planetanews Posted February 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2011 http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/10/46582.jpgსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტის დროს ლონდონში ქართველი მაღალჩინოსნების შვილებს შორის ინციდენტი მოხდა.როგორც “პირwელს” ლონდონიდან სარწმუნო წყარომ აცნობა, ქართველებს შორის ინციდენტი ლონდონის იმ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც უწმინდესი და უნეტარესი წირვას აღავლენდა. “წირვის დროს, რომელსაც 1000-მდე ქართველი ესწრებოდა, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვაჟი შალვა ადეიშვილი და “შავნაბადას” ბატალიონის ერთ-ერთი მეთაურის, გენერალ რევაზ ბეჟაშვილის შვილი გიორგი ბეჟაშვილი დაუპირისპირდნენ. არსებული ინფორმაციით, მათ შორის შელაპარაკება პულიტიკური მოტივით დაიწყო. გიორგი ბეჟაშვილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ექს-მინისტრ თენგიზ გაზდელიანის შვილიშვილი გიგა გაზდელიანი გამოექომაგა, რის შედეგადაც შალვა ადეიშვილი სასტიკად იქნა ნაცემი და მისთვის პირველადი დახმარების ჩატარება გახდა საჭირო. ჩხუბის შეწყვეტა ახლომდებარე ტერიტორიაზე მყოფმა ახალგაზრდებმა მოახერხეს” – აცხადებს წყარო. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts