planetanews Posted February 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2011 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/02/E3259ECA-D7C3-4E36-9B28-50F502CEBE05_mw800_mh600.jpgსაქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იმედოვნებს, რომ დღევანდელი პირველკლასელები ძალიან მალე მსოფლიოს ახალ ბილ გეითსებად და მარკ ცუკერბერგებად მოევლინებიან. ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებამ დაიწყო პირველკლასელებისთვის კომპიუტერების დარიგება, რასაც თავდაპირველად ბევრი აკრიტიკებდა. კერძოდ, პრეზიდენტის თქმით, ამბობდნენ, რომ ბავშვებს მხედველობა დააკლდებოდათ, გამოჩლუნგდებოდნენ, ხერხემალი გაეღუნებოდათ და დაინვალიდდებოდნენ.<br style="padding: 0px; margin: 0px;" /> “რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის სისულელე”, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მისი აზრით, საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში ბავშვები უკვე უკირკიტებენ ამ კომპიტერებს.<br style="padding: 0px; margin: 0px;" /> პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ამ კირკიტის შედეგად ეს ბავშვები მსოფლიოს მალე ახალ ბილ გეითსებათ და მარკ ცუკერბერგად მოევლინებიან. IPN Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts