planetanews Posted February 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/al_ahram_newspaper1.jpgეგვიპტეში სამთავრობო მედიასაშუალებები ხელისუფლების მისამართით კრიტიკას აძლიერებენ და პროტესტანტების მიმართ სიმპათიას გამოხატავენ. ფრანგული ტელეარხის მიერ გავრცელებული რეპორტაჟში ნათქვამია, რომ სახელისუფლო არხები კრიტიკას აძლიერებენ ხელისუფლების მისამართით. ეს ტონი ჯერ არ შეიძლება ჩაითვალოს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის სინონიმად, თუმცა სტატიებისა და რეპორტაჟების ტონალობა ყოველდღიურად იცვლება. “პირველი ათი დღე ეგვიპტის მედია სამარცხვინო იყო, თითქოს სხვა პლანეტაზე იყვნენ”, – წერს ქაიროში ამერიკის მედიაუნივერსიტეტის წარმომადგენელი რაშა აბდული. უცხოური მედიასაშუალებების ინფორმაციით, ოთხი სამთავრობო გაზეთიდან ერთ-ერთში მთავარი რედაქტორის გადადგომას ითხოვენ. სამშაბათიდან მოყოლებული ჟურნალისტები ოფისში რედაქტორის კაბინეტთან აქციებს აწყობენ; მეორე მსხვილ სამთავრობო გამოცემაშიც იგივე ხდება. ასევე, ვითარება იძაბება გაზეთ ~ალ ახრამშიც~, თანამშრომლების გაფიცვის შემდეგ, გამოცემის მთავარმა რედაქტორმა დამოკიდებულება შეიცვალა და ხელისუფლებას სიტუაციის შეცვლისკენ მოუწოდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts