Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - მოქალაქეების ბრალდებები პრეზიდენტისადმი


Recommended Posts

 

 

პარლამენტში დეგეგმილ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ გამოსვლასთან დაკავშირებით საკანონმდელო ორგანოს შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, დევიზით - ”ერთი ადამიანი - ერთი ბრალდება”.

 

აქცია დღის 2 საათზე დაიწყო: მოქალაქეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და პრეზიდენტისადმი ბრალდებები წერილობით წარმოადგინეს.

 

„შეწყდეს დევნილთა უკანონო გამოსახლება!“- ამ ლოზუნგით მიმართა პრეზიდენტს დღეს დევნილმა მერი ქობალიამ აქციაზე. ”მე გურამიშვილის 64 ნომერში ვცხოვრობ და ჩვენ უკვე მივიღეთ გაფრთხილება გამოსახლებაზე. კორპუსში 22 ოჯახი ვართ, საყოფაცხოვრებო პირობები საშინელია, მაგრამ გასახლებას ისევ იქ ყოფნა გვირჩევნია”,-აცხადებს ქობალია.

 

უმუშევრობასა და მძიმე ეკონომიკური ვითარების შექმნაში ადანაშაულებს პრეზიდენტს გენადი კეკელია: ”მეც უმუშევართა მრავალრიცხოვან ჯგუფს მივეკუთვნები, სააკაშვილი კი არაფერს აკეთებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, პირიქით - ვითარება კიდევ უფრო მძიმდება”.

 

საკუთარი ბრალდება ჰქონდა წარმოდგენილი დღეს აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ”კონსერვატიული პარტიის” წევრს ლაშა ჩხარტიშვილს: ”დახვრეტის დაკანონება” – ამ ბრალდებას ვუყენებ მე სააკაშვილს. მისი რეჟიმის წყალობით დაუსჯელი რჩება უამრავი სასტიკი დანაშაული”,-აცხადებს ჩხარტიშვილი.

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...