planetanews Posted February 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2011 http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/02/logo.jpgახალგარზდა ლატვიელ ჰომოსექსუალებს ამიერიდან საკუთარი საიტი ექნებათ. პროქეტი Skapis.eu შექმნა ლგბტ უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „მოზაიკა“, რაშიც მას სორისის ადგილობრივი ორგანიზაცია „ღია საზოგადოება – ლატვია“ დაეხმარა. საიტზე განთავსებულია ინფორმაცია სექსუალობის, სხვადასხვა სქესობრივი იდენტობის შესახებ, ლგბტ მოძრაობის ისტორია, უსაფრთხო სექსისა და აქტიური დასვენების თაობაზე. ინფორმაცია თავმოყრილია ოთხ განყოფილებაში: „მშობლებისთვის“, „ახალგაზრდებისთვის“, „მეგობრებისთვის“ და „მასწავლებლებისა და სოციალური მუშაკებისთვის“. „სახელწოდება Skapis (კარადა) შემთხვევით არ შეგვირჩევია. კარადა ეს ის ადგილია, სადაც ადამიანები ბავშვობაში იმალებიან. ბევრისთვის მოგვიანებით ეს იმ ადგილად იქცევა, სადაც დაფარულია სექსუალური ორიენტაცია ან სქესობრივი იდენტურობა“, – ამბობენ „მოზაიკის“ წარმომადგენლები. ლატვიური ენის გარდა საიტს აქვს რუსულენოვანი და ინგლისურენოვანი სექციებიც. წყარო: ბლოგი ცისარტყელა Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts