Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

მიმდინარე წელს ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა პირველი შეხვედრა ჩაატარა. კვიპროსზე ნეიტრალურ მოედანზე ჩვენს მეზობელ სომხებს დავუპირისპირდით და 2:1 მოვუგეთ.

თემურ ქეცბაიას თითქმის ოპტიმალური შემადგენლობა ყავდა გამოძახებული, მარტში ხორვატებს ვეთამაშებით და ეს შეხვედრაც ბოლო რეპეტიცია იყო.

დაცვის ცენტრში ხუბუტია–კალაძის წყვილი დადგა, ფლანგებზე სალუქვაძე და კობიაშვილი ( ბოლო წლებში პირველად კობი დაცვაში იყო დაწეული ). საყრდენის როლს დაუშვილი–ხიზანიშვილი ასრულებდა, ნახევარდაცვის ფლანგებზე გოგუა–იაშვილი. წინ შეტევაში სირაძე იდგა, ვისაც შედარებით მოედნის სიღრმიდან ანანიძე ეხმარებოდა.

შეხვედრა ჩვენი მცირე ტერიტორიული უპირატესობით დაიწყო. ტაიმის ნახევარი მიწურული იყო და სულ თითო–თითო სახიფათო მომენტი თუ შეიქმნა აქეთ–იქით კარებთან. ჩვენგან ანანიძეს შეეძლო გატანა, როცა დაახლოებით თერთმეტმეტრიანის ნიშულიდან ბურთი კარს ააცილა.

22–ე წუთი მიდიოდა, ხიზანიშვილმა მოედნის ცენტრში ივარგა – მეტოქეს გაექცა და ფლანგზე გაქცეულ კობიაშვილს კარგად შეაყოლა ბურთი, ვინც კარის გასწვრივ გაგზავნა დაბალი პასი და დასწრებაზე მოთამაშე იაშვილს გაატანინა – 1:0.

დიდი დრო არ იყო გასული, მეორეც შევაგდეთ – ჯანომ ფლანგზე იაშკასთან გაათამაშა კომბინაცია, საჯარიმოში კიდიდან შესულმა ბოლომდე იბრძოლა და ბურთი მოედნის სიღმისკენ გაგზავნა, მას კობიაშვილი შეეგება – სიჩქარე აკრეფილმა ბურთს ფეხი მოუქნია და რომ არა მცველი, გოლსაც გაიტანდა – სომეხი მოთამაშე ზედ კარის ხაზზე გადაეღობა დარტყმულს, თუმცა იქვე სირაძემ ითამაშა დამატებაზე და ანგარიშშიც სოლიდურად დავწინაურდით. ტაიმიც ასე მიიწურა.

შესვენებაზე ქეცბაიამ ნახევარი გუნდი გამოცვალა, რაც თამაშსაც დაეტყო – ჩვენები აირივნენ, ბურთს ვეღარ იჭერდნენ. სომხები უპირატესობას დაეუფლენ და ძირითადად საშუალო დისტანციიდან დარტყმებით ცდილობდნენ გოლის გატანას. რამოდენიმეჯერ კარგადაც გამოუვიდათ, მაგრამ მეკარემ მოგვევლინა მშელელად.

ტაიმის შუაში მაინც გავუშვით – მსაჯი აშკარად შეცდა, როცა მცირე დარღვევაზე თერტმეტმეტრიანის ნიშნულისკენ გაიშვირა ხელი. სომხების თავდამსხმელს ბურთი უკვე საკმაოდ შორს ქონდა გაშვებული, კვირკველიამ ხელი რომ უბიძგა, ასეთ რამეზე პენალტი არ ინიშნება ხოლმე. მოკლედ მეტოქემ საჩუქარი შეირგო და ანგარიში გაქვითა.

თამაშის შინაარსი ამის მერეც არ შეიცვალა. მეტოქე გვიტევდა და ჩვენ ბურთის მოგერიებით ვიყავით დაკავებულები.

და რა ვქენით მეორე ტაიმში საერთოდ ღირებული?! მცირე რამ. ჯერ შეხვედრის მიწურულს კუთხური მოვიპოვეთ, რომლის ჩამოწოდების შემდეგ სომეხმა მცველმა ლამის საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი – მეკარემ ივარგა, დამატებაზე კი ანანიძე ურტყავდა, მაგრამ ამჯერად უკვე მცველებმა მოიგერიეს კარისკენ წასული ბურთი.

მერე კი ცოტახანში სირაძე დარჩა მეკარესთან ერთი–ერთზე, მაგრამ ბურთი ძაან ცერად გაექცა და გოლის გატანის კარგი შანსი გაანიავა – თუმცა მან ბურთი რბილად ისევ საჯარიმოს ცენტრისკენ ჩაკიდა, სადაც მას ანანიძე დახვდა და შეეძლო კიდეც გოლის გატანა, ცოტა ხეირიანად რომ მოექნია ბურთისთვის ფეხი.

ბოლოს ისევ სომხებმა გაიფაფხურეს და შეხვედრაც საბოლოოდ ასე მორჩა 2:1. გრძელდება ჩვენი ნაკრების დაუმარცხებელი სერია.

ჩვენ მოთამაშეებზე რომ ვთქვა ერთი–ორი სიტყვით – განსაკუთრებულად ვერავის გამოვარჩევ, ნორმალური იყო დაცვის ცენტრში კალაძე–ხუბუტიას დუეტი. ხიზანიშვილი შეტევაში უფრო სასარგებლო იყო ვიდრე თავის უშუალო მოვალეობის შესრულებისას – ჩამშლელობას კარგად ვერ თამაშობდა და იყო კიდეც გარკვეული წნეხი სომხებისგან – ცენტრიდან ბევრი თავსატეხი გაგვიჩინეს. იმედია კანკავა აღიდგენს ფორმას და მაგ პოზიციაზე პრობლემას მოგვიხსნის.

ტრადიციულად საზიზღრად ითამაშა შეცვლაზე შემოსულმა მერებაშვილმა – ერთი სასარგებლო რამეც, უბრალოდ კარგი პასით ვერ გააკეთა მთელი ტაიმის განმავლობაში. ნორმალურად ითამაშეს კობიაშვილმა, ანანიძემ, სირაძემ.

მოკლედ წინ ხორვატებთან თამაშია…

 

 

http://feeds.wordpress.com/1.0/comments/zvigena.wordpress.com/408/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/zvigena.wordpress.com/408/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/zvigena.wordpress.com/408/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/zvigena.wordpress.com/408/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/zvigena.wordpress.com/408/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/zvigena.wordpress.com/408/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/zvigena.wordpress.com/408/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=zvigena.wordpress.com&blog=6944496&post=408&subd=zvigena&ref=&feed=1

 

სრულად ზვიგენას ბლოგი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...