Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

 

 

ჩემი ტელეფონისმიერი ტანჯვა-წამება აგვისტოში დაიწყო, როცა ჩემმა ძველმა სამსუნგმა მერვე სართულიდან იფრინა და მიწაზე ისე დაეშვა, ეკრანზე ერთი ნაკაწრიც კი არ დატყობია. ნეტავ დატყობოდა! გავიქცეოდი ეგრევე გოლეთიანში, ვიყიდიდი 50 ლარიან ჯიგრულ ნოკიას და ჩემი ნაცნობ-მეგობრების ამრეზილი სახეების დანახვაზე ვიტყოდი – “რა გინდათ, ხომ რეკავს, მთავარი ეგაა!”-მეთქი.

 

მაგრამ არა! სამსუნგმა არ გამიმეტა 50 ლარიანი ნოკიისთვის და დაუმტვრეველი გადარჩა. ეს ისეთ სასწაულად მომეჩვენა, იმ დღეს დავიფიცე, რომ სამსუნგის გარდა ცხოვრებაში სხვა ტელეფონს აღარ ვიყიდიდი.

 

“გადარჩენილმა” 6 თვე მაწამა. რომ არ ჩავთვალოთ უკანა პანელი, რომელიც ჰაერშივე დაიკარგა და ამის გამო ბოლოს ტელეფონის ჩანთიდან ამოღება მრცხვენოდა, ჯერ დინამიკი გაუფუჭდა, შემდეგ სიგნალის მიღებაზე შეექმნა პრობლემა, მერე ზუსტად ნახევარ კვადრატულ სანტიმეტრიან ფართობზე ეკრანის სენსორები გაეთიშა…

 

ამ დროის განმავლობაში ერთი უცნაური სიზმარიც კი ამეკვიატა, თუ როგორ თამაშობდნენ ჯოკერს “პარებში” აიფოუნი+ბლექბერი და 50 ლარიანი ნოკია+ჩემი პანელ შეღუნული სამსუნგი.

 

იანვარში დამადგა საშველი და ძლივს მოვიკელი სამი კალგოტკის ფული (ოჰ, აბა ახლა ბაკურიანში დასვენებას ხომ არ მოვაკლებდი?!), რომ ახალი ტელეფონის განვადებისთვის პირველადი შენატანი შემეკოწიწებინა. http://sweet.ge/wp-includes/images/smilies/Laugh.png

 

ვუალა! იმ ღამეს აიფონმა და ბლექბერიმ ჯოკერში წაასხეს და თეთრი Samsung Wave 525 ჩემი გახდა.

 

http://sweet.ge/wp-content/uploads/2011/02/samsung-s5250-wave-525-white-pl.jpg

 

სულ რაღაც 390 ლარად ამ ტელეფონს:

 

  • შეუძლია ქართულ ენაზე კითხვა და წერა (თვით SMS/MMS-ებისაც!), რაც იმას ნიშნავს რომ შეგიძლია აკრიფო MMS-ში ქართულ ენოვანი ტექსტი, მიაბა ფოტოსურათი, გაუშვა სპეც. იმეილზე და ის დაიპოსტება შენს ბლოგზე. http://sweet.ge/wp-includes/images/smilies/Heart.png
  • გააჩნია ქართულ ენოვანი მენიუ, სადაც Setting-ებს ეწოდება “პარამეტრები” ხოლო Message-ებს – “შეტყობინებები”. http://sweet.ge/wp-includes/images/smilies/Heart.png
  • შეუძლია გააკეთოს შენი facebook-ის, twitter-ის და gmail-ის სინქრონიზაცია, რაც იმას ნიშნავს რომ ტელეფონის კალენდარში ამოგიხტება facebook-ის ან google calendar-ის მორიგი ივენთი ან facebook-ის მეგობრის დაბადების დღე, phonebook-ში თითოეულ კონტაქტს მიებმება facebook-ის ან twitter-ის პროფილის სურათი, პროფილში მითითებული იმეილი, პროფილის ბმული და ბოლო სტატუსები. იმეილები კი მოგივა პირდაპირ ტელეფონის ინბოქსში. http://sweet.ge/wp-includes/images/smilies/Heart.png
  • აქვს wifi ინტერნეტის მხარდაჭერა, უამრავი აპლიკაცია და 3,2 მეგაპიქსელიანი კამერა. http://sweet.ge/wp-includes/images/smilies/Heart.png

(ამ ტელეფონის შეძენა შეგიძლიათ ყველგან, სადაც იყიდება ფანქარი! http://sweet.ge/wp-includes/images/smilies/Heart.png )

 

მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, მორიგი ახალი ტელეფონის ყიდვისას, ძველი – ბებიას მივეცი. თავდაპირველად გავაპროტესტე: “კარგად არ მუშაობს, კონტაქტები გაევსო, ცოტა SMS-ს ინახავს და რად უნდა ბებიას-მეთქი”. დედაჩემმა კი მომიგო, რა გინდა, ხომ რეკავს, მთავარი ეგააო.

 

ეჰ…

 

პ.ს. და რა შეუძლია შენს ტელეფონს?

 

Tweethttp://feeds.feedburner.com/~r/sweetrealityblog/~4/wHv2-qSajEk

 

ეწვიეთsweet.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...