planetanews Posted February 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/kvezereli-21-150x150.jpgსოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი სასურსათო ფასების მატებასთან დაკავშირებით, საიმედო პროგნოზებს ვერ აკეთებს. როგორც აგრალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა განაცხადა, როცა მთელს მსოფლიოში მოსავალი უკვე აღებულია, ფასებზე ზემოქმედება ძნელია. მინისტრის განმარტებით, ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების პროგრამები ხორციელდება. თუმცა, მსოფლიოში ყველა მთავრობას ასეთი პროგრამები ძალიან ლიმიტირებული აქვს. ,,სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს საკმარისი მარაგები აქვს, მათ შორის, ხორბლის მარაგის – 119 ტონა არსებობს. თუმცა, ერთი ტონა ხორბალი მსოფლიოში უკვე 30 დოლარით გაძვირდა და ეს იწვევს სხვადასხვა სახის პროდუქტზე ფასების ზრდას’’, – აღნიშნა კვეზერელმა. ამასთან, მინისტრი შაქრის ფასთან დაკავშირებით, ვერანაირ დამამშვიდებელ პროგნოზსს ვერ აკეთებს და აცხადებს, რომ მსოფლიო ბირჟაზე იგი 90%-ით გაძვირდა. რაც შეეხება სხვადასხვა პროდუქტზე დეფიციტს, კვეზერელის შეფასებით, სხვადასხვა რეგიონში დეფიციტი პანიკით იყო გამოწვეული. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts