planetanews Posted February 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/HosniMubarak-150x150.jpgჰოსნი მუბარაქმა ოჯახთან ერთად, ქაირო დატოვა. ამის შესახებ ტელეკომპანია “ალ-არაბია” იუწყება. მათი ინფორმაციით, იგი ისევ აგრძელებს პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას “ალ-ჯაზირას” ცნობით კი, ეგვიპტის არმიამ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების პირობად ქვეყანაში არეულობის დასრულება დაასახელა. ტელეარხის პირდაპირი ეთერში არმიის უმაღლესმა საბჭოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, გააუქმონ კანონი საგანგებო მდგომარეობის შესახებ, რომელიც ქვეყანაში უკვე 25 წელია მოქმედებს. საბჭოს განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა მაშინვე გაუქმდება, როგორც კი ეგვიპტეში მღელვარება შეწყდება. საგანგებო მდგომარეობის გაუქმება დემონსტრანტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. მათივე თქმით, გარდამავალ პერიოდში წესრიგს და უსაფრთხოებას დაიცავენ და არ დაიწყებენ იმ ადამიანების დევნას, რომლებიც საკუთარი უფლებების დასაცავად ქუჩაში გავიდნენ. შეგახსენებთ, რომ საპროტესტო გამოსვლები ეგვიპტეში უკვე სამი კვირაა გრძელდება. შედეგად, 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts