მაღალშემოსავლიან) ქალაქებში დიზელის ფასი არის დაახლოებით 1.7 დოლარი. ლარებში თუ გადავიყვანთ ამ თანხას, დ

babuagiorgi

პ.ს. ისე კი სიმართლე რომ ვსთქვათ ადამიანს ალბათ უფრო უსაფრთხოება და სოციალურად დაცვა სჭირდება. +- მაღალ ხელფას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.   დღეს რომ მქონდეს იმის იმედი, რომ ამ ფიდარასტებიდან არავინ არ

Achiko1972

გემო შეიძლება კი კარგი აქვს და ლამაზი და მიმზიდველიცაა, მაგრამ მანდ ერთი პატარა დეტალია!!!     ის ჭია შტერი და სულელი კი არაა, სათოფეზე რომ არ ეკარება ახლოს მაგ ვაშლებს?! რომელიმე შეგხვედრია ეგეთი ჭი

Цена фьючерсов на нефть в Лондоне упала на $5

 

Стоимость апрельских фьючерсов на североморскую нефтяную смесь на лондонской бирже IСE по итогам торгов упала на $5.

 

http://gazeta.ru/news/business/2011/03/16/n_1748169.shtml

 

არადა, ჩვენთან კიდე გაიზარდა დიზელზე ფასი :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...

ხელისუფლება კვლავ აგრძელებს უპასუხისმგებლო ეკონომიკურ და საბიუჯეტო პოლიტიკას ჩვენი მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

 

ხვალ საქართველოს პარლამენტი აპირებს დაამტკიცოს მთავრობის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების თაობაზე. წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულია საგადასახადო შემოსავლების გაზრდა 350 მილიონი ლარით.

 

სინამდვილეში ეს არის არა ეკონომიკის წინსვლით გამოწვეული მატება, არამედ ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციის შედეგი, რაც გამოიხატება როგორც ადგილობრივ, ისე იმპორტულ საქონელზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდის გამო მიღებულ დამატებით შემოსავლებში.

 

ინფლაციური გადასახადის ხარჯზე დამატებითი ღირებულების გადასახადიდან შემოსავლები მატულობს 201 მლნ ლარით და მოგების გადასახადიდან 98 მლნ ლარით.

 

ხელისუფლების არაერთი განცხადების მიუხედავად, მთავრობამ არ შეიმუშავა და მოსახლეობას ვერ წარუდგინა ინფლაციასთან ბრძოლის კონკრეტული გეგმა. პირიქით, მას ურჩევნია კიდეც, რომ მაღალი ინფლაციის პირობებში, საკუთარი მოსახლეობის კიდევ უფრო გაღატაკების ხარჯზე, მიიღოს დამატებითი საგადასახადო შემოსავლები.

 

მთავრობა აპირებს, რომ შემოსავლების მატების ნაწილი მიმართოს პენსიებისა და სოციალური პროგრამების გაზრდაზე. სინამდვილეში, ამგვარი მატება მოსახლეობის ვერც კეთილდღეობის ამაღლებას უზრუნველყოფს და ვერც ინფლაციის შედეგად მიყენებულ ნეგატიური შედეგების დაფარავს.

 

მაგალითად, სექტემბრისთვის დაპირებული 100 ლარიანი პენსიით პენსიონერს შეეძლება იყიდოს ბევრად ნაკლები პური, შაქარი, ხორცი თუ სხვა ნებისმიერ სასურსათო პროდუქტი, ვიდრე ის შეიძენდა 70 ლარიანი პენსიით.

 

ასევე სერიოზული კრიტიკას იმსახურებს დამატებით 100 მლნ ლარის სახაზინო ვალდებულებების გამოშვება, მაშინ, როდესაც გათვალისწინებულია ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდა და მით უფრო, რომ კანონპროექტის მიხედვით, ბიუჯეტის მატების მნიშვნელოვანი ნაწილის აკუმულირება უნდა მოხდეს სახელმწიფო ხაზინის დეპოზიტებზე.

 

დაპირების მიუხედავად, სოფლის მეურნეობის დაფინანსება კვლავ ვერ იქცა მთავრობის პრიორიტეტად. სოფლის მეურნეობის ბიუჯეტი პრეზიდენტის მიერ გაპიარებული 150 მლნ–იანი მატების ნაცვლად, მხოლოდ 9 მლნ ლარით იზრდება, რომლის ხარჯვის მიმართულებები წარმოდგენილი არ არის.

 

მიგვაჩნია, რომ საბიუჯეტო ცვლილებების შესახებ წარმოდგენილი კანონპროექტი არ შეესაბამება ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებს, რადგანაც ვერ ხერხდება არსებული მწვავე სოციალური პრობლემების თუნდაც ელემენტარულ დონეზე გადაჭრა და ინფლაციით გამოწვეული უარყოფითი შედეგების დაძლევა.

 

 

 

7 აპრილი, 2011 წელი – დავით ონოფრიშვილი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

მთავრობა აპირებს, რომ შემოსავლების მატების ნაწილი მიმართოს პენსიებისა და სოციალური პროგრამების გაზრდაზე. სინამდვილეში, ამგვარი მატება მოსახლეობის ვერც კეთილდღეობის ამაღლებას უზრუნველყოფს და ვერც ინფლაციის შედეგად მიყენებულ ნეგატიური შედეგების დაფარავს.

 

მაგალითად, სექტემბრისთვის დაპირებული 100 ლარიანი პენსიით პენსიონერს შეეძლება იყიდოს ბევრად ნაკლები პური, შაქარი, ხორცი თუ სხვა ნებისმიერ სასურსათო პროდუქტი, ვიდრე ის შეიძენდა 70 ლარიანი პენსიით.

და რა ქნან მერე? "70 ლარით ადრე მეტს იყიდიდაო" თქვან და აღარ გაუზარდონ 100 ლარამდე?

რა უნდა ამ ხალხს თვითონ იციან?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სოფლის მეურნეობის ბიუჯეტი პრეზიდენტის მიერ გაპიარებული 150 მლნ–იანი მატების ნაცვლად,

 

ეგ თანხაც ჰიბრიდული სიმინდის შემოტანაზეა დახარჯული, რომელსაც საბიუჯეტო ორგანიზაციებში ძალით ასაღებენ. არავინ აპირებს მაგ სიმინდის დათესვას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

და რა ქნან მერე? "70 ლარით ადრე მეტს იყიდიდაო" თქვან და აღარ გაუზარდონ 100 ლარამდე?

რა უნდა ამ ხალხს თვითონ იციან?

 

აქ საქმე იმაშია, რომ გაძვირებაში ძალიან დიდი წილი მონოპოლიურ გარემოზე მოდის. კი ბატონო, გლობალურად გაძვირდა, ვთქვათ, ხორცი 25 ცენტით, მაგრამ საქართველოში ეს საქონლის ხორცს თითქმის 50%-ით ვერ გააძვირებდა (8 ლარიდან 12 ლარამდე), ნაციონალ მაჟორიტარ ცეზარ ჩოჩელს ბოინი რომ არ გაეხსნა და რაღაც საკანონმდებლო ნორმების ლობირება არ მოეხდინა, რაც გლეხებს დაკლული საქონლის მაინცდამაინც ამ ბოინიში შემოწმებას ავალდებულებს.

 

იგივე შეიძლება ითქვას ბევრ სხვა სფეროზეც. თუმცა ყველაზე - არა (ჯერჯერობით).

 

ანუ, რა გამოდის - მთავრობა ერთი ხელით გყვლეფს და მეორე ხელით ამ ნაყვლეფიდან რაღაც ნაწილს უკან გიბრუნებს, თან მადლობებს გახდევინებს. :vedreba:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

გლეხებს დაკლული საქონლის მაინცდამაინც ამ ბოინიში შემოწმებას ავალდებულებს

რომელი კანონით ან აქტით რეგულირდება ეგ? მაჩვენე სად წერია, რომ აუცილებლად მაგ ბოინში უნდა იყოს ხორცი შემოწმებული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

რომელი კანონით ან აქტით რეგულირდება ეგ? მაჩვენე სად წერია, რომ აუცილებლად მაგ ბოინში უნდა იყოს ხორცი შემოწმებული.

