asds Posted February 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2011 http://wp.me/pySj7-feარაბული რევოლუციური სიო ვაშინგტონიდან უბერავსბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა მსოფლიო მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციები განხორციელდა ტუნისში და ეგვიპტეში. ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები იმართება ალჟირში და იემენში, იგეგმება ანტისამთავრობო გამოსვლები სირიასა და რეგიონის სხვა სახემწფოებში.. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ისლამურ სამყაროში წარმოქმნილი “რევოლუციური სიო” პოლიტიკოსების, პოლიტოლოგებისა და ზოგადად ექსპერტების ერთ ერთ ძირითად სასაუბრო თემად იქცა. ბევრიც საუბრობს, საუბრობს ყველაფერზე, დაწყებული “დემოკრატიის ბრწყინვალე გამარჯვებით” და დამთავრებული “რეგიონში ისლამისტი ფუნდამენტალისტების გავლების ზრდით”, თუმცა რეალობა ვგონებ რომ სულ სხვაა და ამ პოსტში სწორედ ამ საკითხზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას. კარგად მოგეხსენება პატივცემულო მკითხველო, რომ 2001 წლის 11 სექტემბერს, ნიუ იორკში განხორციელებული ტერორისტული აქტის ორგანიზებასა და შესრულებაში ვაშინგტონმა იმ დროისთვის ავღანეთში “დისლოცირებული” ისლამისტური ორგანიზაცია “ალ ქაიდა” და ავღანეთის თალიბი მთავრობა დაადანაშაულა. შედეგად პრქტიკულად 10 წელია რაც აშშ-ის შეიარაღენული ძალები ავღანეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან და მითიური “ალ ქაიდას” და მოძრაობა “თალიბანის” წინააღმდეგ ახორციელებენ სამხედრო ოპერაციებს. მოგახსენებთ იმასაც, რომ ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა ავღანეთში განთავსებული აშშ-ის სამხედრო კონტინგენტი და დღეის მდგომარეობით 120-150 000-მდე სამხედრო მოსამსახურისგან შედგება. პარადოქსია, მაგრამ აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის ზრდა ნაკლებად აისახა ადგილებზე არსებულ ვითარებაზე. თალიბები კი როგორც 10 წლის წინ აკონტროლებდნენ ავღანეთის მთლიან რეგიონებს ასევე აკონტროლებენ დღესაც. ალბათ გაგიჩნდათ კითხვა თუ რა კავშირშია ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე მოვლენები ავღანეთთან, მაგრამ კავშირი ნამდვილად არსებობს და ოდნავ მოგვიანებით ამაზეც მოგახსენებთ. ინფორმირებული საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ როგორც “ალ ქაიდას” ასევე “თალიბანის” შექმნის ისტორია აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურს (CIA) და პაკისტანის დაზვერვის სამსახურს (ICI) უკავშირდება. ეს ინფორმაცია ალბათ იძლევა გარკვეული დასკვნების თუ არა ვარაუდების საფუძველს მაინც, მით უმეტეს, რომ ექსპერტულ საზოგადოებაში არც 11 სექტემბრის ტერაქტისადმი არსებობს ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება და არც ავღანეთის ტერიტორიაზე მიმდინარე ე.წ. ანტიტერორისტულ ოპერაციასთან მიმართებაში.. კითხვებს ბადებს აშშ-ისა და მთლიანბაში კოალიციური ძალების მოულოდნელად არაეფექტური ბრძოლა “თალიბებთან”. კითხვებს ბადებს, რადგან ძნელად წარმოსადგენია, რომ მსოფლიოს უძლიერესი არმიის, თანამედროვე სპეც-საშუალებებითა და იარაღით აღჭურვილმა 120 000-იანმა სამხედრო კონტინგენტმა ვერ მოახერხა და ვერ დაამყარა სრული კონტროლი ავღანეთის ტერიტორიაზე. კითხვებს ბადებს კოალიციური ძალების მოულოდნელად “ტოლერანტული” დამოკიდებულება მოწინააღმდეგე “თალიბების” ძირითად ფინასურ “არხთან”-ოპიუმის წარმოება/რეალიზებასთან დაკავშირებით.ავღანეთის ოკუპაციის შემდეგ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ოპიუმისა და ჰეროინის წარმოება მრავალჯერ გაიზარდა და დღეის მდგომარეობით მსოფლიოში წარმოებული ოპიუმის 80-90% სწორედ ავღანეთზე მოდის.“თალიბები” მრავალმილიარდიან შემოსავალს იღებენ (სავარაუდოდ ვაშინგტონელ პარტნიორებთან ერთად) ნარკოტიკული ნივთიერებებით ვაჭრობის შედეგად და ამის მუხედავად აშშ-ის შეიარაღებული ძალები არ იყენებ სპეციალურ საშუალებებს ყაყაჩოს ველების დამუშავებისთვის. ახსნა მარტივია, თითქოს ავღანელ გლეხს სხვა შემოსავლის წყარო არ აქვს თუ არა ყაყაჩოს მოყვანა და ეს ხდება მაშინ, როცა ვაშინგტონს არანაირი მორალურ/ზნეობრივი და გლეხებზე მზრუნველობით გამოწვეული პრობლემები არ ქონია კოლუმბიის ტერიტორიაზე კოკას პლანტაციების ქიმიური რეაგენტებით დამუშავების დროს..მარტივად რომ ვთქვა, ვაშინგტონი შეგნებულად არ ანადგურებს ავღანეთში მრავალათასიანი სამხედრო კონტინგენტის განთავსების “ძირითად საბაბს” (თალიბებს და თალიბანის ფინანსურ/სამხედრო ინფრასტრუქტურას) კიდევ ბევრი რამ ხდება უცნაური ავღანეთში და ავღანეთთან მიმართებაში, მათ შორის ისიც, რომ რუსეთის ფედერაციამ აშშ-ს საკუთარ ტერიტორიაზე ავღანეთში განთავსებული სამხედრო კონტინგენტისთვის განკუთვნილი სამხედრო ტვირთების ტრანსპორტირების უფლება მისცა. რისთვის ზრდის და აძლიერებს პენტაგონი ავღანეთში დისლოცირებულ სამხედრო წარმომადგენლობას თუ “თალიბებთან” ეფექტურ ბრძოლას კი არა, “თალიბების” ფინანსური “წყაროების” გადაკეტვასაც კი არ ჩქარობს? რათქმაუნდა ირანთან ომისთვის. (შეგახსენებთ, რომ ავღანეთი ირანს ესაზღვრება) სხვა ახსნა ვაშინგტონის მოქმედებებს არ აქვს, და ვინაიდან აშშ-ის პრეზიდენტმა ავღანეთიდან სამხედრო ნაწილების გამოყვანის დაწყების თარიღად 2014 წელი დაასახელა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აშშ-ირანის ომი 2012-2014 წლებში დაიწყება. რა კავშირია ირანთან ომსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე პროცესებს შორის?კავშირი არის, თან პირდაპირი და ამ მცირე “ისტორიულ/ გეოპოლიტიკური” ექსკურსის შემდეგ სწორედ ამ კავშირებს დავუბრუნდები.. ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკური და რელიგიური/იდეოლოგიური გავლენის თვალსაზრისით ირანი უპრეცედენტოდ ძლიერ პოზიციებზე იმყოფება. თეირანი ათწლეულების მანძილზე უწევს სამხედრო/ტექნოლოგიურ და ლოგისტიკურ მხარდაჭერას ლიბანის ტერიტორიაზე მოქმედ პოლიტიკურ ორგანიზაცია “ჰეზბოლას” (Hezbollah), რომელიც ისრაელთან მრავალწლიან შეიარაღებულ კონფლიქტში იმყოფება, თეირანი აქტიურად ეხმარება პალესტინის ტერიტორიაზე მოქმედ რადიკალურ პოლიტიკურ ორგანიზაცია “ჰამასს” (Hamas), ალ-აქსის წამებულთა ბრიგადას (al-Aqsa Martyrs Brigade) და “ფათხს” (Fath), თეირანი თანმიმდევრულად უკომპრომისოა ისრაელთან მიმართებაში, არ აღიარებს რა მას (ისრაელს) როგორც სახელმწიფოს.აღნიშნული და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ თეირანი უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის მუსულმანურ მოსახლეობაში. ეს ყოველივე რათქმაუნდა არ აწყობს ვაშინგტონს, რადგან ერთის მხრივ თეირანის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და “იდეოლოგიურ” იზოლაციაში მოქცევა ფერხდება, მეორეს მხრივ კი ირანთან ომის შემთხვევაში რეგიონის მუსულმანურ სახელმწიფოებთან ან ამ სახელმწიფოების მოსახლეობასთან (რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია) სრულმასშტაბიანი კონფრონტაციის საფრთხეს უქმნის. ვინაიდან ეს ასეა, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე “რევოლუციურ” პროცესებს დავუბრუნდები და მოგახსენებთ, რომ ჩემი აზრით, ვაშინგტონი (ლენგლი) ისლამურ სამყაროში (ამ შემთხვევაში ახლო აღმოსავლეთი-ჩრდილოეთ აფრიკა) არსებულ “დაჭაობებულ-კორუმპირებულ-დასუსტებულ პროამერიკულ რეჟიმებს, ახალი ასევე პროამერიკული რეჟიმებით ცვლის.ცვლის ზუსტად იმიტომ, რომ ირანზე თავდასხმის დროს ზურგიდან არ მიიღოს დარტყმა. ეს არის ტუნისში და ეგვიპტეში განხორციელებული “ხავერდოვანი რევოლუციების” ძირითადი მიზეზი და არა ის რომ არაბულ სამყაროში დემოკრატიისადმი საყოველთაო სწრაფვამ გაიღვიძა. ვაშინგტონიდან უბერავს “არაბული რევოლუციური სიო” და ფაქტი არ არის, რომ ან ტუნისის მოსახლეობა მოიგებს ქვეყნის გარედან მართული “regime change”-”ოპერაციით” რამეს, ან ეგვიპტის, და გინდაც იმ ქვეყნების სადაც ვაშინგტონმა ანალოგიური პროცესები დაგეგმა. P.s. ეს არის და ეს ბატონებო.ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების პარალელურად პოზიციებს იმყარებენ ისლამისტური დაჯგუფებებიც, მაგრამ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ახალი პროამერიკული რეჟიმები, ახალი შემართებით შეავიწროვებენ მათ (ისლამისტურ ორგანიზაციებს) და ვაშინგტონის “ზურგიც” შეძლებისდაგვარად დაცული იქნება. ასე კეთდება გეოპოლიტიკა.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
RONNIE Posted February 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2011 (edited) რატომ ეძახიან ამას რევოლუციას მაინც ვერ ვხვდები და თუ ამერიკა აკეთებს ამას და აკონტროლებს მაგას რა ჯობია Edited February 12, 2011 by RONNIE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted February 13, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 რატომ ეძახიან ამას რევოლუციას მაინც ვერ ვხვდები და თუ ამერიკა აკეთებს ამას და აკონტროლებს მაგას რა ჯობიაახლო აღმოსავლეთში ე.წ. რევოლუციების ტალღა დასრულებული არ იქნება რომ სამხრეთ კავკასიაში დაიწყებენ ახალი პოლიტიკური რუქის ძერწვას. და გამოძერწავენ კიდეც, სომხეთს შავ ზღვამდე, აზერბაიჯანს დაბრუნებული ტერიტორიებით, საქართველოს კი სამცხე-ჯავახეთის, აჭარის და სამეგრელოს გრეშე. რუსეთის და სომხეთის ხელით გამოძერწავენ.. ასე რომ არაფერი კარგი აშშ-ის თავზეხელღებულ მოქმედებებში არ არის..არც შეიძლება იყოს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
RONNIE Posted February 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 asdsკაკულია შენ ხარ? საიდან მოდიან ასეთი ბრძენი პოლიტიკანები :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 asdsხალხს ჩემო ძმაო უნდა კარგად ცხოვრება,საჭმელი და სამსახური ჰქონდეს და თავზე არავინ აჯ.. სულ ესააადა თუკი შტატები იქნება ამის გარანტი რატომაც არა?მე ლიჩნად მკიდია ვისი გავლენა იქნება საქართველოში რუსეთის თუ ამერიკის,ლიშბი ქართველმა ხალხმა კარგად იცხოვროს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted February 13, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 Siknadmoasdsხალხს ჩემო ძმაო უნდა კარგად ცხოვრება,საჭმელი და სამსახური ჰქონდეს და თავზე არავინ აჯ.. სულ ესააადა თუკი შტატები იქნება ამის გარანტი რატომაც არა?მე ლიჩნად მკიდია ვისი გავლენა იქნება საქართველოში რუსეთის თუ ამერიკის,ლიშბი ქართველმა ხალხმა კარგად იცხოვროსსაქმე იმაშია რომ ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო ქვეყნის გარედან მართვადი პოლიტიკური ელიტა, როგორც წესი არ არის დაკავებული საკუთარი მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერესების დაცვით და მხოლოდ და მხოლოდ (ძირითადში) გეოპოლიტიკური დამკვეთის სამსახურშია.. თუნდაც ეგვიპტეა ამის მაგალითი, მაგრამ რად გვინდა შორს წასვლა, საქართველოს უახლესი ისტორია იგივეს არ ამბობს? მოსახლეობას რომ უკეთეს სასიცოცხლო გარემოში ცხოვრების შანსი მიეცეს, ქვეყანაში "სახალხო და ხალხისთვის" რეჟიმი-ხელისუფლება უნდა არსებობდეს და არა ვაშინგტონის ან მოსკოვის უსიტყვო მარიონეტი, როგორც ბოლო 20 წელი.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 Siknadmo საქმე იმაშია რომ ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო ქვეყნის გარედან მართვადი პოლიტიკური ელიტა, როგორც წესი არ არის დაკავებული საკუთარი მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერესების დაცვით და მხოლოდ და მხოლოდ (ძირითადში) გეოპოლიტიკური დამკვეთის სამსახურშია.. თუნდაც ეგვიპტეა ამის მაგალითი, მაგრამ რად გვინდა შორს წასვლა, საქართველოს უახლესი ისტორია იგივეს არ ამბობს? მოსახლეობას რომ უკეთეს სასიცოცხლო გარემოში ცხოვრების შანსი მიეცეს, ქვეყანაში "სახალხო და ხალხისთვის" რეჟიმი-ხელისუფლება უნდა არსებობდეს და არა ვაშინგტონის ან მოსკოვის უსიტყვო მარიონეტი, როგორც ბოლო 20 წელი..ღრმად ვარ დარწმუნებული, მიშას რომ სდომებოდა რაიმე კარგი გაეკეთიბინა საქ. მოსახლეობისთვის ამერიკელები ხელს არ შეუშლიდნენ,ამერიკელები ეუბნებიან მიხოს რომ ბიზნესმენები ატეროროს, ან საქართველოს სოფლის მეურნეობას დედა უტიროს>ამერიკას რაც უნდა ის გააკეთონ, ბაზარი არაა მაგრამ საშინაო პოლიტიკაში მათ თავისუფლება აქვთ მინიჭებული ამერიკისგან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted February 13, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 Siknadmoღრმად ვარ დარწმუნებული, მიშას რომ სდომებოდა რაიმე კარგი გაეკეთიბინა საქ. მოსახლეობისთვის ამერიკელები ხელს არ შეუშლიდნენ,ამერიკელები ეუბნებიან მიხოს რომ ბიზნესმენები ატეროროს, ან საქართველოს სოფლის მეურნეობას დედა უტიროს>ამერიკას რაც უნდა ის გააკეთონ, ბაზარი არაა მაგრამ საშინაო პოლიტიკაში მათ თავისუფლება აქვთ მინიჭებული ამერიკისგანარ გეწყინოს და შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქართველოს მოსხლეობის უკიდურესი უმრავლესობის მსგავსად, შენც ძალიან გულუბრყვილო-მეამიტური წარმოდგენები გაქვს აშშ-სა და სახელმწიფოს მართვის, საერთოდ მართვის თეორიებზე. რათქმაუნდა ვაშინგტონი სააკაშვილს ადამიანის უფლებების მეთოდურ შელახვას, ბიზნესის ტერორსა და ანტისახალხო პოლიტიკის წარმოებას არ თხოვს, მაგრამ თხოვს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მკაცრი კონტროლის შენარჩუნებას.აქ იწყება თავდავიწყება ზუსტად, რამეთუ მკაცრ კონტროლში მკაცრი-აბსოლიტური კონტროლი იგულისხმება, მათ შორის მადესტაბილიზირებელი პოტენციალის მქონე პოლიტკურ და საზოგადოებრი პროცესებზე, მთლიანბაში საზოგადოების ცხოვრებაზე. ეს კი პრინციპულად შეუძლებელია განვითარებული სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი სასამართლოს, განვითარებული ეკონომიკისა და ძლიერი საშუალო ფენის პირობებში. დაინახე "კავშირი"? ვაშინგტონის გეოპოლიტიკური დაკვეთის შესრულების თანმდევი პროცესია ის რასაც სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმი საქართველოში აკეთებს. თუ ეკონმიკის რეალური სექტორი მიზანმიმართულად არ ვითარდება, ძლიერი და ძნელად კონტროლირებადი საშუალო ფენა რომ არ შეიქმნას, ესეიგი ქვეყნის ეკონომიკიდან დარჩენილი ვაჭრობის და მომსახურეობის სფეროს დატერორებას იწყებს რეჟიმი "აუცილებელი" ფინანსების აკუმულიურებისთვის (ეს ხდება საქართველოში).მოსახლეობას რომ სამართალზე და სამართლიანობაზე მოთხოვნილება და რეჟიმისთვის არასასურველი ილუზიები არ გაუჩნდეს, სასამართლო კონტროლდება 110%-ით.პროტესტის გამოხატვის შიში რომ დაინერგოს თავისუფალ სიტყვას და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ავიწრვებენ და დევნიან (აქ ჩემი მაგალითიც შეიძლება მოვიყვანო). საზოგადოებაში დაგროვილი საპროტესტო მუხტის ნეიტრალიზების მიზნით, კონტროლირებადი ე.წ. ოპოზიციის გამოყენებით პერმანენტულად ტარდება არაფრისმთქმელი და უშედეგო საპროტესტო აქციები.ძლიერდება სახელმწიფოს რეპრესიული მანქანა.. მოკლედ ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი რასაც სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმი აკეთებს აშშ-ის ძირითადი დაკვეთიდან (საქართველოდ წოდებული ტრუბის-სატრაბზიტო დერეფანის მიმდებარე ტერიტორიაზე მკაცრი კონტროლი) გამომდინარეობს (პირდაპირ ან ირიბად) და ნამდვილად არ ვფიქრობ რომ ვაშინგტონის ან მოსკოვის სხვა რომელიმე მარიონეტი, მნიშვნელოვნად უკეთესი მმართველი შეიძლება იყოს ვიდრე სააკაშვილი. მარიონეტი მარიონეტია და იმიტომ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 asdsარ გეწყინოს და შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქართველოს მოსხლეობის უკიდურესი უმრავლესობის მსგავსად, შენც ძალიან გულუბრყვილო-მეამიტური წარმოდგენები გაქვს აშშ-სა და სახელმწიფოს მართვის, საერთოდ მართვის თეორიებზე.რა უნდა მეწყონოს არც პოლიტიკოსი ვარ და არც პოლიტოლოგიით დაინტერესებული ადამიანი, მე ზოგადად ეჭვი მეპარება რომ მსოფლიოში მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა, ან თუნდაც საშუალო სტსტისტიკურმა ამერიკელებმა რამე იცოდნენ მართვის თეორიაზე, ნუ, მენეჯმენტის ამბავში შესაძლებელია რათქმაუნდა ვაშინგტონი სააკაშვილს ადამიანის უფლებების მეთოდურ შელახვას, ბიზნესის ტერორსა და ანტისახალხო პოლიტიკის წარმოებას არ თხოვს, მაგრამ თხოვს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მკაცრი კონტროლის შენარჩუნებას.აქ იწყება თავდავიწყება ზუსტად, რამეთუ მკაცრ კონტროლში მკაცრი-აბსოლიტური კონტროლი იგულისხმება, მათ შორის მადესტაბილიზირებელი პოტენციალის მქონე პოლიტკურ და საზოგადოებრი პროცესებზე, მთლიანბაში საზოგადოების ცხოვრებაზე. ეს კი პრინციპულად შეუძლებელია განვითარებული სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი სასამართლოს, განვითარებული ეკონომიკისა და ძლიერი საშუალო ფენის პირობებში. დიახაც აუცილებეი იყო საქართველოში დამყარებულიყო წესრიგი მე ამ წესრიგის მომხრე ვარ,ხალხი უნდა დაქვემდებარებოდა კანონს, საჭირო იყო ძლიერი პოლიცია რომელიც გაანადგურებდა ქუჩის კრიმინალს და ეს მოხდა,მეტსაც გეტყვი დაჟე ნარკამენის ბარიგებიც კი მოსპეს, საღოლ, მეტი რა მეთქმის, გზები გაიყვანეს, ქუჩები დაასუფთავეს, რა ცუდია?ესაა სწორად წესრიგი, ესაა ის რაც ამერიკელებმა მოითხოვეს და გაკეთდა,მაგრამ აი ბიზნესისი ტერორი და სხვა რამ ეს შენ თავადაც აღიარებ რომ ამერიკლების ინტერესებსი არ შედის, მე პირადდ მომხმხრე ვარ მკაცრი წესრიგის ოღონდ + სამართლიანობაც აუცილებელია, რას ვუწუებნ ამ რეჟიმსიმას რომ ხალხი არაა დასაქმებული, მოსახლეობ აგამათხოვრებულია, განათლებაში ფული არ იხარჯება, ხელს არ უწყბოენ სოფლის მერუნეობას და ადგილობრივ წარმოებას, არათუ არ უწყობენ არამედ უშლიან კიდეც დ ასწორად ესსაა ნაცმოს და არა მაერიკის ბრალი, მაგას ვამბობ მე,და თუკი ნაცმოს ჩაანაცვლებენ ალასანიათი, ამ მიამრთულებით ბევრი რამ შეიცვლება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted February 13, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 (edited) Siknadmoდიახაც აუცილებეი იყო საქართველოში დამყარებულიყო წესრიგი მე ამ წესრიგის მომხრე ვარ,ხალხი უნდა დაქვემდებარებოდა კანონს, საჭირო იყო ძლიერი პოლიცია რომელიც გაანადგურებდა ქუჩის კრიმინალს და ეს მოხდაბოდიში მაგრამ მკაცრი კონტროლი რომ დამყარდა ქვეყანაში იმას არ ნიშანვს რომ წესრიგი და სამართლიანობაც დამყარდა.. ტელესაქართველოში ცხოვრობთ თორე კრიმინალი როგორც აპარტახებდა ქვეყანას ისევე აპარტახებს. ბოლოს და ბოლოს სააკაშვილისა და ტარიელ ონიანის საქმიან კავშირებზე მაინც არ გაგიგია რამე? ელიტარული კორუფცია გაზპრომის შემოგდებული თემა ხომ არ არის შემთხვევით? : )) არც ქუჩიდან წასულა სადმე შორს ახალგაზრდობა, კრიმინალური-ძველბიჭური ცხოვრების ახალი "სტილი" დამკვიდრდა უბრალოდ.. ესაა სწორად წესრიგი, ესაა ის რაც ამერიკელებმა მოითხოვეს და გაკეთდა,მაგრამ აი ბიზნესისი ტერორი და სხვა რამ ეს შენ თავადაც აღიარებ რომ ამერიკლების ინტერესებსი არ შედის, მე პირადდ მომხმხრე ვარ მკაცრი წესრიგის ოღონდ + სამართლიანობაც აუცილებელია, რას ვუწუებნ ამ რეჟიმსიმას რომ ხალხი არაა დასაქმებული, მოსახლეობ აგამათხოვრებულია, განათლებაში ფული არ იხარჯება, ხელს არ უწყბოენ სოფლის მერუნეობას და ადგილობრივ წარმოებას, არათუ არ უწყობენ არამედ უშლიან კიდეც დ ასწორად ესსაა ნაცმოს და არა მაერიკის ბრალი, მაგას ვამბობ მე,და თუკი ნაცმოს ჩაანაცვლებენ ალასანიათი, ამ მიამრთულებით ბევრი რამ შეიცვლება ჩემი სიტყვების არასწორ ინტერპრეტაციას ახდენ, ან უბრალოდ გასაგებად ვერ ვთქვი სათქმელი, რადგან ცალსახა ფაქტია, რომ ვაშინგტონის ძირითადი მოთხოვნის -- "ტრუბის/სატრანზიტო დერეფანის მიმდებარე ტერიტორიაზე" მკაცრი კონტროლის დაწესების, პირდაპირი და ირიბი შედეგია სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის საშინაო პოლიტიკა და ვერც ალასანია შეძლებს უკეთესად და ვერც სხვა რომელიმე მარიონეტი. პრინციპში არა მგონია ჩემი ხედვის უფრო მარტივად და გასაგებად პროეცირება შევძლო ფორუმული პოსტის კონტექსტში, ასე რომ აწი ცხოვრება დაგარწმუნებს ალბათ, რომ მართალს ვამბობ.დაგარწმუნებს, რადგან ირაკლი ალასანიას ბელადობის შანსი სავარაუდოდ ექნება. მალე.. Edited February 13, 2011 by asds Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted February 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 ღრმად ვარ დარწმუნებული, მიშას რომ სდომებოდა რაიმე კარგი გაეკეთიბინა საქ. მოსახლეობისთვის ამერიკელები ხელს არ შეუშლიდნენ,ამერიკელები ეუბნებიან მიხოს რომ ბიზნესმენები ატეროროს, ან საქართველოს სოფლის მეურნეობას დედა უტიროს>ამერიკას რაც უნდა ის გააკეთონ, ბაზარი არაა მაგრამ საშინაო პოლიტიკაში მათ თავისუფლება აქვთ მინიჭებული ამერიკისგან სესხად მიცემული ფულით სასტიკად ეკრძალებათ წარმოების განვითარება ან ისეთ საქმეში ჩადება რომელიც უკუგებას მისცემს. ასევე სოფლის მეურნეობაში. იმიტომაც აკეთებენ შუშის ხიდებს და ძეგლებს, თან ატკატიც მიდის სესხის მიმცემთან. ისევ გლობალიზაციას მივადექით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 ავღანეთიდან სამხედრო ნაწილების გამოყვანის დაწყების თარიღად 2014 წელი დაასახელა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აშშ-ირანის ომი 2012-2014 წლებში დაიწყება. მე უსმინე ამას წინათ გადაცემას სადაც გაჟღერდა , რომ 2014-ში გასვლას კი აპირებდნენ ,მაგრამ აღარ გავლენ... დაჟე ამერიკელები რომც გავიდნენ ბრიტანელები რჩებიან სახლში მაქვს ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებების წიგნი და იქ არის გაშიფრული მიცი ცენტურია, რომ 2013-ში დაიწყება საშინელი ომი და გაგრძელდება 27 წელი.2035 წელს კი დასრულდება და დედამიწაზე ძალიან ცოტა მოსახლე დარჩება... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 (edited) asdsბოდიში მაგრამ მკაცრი კონტროლი რომ დამყარდა ქვეყანაში იმას არ ნიშანვს რომ წესრიგი და სამართლიანობაც დამყარდა.. ტელესაქართველოში ცხოვრობთ თორე კრიმინალი როგორც აპარტახებდა ქვეყანას ისევე აპარტახებს. ბოლოს და ბოლოს სააკაშვილისა და ტარიელ ონიანის საქმიან კავშირებზე მაინც არ გაგიგია რამე? ელიტარული კორუფცია გაზპრომის შემოგდებული თემა ხომ არ არის შემთხვევით? : )) არც ქუჩიდან წასულა სადმე შორს ახალგაზრდობა, კრიმინალური-ძველბიჭური ცხოვრების ახალი "სტილი" დამკვიდრდა უბრალოდარანაირად არ აპარტახებს კრიმინალი საქართველოს, ქუჩის კრიმინალს ვგულისხმობ, ბინები არ ტყდება, კარმანნიკები ჯიბეებში არ დაძვრებიან,რას აკეთებენ უცხოეთში ტარიელი და სააკოვი სულ ცალ ფეხზე მკიდია, მთავარია ზონიდან არ ურეკავენ მოქალაქეებს და მაყუთს არ აწერენ :018: ელიტარული კორუფცია კი ნამდვილად არის და ასე იქნება მანამ სანამ ნაც ბანდა არ გავაგდებთ ან ამერიკელებს არ ვაიძულებთ რომ სხვა, მოსხლეობისთვის მისაღები პოლიტიკური ჯგუფით არ ჩაანაცვლებენ,რაც შეეხება ახალ ძველბიჭურ სტილს, ძველ ბიჭობა ეს ფენომენი ასე ვთქვათ ყველგანაა, ნორვეგიასა და ავსტრიაშიც ინქება ყველა ახალგაზრდა მამაკაცში ზის ეს, სხვისი მიჩმორების სურვილი, ეს ბუნებრივი ინსტიქტია,მთავარია ამან კრიმინალური შეფერილობა არ მიიღოს Edited February 13, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted February 13, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 laciმე უსმინე ამას წინათ გადაცემას სადაც გაჟღერდა , რომ 2014-ში გასვლას კი აპირებდნენ ,მაგრამ აღარ გავლენ... დაჟე ამერიკელები რომც გავიდნენ ბრიტანელები რჩებიან სახლში მაქვს ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებების წიგნი და იქ არის გაშიფრული მიცი ცენტურია, რომ 2013-ში დაიწყება საშინელი ომი და გაგრძელდება 27 წელი.2035 წელს კი დასრულდება და დედამიწაზე ძალიან ცოტა მოსახლე დარჩება...90% დარწმუნებული ვარ რომ 2013-2014 წლებში აშშ-ირაის ომი დაიწყება. ომი რომელიც ვაშინგტონის პრევენციული აქციების მიუხედავად დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაპირისპირებაში გადაიზრდება და საბოლოო ჯამში 2025-2035 წლებში ჩინეთთან შეიარაღებული კონფრიონტაციით დასრულდება. ასე რომ 2014 წელს აშშ-ის სამხედრო ნაწილები ავღანეთიდან გასვლას ნამდვილად დაიწყებენ, ირანში გადავლენ უბრალოდ.. ავღანეთი კი ევროპის და რუსეთის ჯარების ოკუპაციის ქვეშ გააგრძელებს არსებობას. ნოსტრადამუსზე კი ვერაფერს ვიტყვი. მაგ პიროვნების არაფერი წაკითხული არ მაქვს და ალბათ არც წავიკითხავ, რადგან წარმოდგენილ პროგნოზებს ავტორის ანალიტიკური-ლოგიკური ახსნა არ ახლავს.ეს რათქმაუნდა არ ნიშნავს რომ ტიპი ზებუნებრივ შესაძლებლობებს არ ფლობდა (ან ფლობდა), მაგრამ გალასლოვნი წინასწარმეტყველების დიდად არ მჯერა.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Helena222 Posted February 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 asdsხალხს ჩემო ძმაო უნდა კარგად ცხოვრება,საჭმელი და სამსახური ჰქონდეს და თავზე არავინ აჯ.. სულ ესააადა თუკი შტატები იქნება ამის გარანტი რატომაც არა?მე ლიჩნად მკიდია ვისი გავლენა იქნება საქართველოში რუსეთის თუ ამერიკის,ლიშბი ქართველმა ხალხმა კარგად იცხოვროსშეგიძლია დამისახელო ერთი სახელმწიფო მაინც, სადაც ამერიკა შევიდა "დემოკრატიის" სახელით იქ დემოკრატია დაამყარა?გადახედე საქართველოს რა გაუკეთეს, როგორ დაგლიჯეს და გაასხვისეს!არაფერს ვამბობ ავრანეთზე, ერაყზე და ა.შ.რა მომავალი ელის" რევოლუციურ" არაბულ სახელმწიფოებს ღმერთმა უწყის.რა თქმა უნდა ამერიკა ირანისთვის ომისთვის ემზადება და ამას აკეთებს იმიტომ, რომ იქ ბუნებრივი რესურსია ძალიან ბევრი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.