Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

. . .

 

ფრენკ ვინსენტ ზაპა (ინგლ. Frank Vincent Zappa, დაიბადა 21 დეკემბერი, 1940 – გარდაიცვალა 4 დეკემბერი, 1993) ამერიკელი კომპოზიტორი გიტარისტი, მომღერალი, კინორეჟისორი და სატირიკოსი. იყო როკ-ჯგუფის „The Mothers of Invention“ ლიდერი. გრემის ლაურეატი.

ზაპა ერთ–ერთი ყველაზე ნაყოფიერი მუსიკოსი იყო თავის ეპოქაში. 33 წლიანი კარიერის განმავლობაში, მან გამოუშვა 60 ალბომზე მეტი, რომელთაგანაც თითქმის ყველა შეიცავდა განუმეორებელ კომპოზიციებს. ამის გარდა, ის ცნობილი იყო, როგორც ელექტროგიტარისტი, მულტიინსტრუმენტალისტი, ხმის ინჟინერი და პროდიუსერი. გააჩნდა ენციკლოპედიური ცოდნა სტუდიურ ტექნოლოგიებზე. დებიუტის შემდეგ, 1966 წელს ყველა თავისი ალბომის პროდიუსერი თვითონ გახლდათ. მუშაობდა მრავალ ჟანრში, წერდა მუსიკას როკ–ჯგუფებისთვის, ჯაზ-ანსამბლებისათვის, სიმფონიური ორკესტრებისთვის, ზაპას ალბომებს ყოველთვის არა, მაგრამ მაინც ჰქონდა კომერციული წარმატება (ალბომი „Apostrophe“ 1974 წელს გახდა ოქროსი).

 

ბიოგრაფია:

ფრენკ ვინსენტ ზაპა დაიბადა 21 დეკემბერს 1940 წელს ბალტიმორში. (შტატი მერილენდი აშშ). ევროპელი ემიგრანტების ოჯახში. ზაპას მამა დაიბადა სიცილიაზე. წარმოშობა ბერძნულ-ლიბანური ჰქონდა. დედა ნახევრად იტალიელი ნახევრად ფრანგი იყო. ზაპა ახალგაზდობაში დაინტერესებული იყო სხვადასხვა მუსიკით, მათ შორის ავანგარდისტი კომპოზიტორებით ედგარ ვარეზით და იგორ სტრავინსკით. ასევე თანამედროვე ჯაზით და შავი რიტმ-ენდ-ბლუზით. ოცნებობდა გამხდარიყო კომპოზიტორი. 1959 წელს გადავიდა ლოს-ანჯელესში, სადაც ცხოვრობდა სიცოცხლის უმეტესი ნაწილი. იქ დაიწყო პროფესიონალი მუსიკოსის კარიერა, დაწერა რამოდენიმე სიმღერა და საუნდთრექი. 1960-1970 წლებში ზაპა იყო ჯგუფ “The Mothers of Invention” ლიდერი, რომელთან ერთადაც გამოუშვა რიგი ალბომებისა სახელწოდებით "Frank Zappa and the Mothers of Inventions" და "Frank Zappa and the Mothers". ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 1964 წელს ზაპა შეუერთდა ჯგუფ "The Soul Giants". როგორც გიტარისტი და მალევე გახდა ჯგუფის ლიდერი, კოლექტივმა შეიცვალა სახელწოდება და დაერქვა "The Mothers". შემდეგში ჯგუფმა მოაწერა ხელი კონტრაქტს ლეიბლ “Verve Records”–თან და შეიცვალა სახელი ლეიბლის მითითებით "The Mothers of Inventions"–ზე, რადგანაც სიტყვა “Mother” იყო შემოკლებული ვარიანტი სალანძღავი სიტყვის “Motherfucker”. კოლექტივის სადებიუტო ალბომი გამოვიდა "Freak Out!" 1966 წელს. 1960 წლის ბოლოს ჯგუფი დაიშალა. ზაპამ კი სოლო მასალის ჩაწერის შემდეგ, 1970 წელს ახალი შემადგენლობით შეკრიბა ჯგუფი "The Mothers". 1969 წელს ფრენკ ზაპა პროდიუსერი იყო ელის კუპერის სადებიუტო ალბომის (Pretties for You). 1971 წელს მონაწილეობდა კონცერტში ჯონ ლენონთან და იოკო ონოსთან ერთად. 1970-1980 წლებში ზაპა დაკავებული იყო აქტიური მუსიკალური შემოქმედებით. ამ წლების ალბომებში გამოირჩეოდა "Sheik Yerbouti" (1979, ჩაწერილია 1977-78 წლებში) ჰიტით "Bobby Brown" და ალბომი "Joe's Garage" (1979). 1980 წელს ზაპასთან ჯგუფში უკრავდა სტივ ვეი (ამერიკელი როკ–გიტარისტი). 1980 წლისთვის ზაპა დაინტერესებული იყო პოლოტიკით, არ გამორიცხავდა აშშ–ს პრეზიდენტის არჩევნებშიც მიეღო მონაწილეობა. ამ პერიოდში მან მოინახულა სსრკ, შეხვდა ალფრედ შნიტკეს და სტას ნამინს (ანასტას მიქოიანი). 1991 წელს ზაპას დაუსვეს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი. ამის შემდეგ ზაპა აგძელებს მუსიკალურ სამყაროში აქტიურ მოღვაწეობას. ფრენკ ზაპა გარდაიცვალა 1993 წლის 4 დეკემბერს, წინამდებარე ჯირკვალის (პროსტატა) ავთვისებიანი სიმსივნით.