 

კანონი არ დამიწერია, საკანონმდებლო აქტი დავწერე, ნორმატიული აქტის ნაცვლად.

 

ამის შესახებ ასეთი აქტი გამოსცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტმა (თუ რაც ჰქვია). თუ უფრო დეტალურად გაინტერესებს, დაგიზუსტებ, ოღონდ მოგვიანებით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კანონი არ დამიწერია, საკანონმდებლო აქტი დავწერე, ნორმატიული აქტის ნაცვლად.

 

ამის შესახებ ასეთი აქტი გამოსცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტმა (თუ რაც ჰქვია). თუ უფრო დეტალურად გაინტერესებს, დაგიზუსტებ, ოღონდ მოგვიანებით.

კი, მაინტერესებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

ეს ყველაფერი რეგულირდება სოფლის მეურნეობის მინისტრის 2 ბრძანებით (#2-218 და #2-235).

 

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს ბრძანებები - ორივე - გამოცემულია 2005 წელს, მაგრამ ამოქმედდა მხოლოდ შარშან, მას შემდეგ, რაც ჩოჩელმა სადღაც ნატახტარში თუ მის სიახლოვეს გააკეთა ბიონი. (სხვა ბევრი ბოინი არსებობდა მანამდე და ახლაც).

 

არ ვიცი ეს როგორ ხდება (ამას ცალკე გამოძიება უნდა), მაგრამ ფაქტია, რომ თბილისი და მიმდებარე დას. პუნქტები მარტო ჩოჩელის ბოინით მარაგდება. ნუ, თუ არ გჯერავს, შეგიძლია თავად გადაამოწმო.

 

კიდევ ერთი ამბავი. სწორედ მას შემდეგ, რაც ჩოჩელმა თავის ბოინი გააკეთა, საქონლის ფასი უცბად ავარდა 12 ლარამდე. ახლა მას ხორცის თავის ქსელიც აქვს - "იბერიონი" თუ რაღაც ამდაგვარი ჰქვია.

 

ახლა უკვე გლეხს არა აქვს უფლება საქონელი დაკლას. უნდა ჩააბაროს ბოინის და იქ დაკლავენ. ღორებზე ეს ჯერ, როგორც ვიცი, არ ვრცელდება. სწორედ ამიტომ არის, რომ ღორის ხორცი ბოლო თვეებია საქონელზე რამენიმე (1-2-3) ლარით უფრო იაფი ღირს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

მაგრამ ამოქმედდა მხოლოდ შარშან, მას შემდეგ, რაც ჩოჩელმა სადღაც ნატახტარში თუ მის სიახლოვეს გააკეთა ბიონი. (სხვა ბევრი ბოინი არსებობდა მანამდე და ახლაც).

კარგი ბოინია, სუფთა, ძროხებს და ღორებს უთქვიათ მხოლოდ იქ ვიქნებით მზად რომ სიცოცხლეს გამოვემშვიდობოთო,

ცნობილია, თუკი საქონელს დაკვლის წინ კომფორტულ გარემოს შეუქმნი, მისი ხორცი გემრიელია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თითონ ჩოჩელი უნდა დაკლან მაგ ბოინში და იმ ძროხებს აყურებინონ როგორ ფართხალებს :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

რომელი კანონით ან აქტით რეგულირდება ეგ? მაჩვენე სად წერია, რომ აუცილებლად მაგ ბოინში უნდა იყოს ხორცი შემოწმებული.

არ ვიცისად წერია მაგრამ...

დედოფლისწყაროდან ბეზნიზინს ცასახმელად რომ არავის უშვებენ ჩვენები ეგ უკანონობაა!! თუმცა... სამარტალი არა ტოროლა ამ ქვეყანაში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თითონ ჩოჩელი უნდა დაკლან მაგ ბოინში და იმ ძროხებს აყურებინონ როგორ ფართხალებს :)

და სააკაშვილი გვერით დაუკიდონ? რომ არ მოწყინდეს)))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...