Jump to content
Planeta.Ge

არაბული რევოლუციური სიო ვაშინგტონიდან უბერავს


Recommended Posts

თქვენ გარემო და ნაცებს მაპი.. დაისვენებს საქართველო.. :givi: :givi:

მაპისაკენ სწრაფვა ესაა ის გზა რისკენაც მარადიულად უნდა ვესწრაფვოდეთ :vedreba:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 56
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

Helena222

ეს ის ამერიკის შეერთებული შტატები არაა წინათ რომ იყო" დემოკრატიის შუქურა". პრესის სრული თავისუფლება! პლანტაზე მცხოვრები თითოეული ადამიანის ოცნება "ოჰ! ამერიკა!"წავიდა ის დრო. ეხლა მტაცებელი ნადირებივი

Helena222

შეგიძლია დამისახელო ერთი სახელმწიფო მაინც, სადაც ამერიკა შევიდა "დემოკრატიის" სახელით იქ დემოკრატია დაამყარა? გადახედე საქართველოს რა გაუკეთეს, როგორ დაგლიჯეს და გაასხვისეს! არაფერს ვამბობ ავრანეთზე,

triumpi

ყველაზე დიდ შეცდომას აქ უშვებს ამერიკა. რატომ? ძლიერი და განვითარებული კავკასია გარშემო ყველაზე მოახდენს სასიკეთო ზეგავლენას. სწრაფი ''მარშალის'' გეგმის განხორციელება კავკასიაში ---ასე

თქვენ გარემო და ნაცებს მაპი.. დაისვენებს საქართველო.. :givi: :givi:

:givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეს ველოდები ჩემს ეგვიპტელ მეგობარს, საინტერესოა თვითონ ხალხი რას ფიქრობს..

 

სხვათაშორის ეს ჩემი მეგობარი სულ ამბობდა მუბარაქს ჩამოაგდებენო

და აუხდა კიდეც..

 

მე მეუბნება თქვენი პრეზიდენტი თუ არ ჩამოაგდეთ ცუდად გექნებათ საქმეო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

laci

მე მეუბნება თქვენი პრეზიდენტი თუ არ ჩამოაგდეთ ცუდად გექნებათ საქმეო.

 

მართალს გეუბნევა :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართალს გეუბნევა

რა პანიკაა?

 

:no:

 

თვითონვე ''იძირავენ'' ჯერ ''გემსა'' --- მაშველების ''გამოწერისათვის.....

 

მესიჯი კი ჯერ --- ''Game Over!'' -ია.

რეალური ავტორი?

 

:018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:no:

 

თვითონვე ''იძირავენ'' ჯერ ''გემსა'' --- მაშველების ''გამოწერისათვის.....

 

მესიჯი კი ჯერ --- ''Game Over!'' -ია.

რეალური ავტორი?

 

:018:

ჩემთვისაც კი მეტისმეტად ჩააყუჭუჭე პოსტი : ))

ვერაფერი გავიგე :user:

 

ეგვიპტელები იძირავენ თავს თუ მიშმადიდებლები?

და

ვისთვის მთავრდება თამაში და რის რეალური ავტორი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო ხო რა, ამერიკელები ოცნებობენ და ღამეები არ ძინავთ თურმე იმაზე ფიქრში თუ როგორ გადასცენ რუსებს და სომხებს ტრანსკავკასიური დერეფანი :018:

 

 

ამჯერად სიტყვიერი გაფრთხილება... თანაფორუმელის ლანძღვა დასჯადია, ვისაუბროთ კორექტულად!

 

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს პოსტი წავშალე, იმედია ზედა პოსტს და პოსტის ავტორს თქვენ მიხედავთ

Edited by asds
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემთვისაც კი მეტისმეტად ჩააყუჭუჭე პოსტი : ))

ვერაფერი გავიგე

 

ეგვიპტელები იძირავენ თავს თუ მიშმადიდებლები?

და

ვისთვის მთავრდება თამაში და რის რეალური ავტორი?

 

აჰა :read:

 

იყვნენ:

 

1. კომუნალურ-კომუნისტურ წყვილში.

2.იშვნენ მე-4 სამმართველოს მედიცინსივრცეში.

3.კომპარტიულ ბაგა-ბაღებიდან ოქტომბრელ-პიონერებამდე აღივსებოდნენ ფიზიკურ-ლექსადა.

4.ჟამსა ''კომსომოლსა'' უჯრედებიდან უმაღლესსა პარტწევრობამდის აღივსებოდნენ კარიერასა სულიერსა.

5.ჟამსა შლასა სსრკ-სა დანაწილდნენ ''პერესტროიკულად'' ყველგან.

6.კაპიტალიზმის სტარტსა შეესიენ პუტჩითა ''პრიხვატიზაციასა'' და ხოცეს-გააქციეს ''კონკურენტნი.''

დარჩენილნი კი დააბორკილეს კუჭზედა.

7.ოკუპანტებთან გარიგებების შემდგომ ''გამოქალაქევდნენ.''

8.მელის დაბერება-გაზარმაცების კვალობაზე გამონაციონალდნენ.

9.''შესარგებად'' გამოზამთრება და სხვებზე გადატენვა მოტვინეს.

10.ინკარნაციით უნდათ მემრე ''მოგველანდონ!''

11.დაარტყავენ ''11'' მეტრიანს?

 

 

ვახ! :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

ვინაიდან ეს ასეა, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე “რევოლუციურ” პროცესებს დავუბრუნდები და მოგახსენებთ, რომ ჩემი აზრით, ვაშინგტონი (ლენგლი) ისლამურ სამყაროში (ამ შემთხვევაში ახლო აღმოსავლეთი-ჩრდილოეთ აფრიკა) არსებულ “დაჭაობებულ-კორუმპირებულ-დასუსტებულ პროამერიკულ რეჟიმებს, ახალი ასევე პროამერიკული რეჟიმებით ცვლის.

ცვლის ზუსტად იმიტომ, რომ ირანზე თავდასხმის დროს ზურგიდან არ მიიღოს დარტყმა.

 

ანუ სააკაშვილის ნაირი რადიკალი პროამერიკელი უნდათ რომ მოიყვანონ ამ არაბული ქვეყნების სათავეში?

 

მაგრამ ეს ცოტა არ იყოს სუსტი მიზეზია ამხელა მაშტაბის რევოლუციების განსახორციელებლად... თუ მასეა მაშინ იგივე მიზეზით იგივე უნდა გაეკეთებინა ავღანათისა და ერაყის ომების დაწყების წინაც...

მარტო ირანი არ არის არაბული სამყაროს მომმარაგებელი!

 

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების პარალელურად პოზიციებს იმყარებენ ისლამისტური დაჯგუფებებიც, მაგრამ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ახალი პროამერიკული რეჟიმები, ახალი შემართებით შეავიწროვებენ მათ (ისლამისტურ ორგანიზაციებს) და ვაშინგტონის “ზურგიც” შეძლებისდაგვარად დაცული იქნება.

ან პირიქით... ჯერ ამ ისლამურ ძალებს მისცემენ გაძლიერების საშუალებას და მერე ამავე მიზეზით ანუ ისლამური რადიკალიზმის შეჩერებისა და ჩახშობის მიზნით დაიწყებენ ამერიკელები ომს...

 

 

Siknadmo

საჭმელი და სამსახური ჰქონდეს და თავზე არავინ აჯ.. სულ ესააა

და თუკი შტატები იქნება ამის გარანტი რატომაც არა?

არ იქნება ამერიკა ამის გარანტი და შენ ეს 2008 წლის აგვისტოს ომისა და სააკაშვილის 7 წლიანი მმართვეკობის შედეგების მიხედვით უნდა დაგენახა უკვე...

 

2003 წელს ხალხი სააკაშვილს არც ასფალტის უქონლობისა და არც შადრევნების უქონლობის გამო არ გაყოლია... ტოტალური უმუშევრობა და სოციალური უმწეობა რომ სუფევდა საქართველოში აი ამის შეცვლის იმედით გაყვა ხალხი მიშას... შეიცვალა რამე??? მხოლოდ ბუტაფორია და ფასადები შეიცვალა... ფერად-ფერადი ნათურებითა და ერთი ვედრა კრასკით დააბრმავეს მოსახლეობა.. თორემ შენი არჩევნების გაყალბება და დემოკრატია სულ სირზე ჰკიდია ხალხს... შემოსავალი არა აქვს ხალხს, შემოსავალი... თანაც ამ გაძვირებული ვითარების პირობებში... და სად არის ამ დროს ამერიკა??? რატომ დაგვასვა ამერიკამ მიშა თავზე რომლის მთავრობაც მილიონებს ჭამს??? სულ სირზე ვკიდივართ ამერიკას არა???

 

 

ღრმად ვარ დარწმუნებული, მიშას რომ სდომებოდა რაიმე კარგი გაეკეთიბინა საქ. მოსახლეობისთვის ამერიკელები ხელს არ შეუშლიდნენ,

ამერიკელები ეუბნებიან მიხოს რომ ბიზნესმენები ატეროროს, ან საქართველოს სოფლის მეურნეობას დედა უტიროს>

ამერიკელები ეუბნებიან მიშას რომ ოღონდ ჩვენი დაკვეთა შეასრულე პირწმინდათ და თუ გინდა სულ გაგიყვლეფია საქართველოვო... ეს მარტო საქართველოში არ ხდება ასე... მთელს მსოფლიოში ასეთი პოლიტიკა აქვთ ამერიკელებს...

მიშამაც იცის რომ დროებით არის ამერიკელების მიერ დასმული და მალე მაგასაც ჩაანაცვლებენ... ამიტომაც ამ ახალგაზრდა კაცმა უნდა მოასწროს ქონების მოხვეჭა რომ უდარდელად გაატაროს მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება... შევარდნაძეც ასე არ არის???

 

დიახაც აუცილებეი იყო საქართველოში დამყარებულიყო წესრიგი მე ამ წესრიგის მომხრე ვარ,

დიქტატურაც წესრიგია სხვათა შორის... და გიტლერსაც იდეალური წესრიგი ჰქონდა დამყარებული თავის დროზე... შენ მომხრე ხარ ასეთი წესრიგის???

 

მე პირადდ მომხმხრე ვარ მკაცრი წესრიგის ოღონდ + სამართლიანობაც აუცილებელია, რას ვუწუებნ ამ რეჟიმს

იმას რომ ხალხი არაა დასაქმებული, მოსახლეობ აგამათხოვრებულია, განათლებაში ფული არ იხარჯება,

ხელს არ უწყბოენ სოფლის მერუნეობას და ადგილობრივ წარმოებას,

 

არათუ არ უწყობენ არამედ უშლიან კიდეც დ ასწორად ესსაა ნაცმოს და არა მაერიკის ბრალი, მაგას ვამბობ მე,

და თუკი ნაცმოს ჩაანაცვლებენ ალასანიათი, ამ მიამრთულებით ბევრი რამ შეიცვლება

აჰა... ზნაჩეტ ამერიკა კარგია და მიშაა მხოლოდ ცუდი? ... და ამერიკა არ იყო საქართველოში რომ შემოდიოდა ადამიანის უფლებეის დაცვას და ეკონომიკურ აყვავებას რომ გვპირდებოდა???

 

გაიგეთ რა ხალხნო... არ ჭირდება ამერიკას ჩვენისთანა პატარა ქვეყნის აყვავება... ამერიკას მხოლოდ მატერიალურ-ეკონომიკური მხარე აინტერესებს მთელს მსოფლიოშიიიი... რა დემოკრატია, რის ადამიანის უფლებები...

 

 

asds

90% დარწმუნებული ვარ რომ 2013-2014 წლებში აშშ-ირაის ომი დაიწყება. ომი რომელიც ვაშინგტონის პრევენციული აქციების მიუხედავად დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაპირისპირებაში გადაიზრდება და საბოლოო ჯამში 2025-2035 წლებში ჩინეთთან შეიარაღებული კონფრიონტაციით დასრულდება.

ესე იგი მაინც გამოვა არა სიტუაცია ამერიკის კონტროლის ქვეშიდან??? გამოდის რომ ამერიკელებს მსოფლიო კონტროლის სადავეები გაექცევათ ხელიდან???

 

Helena222

 

შეგიძლია დამისახელო ერთი სახელმწიფო მაინც, სადაც ამერიკა შევიდა "დემოკრატიის" სახელით იქ დემოკრატია დაამყარა?

+10

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

ანუ სააკაშვილის ნაირი რადიკალი პროამერიკელი უნდათ რომ მოიყვანონ ამ არაბული ქვეყნების სათავეში?

 

მაგრამ ეს ცოტა არ იყოს სუსტი მიზეზია ამხელა მაშტაბის რევოლუციების განსახორციელებლად... თუ მასეა მაშინ იგივე მიზეზით იგივე უნდა გაეკეთებინა ავღანათისა და ერაყის ომების დაწყების წინაც...

მარტო ირანი არ არის არაბული სამყაროს მომმარაგებელი!

ირანი საერთოდ არ არის არაბული სამყაროს ნაწილი, მაგრამ, როგორც ავტორიტეტი უნიკალური შემთხვევაა ისლამურ სამყაროში. ამდენად ნამდვილად უღირს ვაშინგტონს ახლო აღმოსავეთის აფორიაქება, მით უმეტეს რომ საკითხი ებერგომატარებლებით მსოფიოს ერთ ერთ უმდიდრეს სახელმწიფოს ეხება, სახელმწიფოს რომელიც ფაქტი არ არის რომ გამოუვალი დგომარეობიდან გამომდინარე ხვალ ჩინეთის სატელიტი არ გახდება.

 

სააკაშვილი ვაშინგტონის შეცდომაა და დარწმუნებული ვარ აშშ-ში ეს კარგად გააცნობიერეს.

ტუნისსა და ეგვიპტეში (აშშ-ის ყველა სხვა კოლონიაში) ძალაუფლება არმიის ხელში დარჩება, ნომინალურად კი სუსტ პოლიტიკოსებს დასვავენ პრეზიდენტის პოსტზე და ამით დაასრულებენ თემას.

 

ან პირიქით... ჯერ ამ ისლამურ ძალებს მისცემენ გაძლიერების საშუალებას და მერე ამავე მიზეზით ანუ ისლამური რადიკალიზმის შეჩერებისა და ჩახშობის მიზნით დაიწყებენ ამერიკელები ომს...

ისლამისტების გაძლიერება ბუნებრივად ხდება ე.წ. რევოლუციების ფონზე, მაგრამ ეს გაძლიერება უფრო სიმბოლურია ვიდრე რეალური საფრთხის მატარებელი. ამდენად ახალი რეჟიმები ვფიქრობ ადვილად შეძლებენ სტატუს ქვოს აღდგენას.

 

ესე იგი მაინც გამოვა არა სიტუაცია ამერიკის კონტროლის ქვეშიდან??? გამოდის რომ ამერიკელებს მსოფლიო კონტროლის სადავეები გაექცევათ ხელიდან???

ირანზე აშშ-ის თავდასხმა რომ რეზონანს გამოიწვევს ისლამურ სამყაროში ამაზე ორი აზრი არ არის. ანუ საბოლოო ჯამში ჩემი აზრით ახლო აღმოსავლეთი აფეთქდება და ეს მიუხედვად იმ ცვლილებებისა რასაც თეთრი სახლი ამ დღეებში ახორციელებს რეგიონში.

 

ახლო აღმოსავლეთის აფეთქება თუნდაც იმიტომ მოხდება რომ მსოლფიოში მარტო ვაშინგტონი არ არის "იგროკი" და ხვალ იქნება თუ ზეგ პეკინსაც მოუწევს გეოპოლიტიკური "თამაშების" რადიკალური აქტივიზირება. შედეგად ჩინეთი (ჩემი ვარაუდით 2025-2035 წლებში) დასავლეთ აღმოსავლეთის დაპირისპირების აქტიური მონაწილე გახდება და განადგურდება.

 

ასე რომ საბოლოო ჯამში 2040 წლისთვის ვაშინგტონი კიდევ უფრო გაიმყარებს მსოფლიო კონტროლის სადავეებს, თუმცა იმ დროისთვის ქრისტიანული სამყარო ერთიან კულტურულ და პოლიტიკურ სივრცედ ჩამოყალიბდება ალბათ და ვაშინგტონი, მოსკოვი და გინდაც თბილისი ერთი იმპერიის ნაწილი იქნება..

 

დიდი ცვლილებები ელის მოკლედ სამყაროს.. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

triumpi

 

სამხრეთ კავკასიამ მათ შორის საქართველომ მშვიდობიანი განვითარების შანსი ისე გაუშვა ხელიდან რომ არც დაფიქრებულა.

 

დღეის მდგომარეობით კი ისე ვითარდება მოვლენები, რომ ჩემი ვარაუდით საქართველოს შემდგომი დეზინტეგრაცია, საქართველო-სომხეთსა და საქართველო-რუსეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტი, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებების განახლება და მთლიანად რეგინის პოლიტიკური რუქის შეცვლა პრქტიკულად გარდაუვალია..

 

2013-2014 წლამდე ვაშინგტონი და მოსკოვი სამხრეთ კავკასიაში ახალ რეალობას შექმნის და ღმერთმა იცის რამდენი ადამიანის სიცოცხლე და ჯამრთელობა შეეწირება ამ გეოპოლიტიკურ "თამაშსს"..

სწორედ გუშინ ევროპის პრესაში გამოჩნდა დასკვნები ექსპერტებისა, რომ შეიძლება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებები განახლდეს და აზერბაიჯანმა ბრძოლით დაიბრუნოს დაკარგული ყარაბახი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სწორედ გუშინ ევროპის პრესაში გამოჩნდა დასკვნები ექსპერტებისა, რომ შეიძლება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებები განახლდეს და აზერბაიჯანმა ბრძოლით დაიბრუნოს დაკარგული ყარაბახი.

რათ გინდა ევროპელი ექსპერტები კაცო, ჩემ ბლოგზე შედი და ისეთებს წაიკითხავ შემდეგი 25-35 წელი აღარაფერი გაგაკვირვებს, თან უფასოდ გაჭაღარავდები :)) :))

 

აზერბაიჯანი ან სრულად დაიბრუნებს ტერიტორიებს, ან ყარაბახის გარდა ოკუპირებულ 6 რაიონს მხოლოდ, მაგრამ ომი ნამდვილად იქნება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტუნისში და ევიპტეში განვითარებულ მოვლენებს მხოლოდ ე.წ. "პრისტავკით" ან ბრჭყალებში შეიძლება ეწოდოს რევოლუცია. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ასიათასობით, თუ არა მილიონობით, ადამიანი გამოვიდა ჯერ ტუნისის, შემდეგ კი ქაეროს, ალექსანდრიისა და ეგვიპტის სხვა ქალაქების ქუჩებში. თავისთავად არ შეიძლება ტუნისისა და ეგვიპტის მოვლენებს ეწოდოს ნაციონალისტური რევოლუცია, რადგან პროცესები იმართებოდა და იმართება ვაშინგტონიდან (თუ რატომ ეს პირველ პოსტში დავწერე) და შესაბამისად არც ისრაელთან გაუარესდება ეგვიპტის ურთიერთობები და ვერც ვაშინგტონის გავლენას დააღწევს თავს ქაერო.

