planetanews Posted February 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2011 http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/02/leibebi02-300x240.jpgკომუნალური გადასახადების ერთიანი ქვითრის გაუქმების მოთხოვნით, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერებმა მეტრო “მარჯანიშვილთან” სხვადასხვა სახის ფლაერები დაარიგეს. ამით მათ მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სამშაბათს, 15 თებერვალს, 13:00 საათზე, “ლეიბორისტული პარტიის” ორგანიზებით “თელასის” ცენტრალურ ოფისთან გაიმართება საპროტესტო აქცია, რითაც “ლეიბორისტები” კომუნალური გადასახადების ერთიანი სისტემის გაუქმებას მოითხოვენ. როგორც “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა ჯიბლაძემ განაცხადა, კომუნალური გადასახადის ერთიანი ქვითარი არცერთ ქვეყანაში არ მოქმედებს და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველო არ უნდა იყოს. პაატა ჯიბლაძის განცხადებით, ეს არის უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ სასწრაფოდ უნდა გააუქმოს. IPN Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts