Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა პარლამენტში დასრულებულია


Recommended Posts

http://epn.ge/wp-content/uploads/2011/02/saak1-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლა დასრულებულია.

 

პრეზიდენტმა, პარლამენტსა და საზოგადოებას წლიური ანგარიში გააცნო, რომელიც დაახლოებით ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარობდა.

 

პრეზიდენტი გამოსვლისას ქვეყნის მთავარ გამოწვევებსა და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას შეეხო. მიხეილ სააკშვილმა ყურადღება ასევე, სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა.

 

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებს სასაუბროდ 45-45 წუთი მიეცათ.

 

დებატების ფორმატი, გამომვლელთა სია და სიტყვის გამოსვლის ქრონომეტრაჟი პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან კონსულტაციებისას დაზუსტდა.

 

ფრაქციების თავმჯდომარეებს გამოსასვლელად 15-15 წუთი დაეთმოთ. ხუთწუთიანი სიტყვით გამოსვლის საშუალება ჰქონდათ პარლამენტის ვიცე-სპიკერებს და დამოუკიდებელ დეპუტატებს.

 

სიტყვით ხუთწუთიანი გამოსლის საშუალება ჰქონდათ გია ცაგარეიშვილს, ჯონდი ბაღათურიას, დიმიტრი ლორთქიფანიძეს და გურამ ჩახვაძეს.

 

პარლამენტში ასევე, ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატებიდან” სიტყვით ოთხი წარმომადგენელი – გიორგი თარგამაძე, გიორგი ახვლედიანი, მაგდა ანიკაშვილი და ლევან ვეფხვაძე გამოვიდნენ.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...