planetanews Posted February 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/iusticiis-150x150.jpgსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის დელეგაცია სტუმრობდა. იუსტიციის სამინისტროში უცხოელი სტუდენტები იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელებს შეხვდნენ, დაათვალიერეს იუსტიციის სამინისტროს ახალი ადმინისტრაციული შენობა და სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს გაეცნენ. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა თავის მხრივ, ევროპელ სტუდენტებს სამინისტროში მიმდინარე პროექტები წარუდგინეს. მომსახურების სფეროში დანერგილი სიახლეები ევროპელ სტუდენტებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ ხოლო, არასრულწლოვანთა განრიდების, „ჩემი უფროსი მეგობრის“, სისხლის სამართლის ლიბერალიზაციის კუთხით განხორციელებული სხვა მნიშვნელოვანი რეფორმები, მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ და იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო გიგაურმა გააცნო. შეხვედრა სამინისტროში ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ელსა) პრეზიდენტთა საერთაშორისო სამიტის ფარგლებში შედგა. ახალგაზრდული სამიტის მიზანია ქართველი სტუდენტების დაახლოება ევროპელ ახალგაზრდებთან, მათთვის საქართველოს კულტურული და ტურისტული შესაძლებლობების, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების გაცნობა. ელსა-ს პრეზიდენტების საერთაშორისო სამიტი თბილისში სპორტისა და ახლაგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. ის 10 თებერვალს გაიხსნა და მასში ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 50-მდე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია (ელსა) საერთაშორისო, დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის ქვეყნების იურისტ სტუდენტებს აერთიანებს. ასოციაცია 1981 წლის 4 მაისს ვენაში შეიქმნა. დღეისათვის, ასოციაცია ორმოცი სახელმწიფოს 30 000-მდე ახალგაზრდა იურისტს აერთიანებს. საქართველო ამ ორგანიზაციის წევრი 2008 წელს გახდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts