Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ლივერპული ბარსას ჰავბეკის შესაძენად მზადაა


Recommended Posts

http://a.pix.ge/r/2qib9.jpg

 

ესპანეთში გავრცელებული ხმების თანახმად, ლივერპული ზაფხულში ბარსელონას 20 წლის ესპანელი თავდამსხმელის, ბოიან კრკიჩის სანაცვლოდ €20 მილიონ ევროს შესთავაზებს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ლივერპულმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ორ თავდამსხმელში (სუარესი 25 მლნ – ქეროლი 35 მლნ) 60 მილიონი გირვანქა გადაიხადა, ისინი კვლავ (გა)აგრძელებენ ნიჭიერი ფორვარდების შეძენას.

 

ლივერპულის სტატეგიის უფროსი, დამიენ კომოლი აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებს – ის მზადაა “ნოუ კამპს” თავისი ნიჭიერი ფეხბურთელი, დაახლოებით €20 მილიონის სანაცვლოდ “წაართვას”.

 

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბარსელონას ამჟამინდელმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ კრკიჩი დათმოს, მაგრამ სათამაშო დროის უკმარისობის გამო, შესაძლოა ბოიანის აგენტმა ლივერპულის წინადადება მიიღოს.

 

ესპანელმა ფორვარდმა ბარსასთან ახალ კონტრაქტს ცოტა ხნის წინ მოაწერა ხელი – ის “კამპ ნოუს” 2015 წლამდე ეკუთვნის. მიუხედავად 9 ნომრისა (კრკიჩი ზუსტად ამ ნომრით თამაშობს ბარსელონაში) მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 3 გოლია.

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...