Jump to content
Planeta.Ge

მე – სახალხო ამბოხება


Recommended Posts

ესეც ჩემი არაოფიციალური პასუხის პასუხი :givi:

 

ვნახოთ ამ პოსტისადმი თუ გამოიჩენს გურჯისტან მედია ისეთივე ყურადღებას როგორც აწ უკვე გახმაურებული სხვა ჩემი პოსტისადმი გამოიჩინა :))

 

http://wp.me/pySj7-eW

 

მე – სახალხო ამბოხება

 

ქართულ ჟურნალისტიკაში გატარებული თითქმის 15 წლის მანძილზე ხშირად შევხვედრილვარ ჟურნალისტის პროფესიისთვის არასათანადო განათლებისა და პროფესიული ღირსების მქონე ე.წ. ჟურნალისტებს, მაგრამ არ წარმომედგინა თუ ქართული ჟურნალისტიკა იმ დონეზე დაეცემოდა რა დონეც 7-8 თებერვალს გამოავლინა (და შესაძლოა კიდევ გამოავლინოს), საქართველოს მოსახლეობისთვის ჩემს მიერ თითქოსდა დაგეგმილი და ორგანიზებული "სახალხო ამბოხების" გეგმის შესახებ, ცრუ ინფორმაციის მიწოდებით..

 

დიახ პატივცემულო მკითხველო, ამ თემაში თქვენ ყურადღებას სწორედ ქართულ მედიაზე, ჩემზე, სააკაშვილის კრიმინალურ რეჟიმზე და "სახალხო ამბოხებაზე" გავამახვილებ.

"ამბოხებაზე", რომელიც თურმე მე დავგეგმე და რომლის განხორციელებასაც უახლოვეს მომავალში ვაპირებ (კარგი იქნებოდა ასე რომ იყოს)..

 

დავიწყებ კი იმით, რომ ჩემს პოლიტიკურ და იდეოლოგიურ ხედვას წარმოგიდგენთ. წარმოგიდგენთ ნაწილობრივ მაინც და საჯაროდ განვაცხადებ, რომ მე პირადად არ ვაღიარებდი და არ ვაღიარებ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად.

სააკაშვილის რეჟიმს ვახასიათებდი და ვახასიათებ, როგორც თვისობრივად კრიმინალურს და შესაბამისად ანტისახალხოს/ანტისახელმწიფოებრივს.

საქართველოს პოლიტიკურ სისტემას ვაფასებდი, როგორც კორუმპირებულს და შესაბამისად უნდობლობას ვუცხადებდი და ვუცხადებ ე.წ. ოპოზიციურ პარტიებს, რომელთა უმრავლესობა (ჩემი აზრით) პირდაპირ ან ირიბად სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის მიერ იმართება. ეს არაერთხელ დადასტურდა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებისა და მოსახლეობაში არსებული საპროტესტო მუხტის მიზანმიმართული არაეფქტური გამოყენებისას.

კრიმინალურ რეჟიმთან ბრძოლის ერთადერთ ეფექტურ გზად მივიჩნევდი და მივიჩნევ "სახალხო ამბოხებას", რის უფლებაც საქართველოს მოსახლეობას ღმერთისა და კონსტიტუციის მიერ აქვს ბოძებული.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც ჟურნალისტი და როგორც აქტიური მოქალაქე, ბოლო რამდენიმე წელი შეძლებისდაგვარად ვცდილობდი საზოგადოებაში ბრძოლისუნარიანობის "ხარისხის" ამაღლებასა და რევოლუციური განწყობილებების შეტანას. არ ვიცი რამდენად ეფექტურად ვახერხებდი ამას, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ ქართულ ჟურნალისტიკაში და ინტერნეტ სივრცეში სააკაშვილის კრიმინალურ რეჟიმთან უკომპრომისოდ დაპირისპირებული "რადიკალის" და რევოლუციონერის იმიჯი შევიძინე. სწორედ აქ იწყება ალბათ "თავდავიწყება", რადგან პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, რეჟიმთან ჩემი კონფლიქტი და რადიკალ-რევოლუციონერის იმიჯი, თითქმის იდეალურ პირობებს უქმნიდა საქართველოს ფაქტობრივ ხელისუფლებას იმის განსახორციელებლად რაც კონტროლირებადი მედიასაშუალებების მეშვეობით 7-8 თებერვალს გააკეთა. კონკრეტულად რათქმაუნდა ამბოხების თემის ირგვლივ აჟიოტაჟის პროვოცირებას ვგულისხმობ..

 

თუმცა ყველაფერზე თანმიმდევრულად..

 

მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 7 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში, საკუთარ ბლოგზე და რამდენიმე ინტერნეტ რესურსზე, მათ შორის პოლიტფორუმზე (politforumi.com), ფორუმ planeta.ge-ზე და facebook-ზე მოსალოდნელი "სახალხო ამბოხების" ერთ ერთი სავარაუდო სცენარი გამოვაქვეყნე. თითქოს რა მოხდა განსაუთრებული, ათასობით ადამიანი ყოველდღიურად აქვეყნებს სოციალურ ქსელებში ათიათასობით სხვადასხვა შინაარსის, მათ შორის რევოლუციური "ხასიათის" პოსტებს, ჩანაწერებს, წერილებს, პუბლიკაციებს, მაგრამ თურმე რაღაც განსაკუთრებული ხდება. ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩანს ასე გადაწყვიტა კრიმინალურმა რეჟიმმა და იმავე დღის საღამოს საინფორმაციო პორტალ presa.ge-ზე გამოქვეყნდა სტატია სადაც ჩემს მიერ დაწერილი ამბოხების სავარაუდო სცენარი წარმოჩენილი იყო როგორც "სახალხო ამბოხების" მოქმედი გეგმა.

აღნიშნულმა პუბლიკაციამ გარკვეული ყურადღება მიიპყრო და სოციალურ ქსელებში ფაქტიურად ძირითად თემად იქცა.

ეს ყველაფერი არაფერი იქნებოდა და არც განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებდი საკითხზე, თემას გაგრძელება რომ არ მოყოლოდა და უკვე 8 თებერვალს ქართული მედიის პრაქტიკულად ყველა წარმომადგენელს უნისონში არ დაეწყო "სახალხო ამბოხების" ირგვლივ ინფორმაციების ტირაჟირება და აჟიოტაჟის გამწვავება. ამბოხების, რომლის ორგანიზატორი და ძირითადი თუ არა ერთ ერთი მთავარი სულისჩამდგმელი ქართული რედაქციების აზრით მე ვიყავი..

 

ეს რამდენიმე ლინკი ალბათ ნათლად მეტყველებს თემის ირგვლივ წარმოქმნილი აჟიოტაჟის ხელოვნურობაზე.

 

1. http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=3051

2. http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=3069

3. http://www.interpressnews.ge/ge/politika/158844-internetshi-saqarthveloshi-sheiaraghebuli-gadatrialebis-gegma-gamoqveynda.html

4. http://www.interpressnews.ge/ge/politika/158887-qsheiaraghebuli-gadatrialebazeq-arsebuli-gegma-saparlamento-umravlesobasa-da-opozicias-araseriozulad-miachniath.html

5. http://journalist.ge/?menuid=3&id=3355&lang=1

6. http://journalist.ge/?menuid=3&id=3378&lang=1

7. http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=63248

8. http://itv.ge/?m=6

 

კაცმა რომ თქვას სასაცილოა ეს ყოველივე, მაგრამ ვგონებ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქართული ჟურნალისტიკის დაბალ დონესთან არ უნდა გვქონდეს მხოლოდ საქმე. უფრო კონკრეტულად კი აშკარად იკვეთება სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის მიერ საზოგადოების დეზინფორმირებისა და შეცდომაში შეყვანის მცდელობა და არა მარტო, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით.

ეხლა კი იმით გავაგრძელებ, რომ რამდენიმე კითხვას გავცემ პასუხს, მით უმეტეს, რომ კონტროლირებადი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციების თანახმად მე, ჟურნალისტი ლევან გუდაძე არა მხოლოდ ამბოხების გეგმის ავტორი, არამედ საქართველოში ე.წ. მეხუთე კოლონის ძირითადი ორგანიზატორიც ვყოფილვარ. რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენ ალექსანდრე ებრალიძესთან დაახოვებული პირიც გახლავართ თურმე და უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გორგაძის გუნდის წევრიც..

 

მოკლედ რაღა მე და რაღა ბონდი, ჯეიმს ბონდი : )) არადა სამწუხაროდ არც ალექსანდრე ებრალიძეს ვიცნობ, არც იგორ გიორგაძეს და არც მეხუთე კოლონის არსებობის შესახებ ვიცი რამე, თუმცა ქართველ ჟურნალისტებს ხომ არ ეკადრებათ ინფორმაციის გადამოწმება, მით უმეტეს როცა ინფორმაციას კრიმინალური რეჟიმი "გამზადებულს" აწვდის..

 

ასეა თუ ისე ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ ჩემთვის პატივი იქნებოდა ალექსანდრე ებრალიძესთან, იგორ გიორგაძესთან და საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე მრავალი სხვა ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის გაცნობა და მათთან თანამშრომლობა, საქართველოს მოსახლეობის ინტერესების დაცვის კონტექსტში.

სამწუხაროდ ამ მხრივ ნამდვილად არ გამიმართლა და ამდენად რათქმაუნდა არანაირი კავშირი ჩემს მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ "სახალხო ამბოხების" ერთ ერთ სავარაუდო სცენართან ამ ადამიანებს არ აქვთ, ისევე როგორც არანაირი კავშირი ჩემს მოქალაქეობრივ აქტიურობასთან არ აქვს საქართველოში მოქმედ "ევრაზიის ინსტიტუტს", რომლის ვირტუალურ სადისკუსიო კლუბს "პოლიტფორუმი" წარმოადგენს.

 

საკითხით სპეკულირების მარჯანი ვგონებ დავხურე, ამდენად ზემოდხსენებულ თემას დავუბრუნდები და მოგახსენებთ საკუთარ ხედვას იმისა თუ რამ გამოიწვია სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის და კონტროლირებადი მედიის ესოდენ მძაფრი რეაქცია ჩემს მიერ საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანილ საკითხთან დაკავშირებით.

 

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ კრიმინალმა სააკაშვილმა რამდენიმე საკმაოდ მკაფიო "მესიჯი" მიიღო ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან მისი, როგორც "სახელმწიფოს მეთაურის" პოლიტიკური კარიერის გარდაუვალ დასრულებასთან დაკავშირებით, რაც ამ უკანასკნელის და მისი გარემოცვის სერიოზულ პრობლემად იქცა.

 

"დასავლეთი" არ/ვერ დაუშვებს სააკაშვილის ხელისუფლებაში დარჩენას 2013 წლის შემდეგ, ეს ფაქტია, მაგრამ ფაქტი არ არის, რომ იგივე სააკაშვილი შეძლებს 2013 წლამდე ხელისუფლების შენარჩუნებას.

 

ეს კარგად ესმის ე.წ. პრეზიდენტს და მის უახლოვეს გარემოცვას, უფრო კარგად ვიდრე ოდესმე ესმოდა, რამეთუ ბოლო პერიოდში ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ სახალხო ამბოხების წინაშე ნებისმიერი რეჟიმი უძლურია.

და, რადგან ესმის ამიტომ არის, რომ კრიმინალურმა რეჟიმმა ჩემს მიერ გაჟღერებული "ამბოხების თემის" კონტრრევოლუციური აქტიურობისთვის გამოყენება ცადა, საკითხის ირგვლივ ისტერიული აჟიოტაჟის შექმნით.

