Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - სააკაშვილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების დაზღვევის პირობებით ამაყობს


Recommended Posts

http://epn.ge/wp-content/uploads/2011/02/saaka-150x150.jpgმიხეილ სააკაშვილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების დაზღვევის პირობებით ამაყობს.

 

მისი თქმით, თითოეულ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფს აქვს დაზღვევა, ისეთი როგორიც არ აქვს ყველაზე მდიდარსაც კი საქართველოში.

 

,,მე ამით ვამაყობ და არ ვთვლი, რომ გადასაგდები და მოსაშორებელია ეს თემა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მისივე თქმით,სიღარიბე 50%-დან 30%-მდე შემცირდა და ვარდების რევოლუცია სწორედ სიღტაკის გამო მოხდა..

 

,,უკიდურესი ზღვარიდან უკვე გამოვედით, ხალხი ისე იყო დამშეული, რომ მაშინ მშიერ ადამიანებს ორი თვე ვკვევებავდით,”- განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მან ასევე ანტიკრიზისულ პროგრამის, ეკონომიკური სტიმულირების და დასაქმების პროგრამებზეც ისაუბრა.

 

მისი თქმით, ანტიკრიზისულმა პროგრამამ და ეკონომიკური სტიმულირების პროგრამამ მოიტანა 2,2 მილიარდი ლარი, რომელიც ინფრასტრუქტურის ინვესტიციებს, გადასახადების შემცირებას, 250 მილიონი ლარით და 1,1 მილიარდ დახმარების პაკეტს მოხმარდა.

 

,, გალიებში ხალხის ჩამსმელების სინდისზე იყოს 3,8 % ეკონომიკური ვარდნა. მეზობელ ქვეყნებში ეს გაცილებიტ მეტი იყო და ჩვენ ყველზე მშრალად გამოვედით მაკროეკონომიკური გამოწვევიდან. ამიტომ თქვენ წითელ ხაზებს არ ვაღიარებ, ამას წავიღებ სახლში, რადგან მე ამ პროექტებით ვამაყობ და ისტორიას შევუნახავ რამ გადაარჩინა საქართველო,”- განაცხადა სააკავილმა.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...