ზაპას მუსიკა დღესაც სრულდება ცოცხლად, თრიბიუთ ჯგუფების მიერ. ასევე “Zappa Plays Zappa” მიერ, რომელსაც შვილი დუიზი ზაპა მართავს, ზაპას ყოფილი მუსიკოსების მონაწილეობით.

 

საინტერესო ფაქტები:

1971 წელს "Frank Zappa & The Mothers" კონცერტის დროს მონტროში (შვეიცარია) გაჩნდა ხანძარი. რომლის დროსაც დაიწვა კაზინო, სადაც კონცერტი ტარდებოდა, მთლიანად დაიწვა ჯგუფის აპარატურა. სავარაუდოდ ერთ-ერთმა შვეიცარიელმა ფანმა გაუშვა სასიგნალო მაშხალა. ეს შმთხვევა აღსანიშნავია ასევე იმით, რომ ნახსენებია ჯგუფ დიფ ფარფლის სიმღერაში "Smoke on the Water" , რადგანაც ხანძარს თვალს ადევნებდნენ ჯგუფის წევრები,რომლებიც იმყოფებოდნენ იმ დღეს იმ ქალაქში, ცეცხლმოკიდებული კაზინოდან ჟენევის ტბაზე წამოსული კვამლის ნახვის შემდეგ გაჩნდა სიმღერის იდეაც. არსებობს ვიდეო მასალა, სადაც ამ ფაქტს იხსენებს რიჩი ბლექმორი.

1971 წელს ზაპა ლონდონში მართავდა კონცერტს, ამ დროს მას თავს დაესხა მისი ერთ-ერთი ფანის ეჭვიანი "ბოიფრენდი" და ხელის კვრით იგი ჩააგდო საორკესტრო ორმოში. ზაპამ სერიოზული ტრამვები მიიღო, რამაც ის ცოტა ხნით ინვალიდის სავარძელს მიაჯაჭვა. თუმცა ტრამვები მოიშუშა და ჩვეული შემართებით დაუბრუნდა მუსიკას.

1995 წლის დეკემბერში, ვილნიუსში ფრენკ ზაპას დაუდგეს ძეგლი, სკვერში პოლიკლინიკასთან, კალინაუსკოს ქუჩაზე. ძეგლი გაკეთებული იყო ენთუზიასტთა ინიციატივით. თავდაპირველად იგეგმებოდა ძეგლის დადგმა მ.კ. ჩურლონისას სახელობის გიმნაზიასთან, მაგრამ საზოგადოების კონსერვატულმა ნაწილმა ეს გადაწყვეტილება გააპროტესტა, ისინი აცხადებდნენ, რომ: საეჭვო ფიგურა უარყოფით გავლენას მოახდენდა მოზარდებზე. ამის და მიუხედავად ძეგლი მაინც იქნა დადგმული, შემოწირულობების და საქველმოქმედო კონცერტების ხარჯზე. დღეისთვის ზაპას ძეგლი ვილნიუსში, ერთ-ერთ ტურისტულ ღირშესანიშნაობად ითვლება.

 

ზაპას ციტატები:

ფრენკ ზაპა ერთ–ერთი იმათგანია, რომელთაც მიეწერებათ ფრაზა "ისაუბრო მუსიკაზე – ეს იგივეა, რომ იცეკვო არქიტექტურაზე".

"დიდი ნაწილი როკ–ჟურნალისტებისა არიან ადამიანები, რომლებმაც არ იციან წერა, რომლებიც იღებენ ინტერვიუს მათგან, ვინც არ იციან ლაპარაკი და წერენ მათთვის, ვინც არ იცის კითხვა" (ორიგინალში: Most rock journalism is people who can't write interviewing people who can't talk for people who can't read.)

"მე ვარ ყველაზე დიდი გიტარისტი ბიზნესმენებს შორის და ყველაზე დიდი ბიზნესმენი გიტარისტებს შორის"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ პლანეტა დიდი ენციკლოპედიაა! მშვენიერი თემაა! მიკვირს რატომ აქამდე არ იყო გახსნილი :))
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...