planetanews Posted February 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2011 http://b.pix.ge/u/5e78n.jpg ჯონჯო შელვი ამბობს, რომ მას დიდი სურვილი აქვს მალე განაახლოს ვარჯიში და რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს გუნდს.გუშინ, მერსისაიდელმა ექიმებმა , ახალგაზრდა ნახევარმცველს დაუდგინეს გულდასაწყვეტი დიაგნოზი, მუხლის ტრამვის გამო იგი ვერ შეძლებს მოედანზე გამოსვლას 3 თვის განმავლობაში , მაგრამ ჯონჯო არ კარგავს იმედებს და თავის მომავალს ნათელ ფერებში ხედავს. “მინდა, რაც შეიძლება მალე მოვიშორო ყოველგვარი პრობლემა და დავბრუნდე კლუბში სავარჯიშოდ”-ამბობს შელვი. ”მე დიდ სიამოვნებას ვიღებდი, როდესაც თვალყურს ვადევნებდი ამ სეზონის მთავარი კლუბის თამაშებს, მაგრამ კენი დაგლიშთან ერთად მუშაობა- ეს სულ სხვა სიამოვნებაა ჩემთვის.” ” ლივერპული გაძლიერდა არა მხოლოდ თამაშით, არამედ მორალურადაც, რასაც ბოლო ხანს ჩატარებული შეხვედრებიც ადასტურებს. დარწმუნებული ვარ, რომ ერთი-ორი თვის წინათ, არავის სჯეროდა იმის, რომ ლივერპული ჩელსის თავისივე სტადიონზე “სტემფორდ ბრიჯზე” დაამარცხებდა.” ” კენის წყალობით, კლუბი ბევრად გაუმჯობესდა. მართალია მე ვერ მოვახერხე თამაში ტრამვის გამო, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვიყავი რომ ბიჭებმა ამხელა გამარჯვება მოიპოვეს”. ახალგაზრდა ინგლისელი ნახევარმცველი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მისი ტრამვის შესახებ გახდა ცნობილი, შელვის მოსანახულებლად მივიდნენ ლივერპულის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები, მათ შორის ჯეიმ კარაგერიც. კენი დაგლიშის გამოჩენის შემდეგ, ახალგაზრდა ნახევარმცველი ხშირად ვარჯიშობდა პირველ გუნდთან ერთად. ის ამბობს: “ძალიან სასიამოვნოა, როდესაც შენ გამჩნევენ ისეთი ადამიანები, როგორიცააა კენი დალგლიში. რათქმაუნდა ეს ჩემთვის დიდი პატივია. ძალიან ბედნიერი ვარ , ასევე ჩემი ოჯახიც.” “როდესაც კენი გახდა კლუბის მენეჯერი, მან მითხრა, რომ უნდა გავაგრძელო იმის კეთება, რასაც ყოველთვის ვაკეთებ. ის დამპირდა, რომ განიხილავს ჩემ კანდიდატურას. ალბათ, რათქმა უნდა დამეთანხმებით, რომ ეს ყველა ფეხბურთელისათვის დიდი სტიმულია.” ” აღფრთოვანებული დავრჩი მერსისეიდულ დერბთან თამაშისას, სადაც იყო ფანტასტიკური ატმოსფერო, რომელიც არასდროს დამავიწყდება” - განაცხადა ჯონჯო შელვიმ. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts