Jump to content
Planeta.Ge

პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

Recommended Posts

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პავლე კუბლაშვილი ოპოზიციას კრიმინალურ სამყაროში დაბრუნების სურვილს ამჩნევს.

როგორც პავლე კუბლაშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ოპონენტები ხშირად აკრიტიკებენ კლიპს, რომელშიც ბავშვებს პოლიციის ფორმა აცვიათ.

"უბედურება ის კი არ არის, ბავშვებს ფორმა რომ აცვიათ და პოლიციელობაზე ოცნებობენ, უბედურება ის იქნებოდა, ჩვენი შვილები ისევ ქურდული და კრიმინალური მენტალიტეტით გაზრდილიყვნენ, ყველაზე საყვარელი სიმღერა კი "ასეთია ქურდი კაცის ბედი" ყოფილიყო", - დასძინა კუბლაშვილმა. მისი მტკიცებითვე, საქართველო კრიმინალური და ქურდული მენტალიტეტის ჭაობში აღარასოდეს დაბრუნდება

ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ოპოზიციას მოდერნიზაციის დროზე გადმოწყობას ურჩევს.

როგორც მაჭავარიანმა პარლამენტში გამართული დებატებისას განაცხადა, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური გაძლიერება და მისი განვითარება. მისი თქმით, ამერიკაში ვიზიტისას მოისმინა, რომ თავის დროზე, აშშ-ის პრეზიდენტ რეიგანსაც უკიჟინებდნენ, რომ ამერიკაში დემოკრატია დაეცა, ინფლაციაა და ა.შ.

მაჭავარიანის განცხადებით, რეიგანმა ასეთ კრიტიკას უპასუხა, რომ მისი დროით, ამერიკაში დემოკრატია არ დაეცა. "ამიტომ გადმოეწყეტ მოდერნიზაციის დროზე", – მიმართა მაჭავარიანმა ოპოზიციას და მათ ქვეყნის ერთად აღმშენებლობა შესთავაზა.

:mubaraq: :mubaraq: :mubaraq: :mubaraq:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პავლე კუბლაშვილი ოპოზიციას კრიმინალურ სამყაროში დაბრუნების სურვილს ამჩნევს

ბუ ჰაჰაჰაჰაჰაა :))

გადმოეწყეტ მოდერნიზაციის დროზე", – მიმართა მაჭავარიანმა ოპოზიციას და მათ ქვეყნის ერთად აღმშენებლობა შესთავაზა.

რომელ ოპოზიციას მიმართა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

laci

და 20 ლარანი ვაუჩერები...

ხო, ეს ჯერ არ მოუტანიათ ჩემთან, კიდე 30 ლარს მომცემენ ( არარ ვიცი შევიტანო ტუ არა ოჯახის ბიუჯეტში) :givi:

ჩვენი შვილები ისევ ქურდული და კრიმინალური მენტალიტეტით გაზრდილიყვნენ

ეს რა პასაჟია? :read:

ქართული და კრიმინალური ერთმანეთის ექვივალენთურია, თუ მე ვერ მესმის რამე? :007:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსთავი 2: პრეზიდენტს სიტყვა ტაშით 37ჯერ გააწყვეტიეს...

slaves in action..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

12 მომხმარებელი კითხულობს თემას

1 მომხმარებელი, 9 შსს საგარეო დაზვერვის განყოფილება სტუმარი, 2 ანონიმური წევრი

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს საინტერესოა:

საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე, გიორგი ახვლედიანმა პრეზიდენტს სთხოვა პირდაპირ განაცხადოს აპირებს თუ არა ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბაროს სხვა ძალას, თუ გეგმავს მის პრემიერ-მინისტრობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პრესპექტივას შესწიროს.

ამის შესახებ გიორგი ახვლედიანმა დღეს პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი აზრით, მიხეილ სააკაშვილი კიდევ 60 წელი ოცნებობს ხელისუფლებაში ყოფნას

ტუტუცი :)

პირდაპირ როგორ შეიძლება ასეთი შეკითხვის დასმა. ეს ხომ სახელმწიფო უსაფრთხოების ამბეა ბოლო-ბოლო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენი გათვლებით, 2015 წელს საქართველოს მოსახლეობა 5 მილიონიან ნიშნულს დაუბრუნდება , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს განვითარების გეგმა ეკონომიკის განვითარებასაც მოიცავს.

"2015 წლისთვის საქართველოს ბიუჯეტი უკვე გაორმაგებული იქნება, უმუშევრობა - ორჯერ შემცირებული, საშუალო ხელფასი - 50%-ით გაზრდილი. ხოლო საქართველო - ევროპის ყველაზე მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა", - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ამ მიზნების რეალიზაციას ემსახურება ყველა პროექტი, ყველა პროგრამა და რეფორმა, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს და მომავალშიც განხორციელდება.

http://www.interpressnews.ge/ge/politika/159343-mikheil-saakashvilma-2015-tslis-movlenebi-itsinastsarmetyvela.html

აი ვის გჯერავთ.... მართლა...

Edited by newstudio

სანტა კლაუსია ეს კეთილ........... თუ პრეზიდენტი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...