planetanews Posted February 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/abiturientebi-150x150.jpg2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტები რეგისტრაციას ინტერნეტით გაივლიან. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში ინტერნეტ რეგისტრაციის სისტემის პრეზენტაცია გამართეს. ინტერნეტით რეგისტრაციის უპირატესობებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტს შეუძლია არაერთხელ შეცვალოს საკუთარი არჩევანი რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე. გარდა ამისა, ინტერნეტით რეგისტრაციისას აბიტურიენტი მაქსიმალურად დაცულია მექანიკური შეცდომებისგან. ასევე, აბიტურიენტებს შეუძლიათ საკუთარ სკოლებში (სკოლადამთავრებულებმა რესურსცენტრებში) შეავსონ სარეგისტრაციო ანკეტა. 14 თებერვლიდან, ონლინე რეგისტრაციისათვის აბიტურიენტი უნდა ეწვიოს სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდს www.naec.ge an online.naec.ge. აგრეთვე, 14 თებერვალს საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტების საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია დაიწყება. მსურველები ინტერნეტით უნდა დარეგისტრირდნენ. რეგისტრაციის პროცესი 25 მარტს შეწყდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts