asds Posted February 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2011 (edited) MORALISTIსაქართველოს საზოგადოებას უწოდოთ დეგრადირებული- ამის უფლება არ გაქვთ.რატომ გგონიათ რომ არ მაქვს უფლება საზოგადოებას, რომლის წარმომადგენელი მეც ვარ და რომელიც 20 წელია არაადეკვატურ ნაბიჯებს დგავს დეგრადირებული ვუწოდო?? აბა რა ჯანდაბაა ეგ ოხერი თუ არა დეგრადირება, როცა ოც ლარად საარჩევნო ხმას ყიდიან, ორმოცდაათად შვილების მომავალს? არ მითხრა ყველა არ არის ეგეთი და უკეთესი ადამიანებიც არიანო, ვიცი რომ არიან, მაგრამ ყველაა პასუხისმგებელი იმაზე რაც ხდება.. საქართველოს მოსახლეობა დეგრადირების გზით მიდის ბოლო 20 წელი (ამ შემთხვევაში ბოლო 20 წელი თორემ ათწლეულებზეც შეგვიძლია საუბარი) და თუ ხალხმა ეს ვერ შეიგნო და პრობლემა ვერ დაინახა ვერც დაშვებული შეცდომების გამოსწორებას და შესაბამისად ვერც უკეთესი ხვალინდელი დღის უზრუნველყოფას შეძლებს.. თვითკრიტიკის უნარი უნდა გვქონდეს. ბოლო ბოლო სიმართლეს ალტერნატივა არ აქვს და არც შეიძლება ქონდეს.. ვიმეორებ რომ შეურაცხყოფას არ ვაყენებს მის უდიდებულესობა ხალხს, უბრალოდ ფაქტის კონსტატაციას ვახდენ, რაც ერთი და იგივე არ არის.. Edited February 11, 2011 by asds Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2011 20:46 11-02-2011 საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მთავრობისადმი მოსახლეობის საყვედურებში გარკვეულ ლოგიკას ხედავს. როგორც პრეზიდენტმა დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ყველა სახელმწიფო მოხელემ უნდა იცოდეს, რომ მთელი მათი მოღვაწეობა ხალხს ეკუთვნის. მისი თქმით, ხშირად მთავრობა დაკავებულია დიდი პროექტებით, მიკროეკონომიკური ამოცანების გადაწყვეტით და ავიწყდება თითოეული ადამიანის მასშტაბის ეკონომიკა. ის პატარა პრობლემები, რომლითაც უთენდებათ და უღამდებათ ქართულ ოჯახებს.პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ძალიან ბევრგან საქართველოში, უბრალო ადამიანებთან საუბრისას აწყდება ხოლმე მოსაზრებას, რომ მთავრობა ზრუნავს ქვეყანაზე, მაგრამ არ ზრუნავს ხალხზე. –– მსგავსი სისულელეს თქმას ნიჭი უნდა... ხო იცით! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
triumpi Posted February 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2011 შეხსენება ახლო წარსულიდან: სააკაშვილის ქაღალდზე დარჩენილი დაპირებები 1. მიხეილ სააკაშვილი თავის მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა საქართველოს სრულ ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში. ნაცვლად ამისა, მიხეილ სააკაშვილმა გაურკვეველი ვადით გაგვიგრძელა ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია 2. მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა, რომ სამხრეთ ოსეთში ქართული იურისდიქცია მშვიდობიანი გზით 2009 წლამდე აღდგებოდა. ნაცვლად ამისა, მიხეილ სააკაშვილმა წააგო ომი, რის შედეგადაც მივიღეთ ახალი დაკარგული ტერიტორიები და ათეულობით ათასი დევნილი 3. მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა, რომ შექმნიდა ძლიერ, პროფესიულ არმიას ნაცვლად ამისა, დღეს ქართული არმია სრულად დეზორგანიზებული და დაშლილია 4. მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა, რომ შექმნიდა დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლო სისტემას ნაცვლად ამისა, მიხეილ სააკაშვილმა შექმნა სასამართლო სისტემა, რომელიც წარმოადგენს პროკურატურის კანცელარიას 5. მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა ხელისუფლების დემოკრატიულ დანაწილებას და ორპალატიან პარლამენტს ნაცვლად ამისა, მიხეილ სააკაშვილმა მოახდენა მთელი ხელისუფლების უზურპაცია. 6. მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა მედიის დამოუკიდებლობის დაცვას ნაცვლად ამისა, მედიის დატერორება და ჟურნალისტების ცემა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ხელწერად იქცა 7. მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა სრულფასოვანი თვითმმართველობის ჩამოყალიბებას ნაცვლად ამისა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ დააკარგვინა ქალაქს ქალაქის, სოფელს სოფლის და რაიონულ ცენტრს რაიონული ცენტრის ფუნქცია 8. მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ნაცვლად ამისა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევრობის გამო სამშობლოს ტოვებს და სამსახურს საქართველოს ფარგლებს გარეთ ეძებს. 9. მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა ადგილობრივი პროდუქციისათვის გასაღების ბაზრების მოძიებას ნაცვლად ამისა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საქართველომ დაკარგა ის ბაზარი რაც ჰქონდა 10. მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა ბიზნესისათვის ინვესტიციების მოზიდვას ნაცვლად ამისა, დღეს საქართველოს სტრატეგიული ობიექტები გადაცემულია გაურკვეველი წარმოშობის კომპანიებზე 11. მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა კერძო საკუთრების დაცვას და ხელშეუხებლობას ნაცვლად ამისა, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ასობით მოქალაქეს წაართვა და დაუნგრია კერძო საკუთრება 12. მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა ძლიერი და ქმედითი პოლიციის სისტემის შექმნას ნაცვლად ამისა, მივიღეთ პოლიციის სისტემა რომელიც სიკვდილის ბრიგადებად გადაიქცა 13. მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა, რომ საპენსიო მინიმუმი გაუტოლდებოდა 100 დოლარს ნაცვლად ამისა, დღეს საპენსიო მინიმუმი დაპირების ნახევარიც არაა. 14. მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა ეროვნული ღირსებების დაცვას. ნაცვლად ამისა, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას აქვს მცდელობა ხაზი გადაუსვას ყოველგვარ ეროვნულ ღირებულებას 15. მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა 100 საავადმყოფოს აშენებას ნაცვლად ამისა, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში განადგურდა ჯანდაცვის სისტემა 16. მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა, რომ 2009 წლამდე სიღარიბეს საბოლოოდ დასძლევდა ნაცვლად ამისა, სიღარიბესთან ბრძოლა მიხეილ სააკაშვილმა უფასო სასადილოების გახსნით დაიწყო და სიღარიბე დღემდე საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად რჩება. რა დაემატა კიდევ? :TAT: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2011 საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მთავრობისადმი მოსახლეობის საყვედურებში გარკვეულ ლოგიკას ხედავს. როგორც პრეზიდენტმა დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ყველა სახელმწიფო მოხელემ უნდა იცოდეს, რომ მთელი მათი მოღვაწეობა ხალხს ეკუთვნის. მისი თქმით, ხშირად მთავრობა დაკავებულია დიდი პროექტებით, მიკროეკონომიკური ამოცანების გადაწყვეტით და ავიწყდება თითოეული ადამიანის მასშტაბის ეკონომიკა. ის პატარა პრობლემები, რომლითაც უთენდებათ და უღამდებათ ქართულ ოჯახებს.პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ძალიან ბევრგან საქართველოში, უბრალო ადამიანებთან საუბრისას აწყდება ხოლმე მოსაზრებას, რომ მთავრობა ზრუნავს ქვეყანაზე, მაგრამ არ ზრუნავს ხალხზე. ამ სიტყვით რამდენი დააბოლა ეხლა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted February 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2011 შეხსენება ახლო წარსულიდან: სააკაშვილის ქაღალდზე დარჩენილი დაპირებები მერე მადლობლები იყავით ბატონოჩემო ქაღალდზე რომ დაწერა, თორემ ასე ხომ სულ დაიკარგებოდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2011 მოყევით რაო კიდე მიშამ?არცერთმა არ უყურეთ კთხვა პასუხს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted February 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2011 (edited) 20:46 11-02-2011 საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მთავრობისადმი მოსახლეობის საყვედურებში გარკვეულ ლოგიკას ხედავს. როგორც პრეზიდენტმა დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ყველა სახელმწიფო მოხელემ უნდა იცოდეს, რომ მთელი მათი მოღვაწეობა ხალხს ეკუთვნის. მისი თქმით, ხშირად მთავრობა დაკავებულია დიდი პროექტებით, მიკროეკონომიკური ამოცანების გადაწყვეტით და ავიწყდება თითოეული ადამიანის მასშტაბის ეკონომიკა. ის პატარა პრობლემები, რომლითაც უთენდებათ და უღამდებათ ქართულ ოჯახებს.პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ძალიან ბევრგან საქართველოში, უბრალო ადამიანებთან საუბრისას აწყდება ხოლმე მოსაზრებას, რომ მთავრობა ზრუნავს ქვეყანაზე, მაგრამ არ ზრუნავს ხალხზე. –– მსგავსი სისულელეს თქმას ნიჭი უნდა... ხო იცით!ეშინია კრიმინალურ რეჟიმს სახალხო ამბოხების, რეალურად ეშინია და სააკაშვილი და მისი გარემოცვა ყველაფერს გააკეთებს რათა ერთის მხრივ მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობა შეიყვანონ შეცდომაში, პოპულისტური დაპირებებითა და იაფფასიანი პიარაქციებით, მეორეს მხრივ კი სახალხო ამბოხების იდეის დისკრედიტირება შეძლონ.. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება მოატყუონ კიდეც, მაგრამ იმას ვერ ხვდებიან რომ სახალხო ამბოხებას მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი არ იწყებს, ის მხოლოდ ამთავრებს. დაამთავრებს სააკაშვილსაც, საკითხავი მხოლოდ ის დარჩა თუ როდის და როგორ.. ასე რომ მიშპოც შეგიძლია დატკბე იმ დროით რაც ჯერ კიდევ დაგრჩა. მალე დამთავრდები და დამთავრდები უკეთეს შემთხვევაში საკუთარი ხალხის ხელით, უარეს შემთხვევაში რუსეთის სპეც-რაზმელის ფეხით, მაგრამ აუცილებლად დამთავრდები... Edited February 11, 2011 by asds Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2011 triumpiრა დაემატა კიდევ?სიღნაღის ტურისტულ მექად ქცევას და სოფლის მეურნეობის აღორძინებას.. laciმოყევით რაო კიდე მიშამ?არცერთმა არ უყურეთ კთხვა პასუხს?არა, მარა კომენტარებით ვხვდები რომ სსრკ–ში ვართ , ისე ბაზრობენ დეპუტატები... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2011 პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ძალიან ბევრგან საქართველოში, უბრალო ადამიანებთან საუბრისას აწყდება ხოლმე მოსაზრებას, რომ მთავრობა ზრუნავს ქვეყანაზე, მაგრამ არ ზრუნავს ხალხზე. წავიდა ეს იმ თემაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2011 ვეღარ ვეღირსეთ სსრკ-ს მოცილებას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2011 lasha1997წავიდა ეს იმ თემაში.ეს? რუსთავი 2: პრეზიდენტს სიტყვა ტაშით 37ჯერ გააწყვეტიეს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2011 რუსთავი 2: პრეზიდენტს სიტყვა ტაშით 37ჯერ გააწყვეტიეს... ეგ მიშას არ უთქვამს და იყოს მაინც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
triumpi Posted February 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2011 მოყევით რაო კიდე მიშამ?არცერთმა არ უყურეთ კთხვა პასუხს? რაო და: ნაცმურ კომუნიზმში მაგრა მოვსუქდ-გავღორდითო და ცოტა ნასუფრალი ''ვუწყალობოთ'' მასასო და მერე რწყილივით მათი მასიურად გატყავოსნება ახალი მზარდი ნაცენთუზიაზმით ავაღრუტუნოთო. მარაა..... :018: :TAT: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted February 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2011 triumpiსამაგიეროდ შუქი გვაქ და შეღებილი ფასადები, უაზრო რაცხა გმირთა მოედანზე და "ქალიშვილი" ბათუმი. ხო, ტურისტებს ველით კიდე და ბურებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2011 რუსთავი 2: პრეზიდენტს სიტყვა ტაშით 37ჯერ გააწყვეტიეს ხო ვთქვი იტყვიან მეთქი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.