Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- სტეფან კოჰის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს კიდევ ერთი მუხლი დაემატა


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/be2b17c064ae09f8eb7b68552a0c3bb9.jpgსაფრანგეთის მოქალაქის, კომპანია “სისტრას” ინჟინერის, სტეფან კოჰის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს კიდევ ერთი მუხლი დაემატა.

 

ასასრულწლოვანს გამოძიებამ სს კოდექსის 177-ე მუხლით (ქურდობა) წაუყენა ბრალი. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ამჟამად გამოძიება 108-ე (მვლელობა) და 177-ე მუხლებით (ქურდობა) მიმდინარეობს.

 

17 წლის ეჭვმიტანილი თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 27 იანვარს საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. იმავე დღეს შსს-მ გაავრცელა არასრულწლოვანის აღიარებითი ჩვენება.

 

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგაზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტის” ნომერში, დანის გამოყენებით, მრავლობითი ჭრილობა მიაყენა სტეფან კოჰენს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა სასტუმროს ნომრიდან მოიპარა სამი მობილური ტელეფონი, ფოტოაპარატი და პორტატული კომპიუტერი. თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამოღებულია დანაშაულის იარაღი და მოპარული ნივთები.

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...