Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - “ავერსის” საქველმოქმედო ფონდი რუსთავის მოხუცებულთა თავშესაფარს დაეხმარა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/image0011-150x150.jpg“ავერსის” საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლები 10 თებერვალს რუსთავში მოხუცებულთა თავშესაფარს ესტუმრნენ. ფონდის ხელმძღვანელის ქეთევან ნემსაძის თქმით, ფარმაცევტული კომპანია “ავერსი” ამ თავშესაფარში მცხოვრებთ საჭირო მედიკამენტებით მუდმივად ამარაგებდა და პანსიონატის ბენეფიციარების მედიკამენტებით უზრუნველყოფაზე ამჯერად უკვე “ავერსის” საქველმოქმედო ფონდი იზრუნებს.

პანსიონატი 1992 წლიდან ფუნქციონირებს და აქ ამჟამად 28 ბენეფიციარია. მოხუცები ყოფილ ბაგა-ბაღის შენობაში ცხოვრობენ. მათზე პანსიონატის დამფუძნებელი ქალბატონი ნელი დარაშვილი და ორი მომვლელი ქალბატონი ზრუნავენ. აქ მძიმე ავადმყოფებიც არიან და სამუდამოდ ლოგინს მიჯაჭვულებიც, რომლებსაც არც მოძრაობა შეუძლიათ და მითუმეტეს, არც საკუთარ თავზე ზრუნვა. პანსიონატის ერთადერთი შემოსავალი კი მოხუცების პენსია და ქველმოქმედი ადამიანების შემოწირულობებია.

“ავერსის” წარმომადგენლები პირველად რომ მოვიდნენ, პროდუქტები მოგვიტანეს, შემდეგ დაათვალიერეს ჩვენი თავშესაფარი, დეტალურად გამოგვკითხეს, რა გვჭირდებოდა და მას შემდეგ მედიკამენტებით მუდმივად გვამარაგებენ. წამლები და ყურადღება ჩვენი მოხუცებისთვის მართლაც ფასდაუდებელია. დიდი მადლობა ამხელა მადლისთვის კომპანია “ავერსს”, რომლის ქველმოქმედებაც საქვეყნოდ არის ცნობილი” _ აღნიშნა ქალბატონმა ნელიმ.

თავშესაფარში მცხოვრებთა უმეტესობას ოჯახი არ აქვს, მათ კი, ვისაც შვილები და შვილიშვილებიც ჰყავთ, იშვიათად ინახულებენ ხოლმე. ქალბატონი ნელი კი მათთვის შვილივით არის, ახალი წელი საკუთარ ოჯახში უკანასკნელად როდის აღნიშნა აღარც ახსოვს, რადგან უმწეო მოხუცები, მისი ცხოვრების უმთავრესი საზრუნავი და საფიქრალია. თუმცა როგორც თავად აღნიშნავს, მათდამი დიდი სიყვარულის მიუხედავად, ყველაფერს ვერ გასწვდებოდა, რომ არა ისეთი კეთილი და ღვთისნიერი ადამიანები, როგორიც “ავერსის” დამფუძნებელი ბატონი პაატა კურტანიძე გახლავთ. სწორედ მათი დახმარებით და უფლის წყალობით არ აკლიათ მოხუცებს ოჯახური სითბო და მზრუნველობა.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...