Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- დამალული სკანდალი ევროსაბჭოში


Recommended Posts

რას მალავენ დიკ მარტი და ანდრეას გროსი... დიპლომატიური ომი, რომელსაც დასასრული არ უჩანს და პოლიტიკური თამაშები, რომელსაც გამარჯვებული არ ჰყავს. რუსეთი და საქართველო კიდევ დიდხანს იდგებიან ბეწვის ხიდზე. როგორც ჩანს, საქართველო ამ ომს მოიგებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოთმინება ეყოფა და პროვოკაციას არ აჰყვება. მოსკოვი კი ნერვებზე თამაშით ცდილობს გამარჯვებულის ტიტულის მორგებას.

 

გაზიარება

[01:10 11-01-2011]

http://3.bp.blogspot.com/-LTWyJoNDcAc/TVRVlhZKUuI/AAAAAAAAEaE/lg5ZkvB0KDM/s200/98_politic.jpgროგორც ჩანს, პოლიტიკა ისეთი აღარ არის, ჩერჩილის დროს რომ იყო, როცა ღირებულებები და ღირსება ფულსა და ინტრიგებს ვერ წონიდა. შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭო სწორედ ჩერჩილის ინიციატივით შეიქმნა ფაშიზმის წინააღმდეგ.

რუსეთს ჰგონია, რომ ფაშიზმს მხოლოდ ჰიტლერის სახე ჰქონდა და პუტინის ფორმას ვერ მიიღებს. არადა, ახლა სიტყვა „ფაშიზმს“ სწორედ რუსეთის მისამართით იყენებენ, თანაც თავად რუსეთში. ეგრეთწოდებული სკინჰედების აგრესიამ რამდენად სახიფათო ხასიათი მიიღო არარუსი ეროვნების ადამიანებისადმი, ყველას გვახსოვს.

ეს რუსეთს ხელს არ უშლის, სტრასბურგში ამაყად ილაპარაკოს დემოკრატიაზე, დასავლურ ფასეულობებზე და ყველას შეახსენოს, რამდენი ჯაფა დაადგათ მათ ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგალითად, გენადი ზიუგანოვმა ევროსაბჭოს ეს კიდევ ერთხელ შეახსენა. თავიანთი გამარჯვებების სიაში სხვა ბევრი მოვლენა და ქვეყანა ჰყავთ შეყვანილი, მაგრამ საქართველო მათ შორის ჯერ არ არის.

რუსეთს უკვე დიდი ხანია, სურს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი დააარქივოს. სურს, დაასრულოს პოლიტიკური დებატები ამ თემაზე და ომს ჰუმანიტარული ჟღერადობა მისცეს. ანუ, თუ აქამდე ამბობდნენ: „ოკუპანტი რუსეთი“, „აფხაზეთი და ცხინვალი – ოკუპირებული ტერიტორიები“, „რუსეთმა მათი აღიარება უკან უნდა წაიღოს“ და ასე შემდეგ, ახლა რუსეთს სურს, აქცენტი გადაიტანოს დიალოგზე, ლტოლვილების მდგომარეობაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე ამ რეგიონებში და ასე შემდეგ. რუსეთ-საქართველოს შორის პოლიტიკური ფრონტის ხაზიც სწორედ აქ გადის.

მონიტორინგის კომიტეტის სხდომას, რომელიც სტრასბურგში გაიმართა, სწორედ ეს საკითხი უნდა გადაეწყვიტა. მოგვიანებით დიკ მარტიმ (მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე) 2008 წლის ომთან დაკავშირებით შენიშნა: ჩვენ სპეცმომხსენებელი არ გვეყოლება, მომხსენებლები დაინიშნებიან ცალკე რუსეთში და ცალკე საქართველოშიო. ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს – დიპლომატიური ომი ჯერ ისევ გრძელდება. ვერც ერთმა მხარემ გამარჯვება ვერ მოიპოვა. მოსკოვი საკუთარ მოგებად იმას მიიჩნევს, რომ ომის თემაზე სპეცმომხსენებელი არ ეყოლება. ასეთი განცხადებები გააკეთეს ევროსაბჭოში რუსმა დეპუტატებმა. საქართველოს დელეგაციის განმარტებით კი, რუსეთს თავად სურდა სპეცმომხსენებლის დანიშვნა იმისთვის, რომ ევროსაბჭოს, წინა რეზოლუციებთან შედარებით, რბილი და აბსტრაქტული ხასიათის რეზოლუცია მიეღო.

ასე რომ, რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ომი გრძელდება და ის, როგორც ყველაფრიდან ჩანს, მარტივი არ იქნება არც ფორმით და არც შინაარსით.კუკავა-დავითაშვილი

ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაცია ერთხმად მოითხოვს – დროა, ქართველებმა აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკება დაიწყონ. ეს უკვე ახალი რეალობაა, ისინი დამოუკიდებელი ქვეყნები არიან და დროა, თბილისი ამას შეეგუოსო. სტრასბურგში ამას აცხადებს როგორც გენადი ზიუგანოვი (ოპოზიცია), ისე კონსტანტინ კოსაჩოვი (სახელისუფლებო პარტია).

დიალოგის დაწყება და საკითხის პოლიტიკურიდან ჰუმანიტარულ ჭრილში გადაყვანა უკვე ნიშნავს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებას. და სწორედ მაშინ, როცა რუსეთ-საქართველოს შორის ფრონტის ხაზი ამ საკითხზე იყო გახსნილი, ევროსაბჭოში კუკავა-დავითაშვილი გამოჩნდნენ. მათ დახურული შეხვედრები გამართეს, მათ შორის, ასამბლეის პრეზიდენტთანაც. დეპუტატებმა მოგვიანებით პირად საუბრებში აღნიშნეს, რომ კუკავა-დავითაშვილი (ანუ საქართველოს ოპოზიცია) მზად არიან დიალოგისთვის. ანუ კუკავამ და დავითაშვილმა სტრასბურგში თქვეს ის, რაც რუსეთის მთავარი მესიჯი იყო – ეს ხელისუფლება არ არის მზად დიალოგისთვის, ჩვენ მზად ვართო.

პრინციპში, აქ ახალი და სკანდალური არაფერია. კუკავა-დავითაშვილი ხომ ზურაბ ნოღაიდელთან ერთად იყვნენ ალიანსში. ნოღაიდელს კი რუსეთის სახელისუფლებო პარტია „ედინნაია როსიასთან“ აქვს ხელშეკრულება გაფორმებული. მართალია, ალიანსი დაიშალა, მაგრამ კუკავა-დავითაშვილი რუსებმა მაინც გამოიყენეს. გამოიყენეს იმისთვის, რომ ევროსაბჭოში ეთქვათ: ხომ ხედავთ, პრობლემებს საქართველოს ხელისუფლება ქმნის, თორემ ოპოზიცია მზად არის თანამშრომლობისთვისო. ასე რომ, ეს იყო სტრასბურგში მათი გამოჩენის მთავარი მოტივიც და ამოცანაც. საინტერესო მხოლოდ ისაა, რომ ზურაბ ნოღაიდელი არ გამოჩნდა.

როგორც ჩანს, კუკავასა და დავითაშვილს კარგად ესმით, რომ კარგ საქმეს არ აკეთებენ, ამიტომაც, ცხარედ უარყოფენ რუსეთთან რაიმე სახის კავშირს. თუმცა, ეს უკვე ფაქტია.

კუკავა და დავითაშვილი რომ მალავენ თავიანთ საქმიანობას, ეს გასაკვირი არ არის. რუსეთმა ევროპარლამენტის დეპუტატებიც კი აიძულა, ევროსაბჭოს საკუთარი შეხვედრების შესახებ დაუმალონ. მაგალითად, დიკ მარტი (მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე) აფხაზებსა და ოსებს შეხვდა და მერე იძულებული გახდა, ეს შეხვედრა დაემალა. ასეთივე მდგომარეობაში ჩავარდა ანდრეას გროსიც, რომელიც ერთ-ერთი მომხსენებელია რუსეთის საკითხზე. დუმაში მას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სპიკერები დააყენეს თავზე. რა უნდა ექნა გროსს, ის იძულებული იყო, მათი იქ ყოფნა აეტანა, – მითხრეს რუსმა ჟურნალისტებმა. თუმცა, ამ შეხვედრის შესახებ გროსმაც დუმილი არჩია.

საქართველოში მიიჩნევენ, რომ დიპლომატობა მათ დუმილის პრივილეგიას სულაც არ აძლევს. ექსპერტ სოსო ცინცაძის განმარტებით:

– საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის დიკ მარტის მარიონეტული ხელისუფლებების წარმომადგენლებთან შეხვედრის ფაქტიც ოფიციალურად უნდა გაეპროტესტებინა, ისევე, როგორც ეს ისრაელმა გააკეთა, როდესაც 1979 წელს გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი ენდრიუ იანგი პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. საერთაშორისო სკანდალს მაშინ ამ პერსპექტიული დიპლომატის, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტობასაც უწინასწამეტყველებდნენ, თანამდებობიდან განთავისუფლება მოჰყვა.

ბოლო დროს ევროსაბჭოში ყველა აღიარებს მოსკოვის გავლენების გაძლიერებას. ის, ალბათ, ერთადერთი ქვეყანაა, რომლის შესახებაც მოხსენება ბოლოს 2005 წელს გაკეთდა...

ახლა სკანდალურმა გროსმა უნდა გააკეთოს მოხსენება. მოსკოვში ის უკვე რამდენჯერმე იყო. ბოლო ვიზიტის დროს ხადარკოვსკიც მოინახულა და დასავლურ მედიასაც არ დაუმალა საკუთარი დადებითი შთაბეჭდილებები: ხადარკოვსკიმ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინაო. რუსეთში გროსის დადებითი ტონი არ მოეწონათ. ასე რომ, საინტერესოა, მოხვდება თუ არა ხადარკოვსკი გროსის მოხსენებაში და თუ მოხვდება, როგორ ტონში.

ptpress.ge

http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif2907431438646605030-9075035151461843260?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...