Jump to content
Planeta.Ge

ქართველთა წარმოსახვები შორეულ მბრძანებლებზე


Recommended Posts

ფორუმ ჯიდან ვაკოპირებ ქუთაისელი ტერორისტის მიერ ჩემთვის მოწერილ ფრაზას. კარგი იქნება, თუ თვითონაც გადმოვა და აქ ვისაუბრებთ ამ თემაზე.

 

"მე განა არ მინდა გაწონასწორებული ხალხი მოვიდეს ხელისუფლებაში? მინდა.

მაგრამ არა აშშ-თი ან რუსეთით, არამედ საკუთარი ხალხის მიერ უნდა იქნან მოყვანილი ხელისუფლებაში.

ამისათვის კი ხალხთან პირდაპირი საუბარია საჭირო და არა პოზიორობა, თან იმის ხაზგასმა, რომ ესა თუ ის დიდი მოთამაშე (აშშ,რუსეთი,ევროკავშირი) მას ენდობა.

იმედია მიმიხვდით! "

 

აქ მინდა ვუპასუხო - ყველა ჩვენი პრეზიდენტი, მიმდინარეს ჩათვლით ხალხის მიერ იყო არჩეული და ბრალეული მაშინ გვეჩვენებოდა რუსეთი ან ამერიკა, როცა პრტეზიდენტის უვარგისობაში ვრწმუნდებოდით.

არადა ციმციმ და ხელით ვატარეთ და შევასკუპეთ ყოველი მათგანი ტახტზე. მე მივეცი ხმა მიხეილ სააკაშვილს 2003 წელს და არც ამერიკას უთხოვია ეს ჩემთვის და არც რუსეთს.

თქვენ რას იტყვით მეგობრებო? ხართ ძალადობის მსხვერპლი რომელიმე სუპერსახელმწიფოსი ამ საკითხში?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

flo-masteri

არადა ციმციმ და ხელით ვატარეთ და შევასკუპეთ ყოველი მათგანი ტახტზე. მე მივეცი ხმა მიხეილ სააკაშვილს 2003 წელს და არც ამერიკას უთხოვია ეს ჩემთვის და არც რუსეთს

 

 

ხო,მეც ერთხელ მივქარე ცხოვრებაში და წავედი ნიუ–ჯერსიდან ნიუ–იორკში,მიშაზე ხმის მისაცემად და ძალიან ვნანობ ჩემს საქციელს.მიშაზე ხმის მიცემა იქით იყოს და არჩევნეზე(არანაირზე)მონაწილეობას აღარ მივიღებ.

 

 

რასაც ჰქვია,დედიჩემისა ვჭამე და მეორეჯერ აღარ ვიზამ ამას.პოლიტიკოსების ნდობა არ იქნება.მაგათ ტყვნა და შიმშილი არ უნდა მოაკლოს ხალხმა, რამე რომ გააკეთონ ხალხისთვის.

 

 

 

ქალბატონებთან უკაცრავად,მაგარმ სხვა სიტყვები ვერ მოვძებნე. :)

 

ქუთაისელი ტერორისტი მართალს გეუბნება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო,კიდევ ერთი.

 

ქართველების არჩეული იყო ზვიად გამსახურდია.ედიკა დაბრუნდა რუსეთის ზეწოლით და ეს სირთაკოზე კიდევ,ამერიკა რუსეთის შეთანხმებით.

 

 

მე ესე ვფიქრობ და ახლო მომავალშიც არა სჩანს პრასვეტი,რომ ჩვენი ნებით ვინმეს ავირჩევთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

მე ესე ვფიქრობ და ახლო მომავალშიც არა სჩანს პრასვეტი,რომ ჩვენი ნებით ვინმეს ავირჩევთ.

ლაშა, ჩვენი ნების გარეშე, ვერავინ ვერ მოხვდება ტახტზე.

 

ქართველების არჩეული იყო ზვიად გამსახურდია.ედიკა დაბრუნდა რუსეთის ზეწოლით და ეს სირთაკოზე კიდევ,ამერიკა რუსეთის შეთანხმებით.

არ არის მართალი - რუსებს ედიკა სძულდათ და სძულთ და რეალურად მოუწყვეს ორი ტერაქტი. რუსები ვერასდროს ვერ აპატიებენ მას და გორბაჩოვს დერჟავას დაშლას და რუსებსაც ისევე სჯეროდათ, რომ ედიკა მნიშვნელოვანი და გავლენიანი პოლიტიკოსი იყო მსოფლიოში, როგორც ქართველებს, რომლებიც დაჩოქილი ელოდნენ ედიკას, როგორც წყალობას, რომელიც გამსახურდიას პუტჩის შემდეგ გაუბედურებულ საქართველოს ფორმას მიცემდა.

რეალური განწყობა ეს იყო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო,მეც ერთხელ მივქარე ცხოვრებაში და წავედი ნიუ–ჯერსიდან ნიუ–იორკში,მიშაზე ხმის მისაცემად

ქუთაისელი ტერორისტი მართალს გეუბნება.

წასულხარ შენი ნებით და მართალს რას მეუბნება? ვინმე ამერიკელმა ჩაგჩურჩულა წადიო? მემგონი საკუთარი აზრი გქონდა და მას მიყევი, არა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლაშა, ჩვენი ნების გარეშე, ვერავინ ვერ მოხვდება ტახტზე.

 

 

დიტო მქვია.ლაშა ჩემი შვილია. :)

 

ეგ შენ გგონია რომ ეგრეა,მაგრამ ჩვენს ხალხს,(ჩვენ) არა გვაქვს საკუთარ აზროვნებაზე პრეტენზია,რადგან კომუნისტების დროს და მანამდეც,ხალხის მაგივრად ერთი ადამიანი,ანუ ლიდერი ფიქრობდა.გამსახურდია აირჩია მეთქი ხალხმა და ეს მართლა ეგრე იყო ჩემის აზრით,მაგრამ რუსეთის პროპაგანდის და არანაირი მმართველობის გამო,ისევ ხალხმა ჩამოაგდო ზვიადი.ედიკას ვინ მოუწყო ტერაქტი,ეგ არავინ არ ვიცით,მაგრამ ედიკა რუსებმა რომ ჩაგვიდეს თავებში,ეგ უეჭველი ეგრეა.ეგონათ,რომ ყველაფერზე დაჰყვებოდა,მაგრამ ეგრე არ გამოვიდა,როგორც რუსებს უნდოდათ.დღეს კი შეჯერებული სირი გვყავს პრეზიდენტათ,რომელიც ამერიკასაც და რუსეთთსაც აწყობს.თუ გადავხედავთ განვლილ წლებს,დიდი გონების დაძაბვა არ არის საჭირო ამის მიხვედრაზე და რადგან ამ ორივე დიდ ქვეყანას აწყობს მიშა,ის იქნება იქამდე,სანამ ძალიან დიდ სირობას არ ჩაიდენს მათთვის.ეს სირობა იქნება,ქართველი ხალხის გაერთიანება,რასაც მიშა ვერ და არ გააკეთებს არასოდეს.

 

 

მიშა კარგა ხანი მართავს კიდევ ქვეყანას,რადგან ის რუსეთთსაც და ამერიკასაც აწყობს. :)

 

წასულხარ შენი ნებით და მართალს რას მეუბნება? ვინმე ამერიკელმა ჩაგჩურჩულა წადიო? მემგონი საკუთარი აზრი გქონდა და მას მიყევი, არა?

 

 

ეს პროპაგანდამ მიქნა მაშინ,რადგან რუსთავის მეტს არაფერს არ ვუყურებდი. :) მივქარე მეთქი.

 

და ვაღიარებ შეცდომას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენ გააგრძელეთ.ჩემთან პირველი ხდება და ხვალ შვიდზე ვარ ასადგომი. :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ედიკას ვინ მოუწყო ტერაქტი,ეგ არავინ არ ვიცით,

იგორ გიორგაძემ :yes:

მანამდეც,ხალხის მაგივრად ერთი ადამიანი,ანუ ლიდერი ფიქრობდა

ხო მაგრამ, შენს მაგივრად ფიქრის უფლება ნებისმიერისთვის ხომ არ მიგიცია? მიეცი ერთ კონკრეტულს ხო?

 

მიშა კარგა ხანი მართავს კიდევ ქვეყანას,რადგან ის რუსეთთსაც და ამერიკასაც აწყობს.

ვერ მართავს, თუკი ჩვენ მივხვდებით, რომ არ გვაწყობს, ჯერჯერობით ხალხი ზედაპირულად ოპოზიციონერია (დიდი ნაწილი)

 

ეს პროპაგანდამ მიქნა მაშინ,რადგან რუსთავის მეტს არაფერს არ ვუყურებდი.

ჩემი აზრით, მას მერე გაიზარდე.. არა?

 

თქვენ გააგრძელეთ.ჩემთან პირველი ხდება და ხვალ შვიდზე ვარ ასადგომი.

მეც გასასვლელი ვარ საქმეზე რაღაც დროით და დავუბრუნდები ამ თითქოს პატარა, მაგრამ ნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ საკითხს, რაც ბევრი რამის მიზეზია საქართველოში.

 

დიტო მქვია.ლაშა ჩემი შვილია.

:)

ოკეანის გაღმა ხარ? მეც მინდა... კუბაზე მინდა ოღონდ, ცოტა ხნით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ხო,მეც ერთხელ მივქარე ცხოვრებაში და წავედი ნიუ–ჯერსიდან ნიუ–იორკში,მიშაზე ხმის მისაცემად

 

შეგიძია მშვიდად იყო, ცხოვრებაში მაგაზე უარესს ვეღარაფერს გააკეთებ :givi: :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

ეს რამხელა გზა გაგიგვლია..

თავის ფეხით გაუვლია, თავის ფეხით... ამას ვაწვები მე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

flo-masteri

სამე იმაშია რომ ხალხმა არცევანი კი გააკეთა მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ ედოს რეჟიმი ყველას ყელში ჰქონდა ამოსული

ხალხს ეკიდა ვინ მოვიდოდა ხელისუფლებაში მთავარი იყო არა ედოკა

 

დაახლოებით იგივე პოზიცია ჰქონდა ხალხის ნაწილს 2007 წელს

 

მთავარი იყო მიშა წასულიყო ყველას ეკიდა ვინ მოვიდოდა სათავეში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

gendolf

მთავარი იყო მიშა წასულიყო ყველას ეკიდა ვინ მოვიდოდა სათავეში

კი, მაგრამ..............გრეჩიხას გარდა სხვა ასორტიმენტიც ხომ იყო? ხალხმა გრეჩიხა ამჯობინა, მაგალითად გამყრელიძეს და ა.შ. ხო მართალია? ანუ არჩევანი არ "გაპრავდა" იმის გამო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელსაც უზარმაზარი ფული აქვს ჩაყრილი საქართველოში და ამ ფულის როდესმე აზრიანად ამუშავების იმედი აქვთ, გრეჩიხას დანახვაზე გულები დაუსკდათ.

სხვა ყველა შემთხევავსი მათ გაგვიპრავეს, მაგრამ გაგვიპრავეს ჩვენი საკუთარი არჩევანი.

ჩვენი არჩევანი კი, ფსიქიურად არასტაბილურ ადამიანებზე ჩერდებოდა ყოველთვის, ერთი გამონაკლისის გარდა - შევარდნაძე გიჟი არ იყო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გრეჩიხას დანახვაზე გულები დაუსკდათ.

:D :D :D

 

გრეჩოს ყველაზე მეტი ჯიგარი აღმოაჩნდა:D

ყველაზე მეტს ეგ იწელებოდა თან კაი დამრტყმელი პურისმჭამელის იმიჯი აქვს (გუბაზი მეტისმეტი იყო)

 

და გრეჩიხა თავად ოპოზიციამ აირჩია ლიდერად არანაირი პრაიმერი არ ჩატარებულა ოპოზიციის ლიდერის ასარჩევად

 

 

საერთოდ როდესაც ლიდერს ირჩევს რაიმე ჯგუფი ძირიტადად ხდება იმ ადამიანის არჩევა რომელსაც ყველაზე მეტად შეუძლია ზეგავლენის მოპოვება ადამიანებზე მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ნაკლები ყურადღება ექცევა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...