უნდოდათ რომ უკვე მოქმედ პროცესში მიეღოთ მონაწილეობა, მაგრამ პირქით, მართალია რომ ცდილობენ ცხვირი ჩაყონ, მაგრამ მაინც პროცესები ისე ვითარდება, რომ გაუჭირდება აშშ-ის ისეთ გავლენაში ჰყავდეს ეგვიპტე, როგორც აქამდე ჰყავდა..

 

 

ეს არის ახალი, ნაციონალისტური რევოლუციები, რომლებიც ისრაელის და აშშ-ის პოლიტიკის წინააღმდეგ იქნება მიმართული..

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უნდოდათ რომ უკვე მოქმედ პროცესში მიეღოთ მონაწილეობა, მაგრამ პირქით, მართალია რომ ცდილობენ ცხვირი ჩაყონ, მაგრამ მაინც პროცესები ისე ვითარდება, რომ გაუჭირდება აშშ-ის ისეთ გავლენაში ჰყავდეს ეგვიპტე, როგორც აქამდე ჰყავდა..

 

 

ეს არის ახალი, ნაციონალისტური რევოლუციები, რომლებიც ისრაელის და აშშ-ის პოლიტიკის წინააღმდეგ იქნება მიმართული..

ხომ იცი რამდენი ადამიანიც არის იმდენი აზრი არსებობს..

 

მე ნაციონალისტურის და ეგვიპტელი ხალხის გამოღვიძების ვერაფერი შევამჩნიე მაგ აქციებს.. დაუძახეს რა ხალხს და ისინიც გავიდნენ, დაუძახებენ კიდევ ერთხელ? კიდევ გავლენ, თან შიმშილის ზღვარზე ყოფნა და მაძღარი ტურისტების ყურებაც ეტყობა ამოუვიდათ ყელში. უცნაური ის არის რომ ამ ხალხმა რატომღაც ჩათვალა რომ მუბარაქი და მისი უახლოვესი გარემოცვა იყო მხოლოდ პრობლემა და არა კორუმპირებული პროამერიკული რეჟიმი (ანალოგიურ ბანალურ შეცდომას უშვებს საქართველოს მოსახლეობაც, როცა რეჟიმის დემონტაჟის და ახალი პოლიტიკური და სახელმწიფო მართვის სისტემის შექმნის აუცილებლობაზე რომ არ საუბრობს). თუ დააკვირდი აქციების მსვლელობისას "მუსულმანი ძმების" აქტურობის მიუხედავად არც ახალი იდეოლოგია იყო საზოგადოებისთვის წარმოდგენილი და არც ანტიამერიკული ან ანტიებრაული განცხადებები გაკეთდა (აქციების ძირითადი ორგანიზატოების მხრიდან)..

 

ელემენტალურად ის ფაქტი რად ღირს რომ ეგვიპტეში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების დაწყების დროს ამ ქვეყნის არმიის გენერალური შტაბის უფროსი და მაღალი რანგის ოფიცერთა კოჰორტა ვაშინგტონში იმყოფებოდა და პენტაგონში გადიოდა კონსულტაციებს..

 

დაიბარეს რა ჯიბის ბიჭები, განუმარტეს რა და როგორ უნდა გაეკეთებინათ და დააბრუნეს უკან.

იგივე გააკეთა ვაშინგტინმა აქციების ორგანიზატორებთან მიმართებაში.

შედეგიც დაიდო..

ეგვიპტელებს რა უხარიათ აი ეგ არის საინტერესო, თორე ვაშინგტონმა კი მიიღო შედეგი..

Edited by asds
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...