Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - გიორგი თარგამაძემ პრეზიდენტს ჩავრდნილი პროექტების სია ჩამოუთვალა


Recommended Posts

http://epn.ge/wp-content/uploads/2011/02/targ-150x150.jpgსაპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ პრეზიდენტს ჩავრდნილი პროექტების სია ჩამოუთვალა.

 

მისი თქმით, ქვეყანაში მოვლენები უარესობისაკენ მიდის და ჩავარდა თითქმის ყველა ის პროგრამა რაც დღემდე წამოიწყო ხელისუფლებამ.

 

,,თქვენ გამოწვევების წინაშე დგახართ ისე, როგორც მათეს სახარებისეული ბრმა დგას ორმოს წინაშე და თავისნაირ ბრმებს წინ უძღვის. აღარავინაა თვალი რომ აგიხილით. ჩვენი საერთო ამოცანაა კი ისეთი პოლიტკური სისტემის და გარემოს შექმნა, რომ არჩევნების გზით ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლა შესაძლებელი იქნება,”- განაცხადა თარგამაძემ

 

“პოლიტიკური ოპონინეტების გარეშე თქვენი პოლიტიკური ძალა ხრწნისა და გადაგვარების ზღვარზეა”, – აღნიშნა თარგამაძემ.

 

,,უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს რომ საქართველო ბარბროსული ძალების ეპოქიდან გამოდის. და განსხვავებული ძალების თანაცხოვრების ეპოქას იწყებს, ეს მყარ საფუძველს უყრის ნატოსა და ევროკავვშირში გაწევრიანებას, ეკონომკურ წინსვლას და ყველაზე მთავარს საქართველოს გაერთიანებას,”- განაცხადა თარგამაძემ.

 

თარგამაძის თქმით, პრეზიდენტის სიტყვები, რომ ბიზნესი და მთავრობა ერთი გუნდი იყოს. ეს პირდაპირი გაგებით ხდება, რადგამ ბიზნესმენებს გასაქანი არ ექნებათ თუ ისინი ნაციონალური მოძრაობის გუნდის წევრები არ გახდებიან.

 

მისივე თქმით, სამუშაო ადგილებს მცირე და საშუალო ბიზნესი ქმნის, ეს კი ყველაზე მეტად იჩაგრება. აქედან გამომდინარე კი ხალხი დასაქმების ნაცვლად უსაქმრად დარჩება.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...