 

რამდენად ეფექტური იქნება რეჟიმი ძნელი სათქმელია, თუმცა ფაქტია რომ ამბოხების თემაზე სპეკულირებით სულ ცოტა რამდენიმე მიზნის მიღწევას შეეცდება.

 

მათ შორის:

 

1. ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებაში დისონანსის შეტანა და საზოგადოების ერთი ნაწილის პროგრესულ-ზომიერ მხარედ წარმოჩენა, მეორე ნაწილის რეტროგრად-რადიკალებად.

 

2. ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების რადიკალური ნაწილის ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მოქცევა.

90-იანი წლების თემატიკით მუდმივი სპეკულირება და საზოგადოებაში სახალხო ამბოხების თემის მაქსიმალური დისკრედიტირება.

 

3. უკიდურეს შემთხვევაში კონტროლირებადი ე.წ. ოპოზიციური პარტიების მეშვეობით სახალხო მღელვარების/დაუმორჩილებლობის იმიტაცია, პროტესტანტების დარბევა, დაპატიმრება და ამ გზით სახალხო ამბოხების იდეის მხარდამჭერთა დემორალიზება.

 

4. ე.წ. ოპოზიციური პარტიების მეშვეობით სახალხო ამბოხების იმიტაცია, საგანგებო მდგომაეობის შემოღება და საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების უვადოდ გადადება..

 

5. ინტერნეტ სივრცეზე-სოციალურ ქსელებზე მკაცრი კონტროლი. პოლიტიკური თვალსაზრისით აქტიური ან განსაკუთრებით აქტიური ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების "ნეიტრალიზება".

 

კრიმინალურ რეჟიმს სხვა მიზნებიც ამოძრავებს უდავოდ, მაგრამ როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ცხადია, რომ სააკაშვილისთვის ძირითად საფრთხეს "სახალხო ამბოხება" წარმოადგენს.

იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობის ძირითადი ნაწილის სოციალური მდგომარეობა უკიდურესად რთულია და კიდევ უფრო რთულდება, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ "სახალხო ამბოხების" ორგანიზება და საზოგადოების კრიმინალურ რეჟიმთან ღია დაპირისპირება იმდენად რეალური შესაძლებლობა არის და იქნება, რამდენადაც ეს საერთოდ არის შესაძლებელი..

ჯერი რჩეულ უმცირესობაზე და ამბოხების ორგანიზებაზეა.

 

და მაინც. თემის ბოლოს, თემის დასაწყისს დავუბრინდები და ვიტყვი, რომ რიგი ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო რეალურ ამბოხებას არ/ვერ ვგეგმავ. მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ უკეთეს სასტარტო პირობებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ყველაფერს გააკეთებენ მოსახლეობის "სახალხო ამბოხების" იდეის გარშემო გაერთიანებისა და კრიმინალურ რეჟიმთან ღია დაპირისპირებისთვის.

 

სხვა გზა, სხვა ხსნა, საქართველოს მოსახლეობას არ გააჩნია, არ გააჩნია არც საქართველოს, რომელიც ფაქტი არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილის არაადეკვატური პოლიტიკის გამო, კიდევ ერთხელ არ აღმოჩნდება მეზობელ სახელმწიფოებთან ომის მდგომარეობაში..

 

P.s. უცნაური პასუხის პასუხი გამომივიდა : ))

არა თუ დისტანცირებას ვცდილობ "სახალხო ამბოხების" თემიდან, პირიქით, იმაზე ვწუხვარ რომ რეალური ამბოხების ორგანიზებაში ვერ ვიღებ მონაწილეობას.

 

იმედია უფრო ღირსეულები უფრო მეტს შეძლებენ ვიდრე მე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამას რა წამაკიტხებს!...მირჩვნია გეზე ჟივჟივი რომ ატყდება -დაკოპირებულ მარგალიტებს გავეცნო :018:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაესტროზეც საუბრობდნენ....

აღარ მეცინება.

რამ გააგიჟა ეს ხალხი?!

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა ხდება ხალხნო?

 

გადაიდო ამბოხება? : ))))

 

ვინმემ მადლი მოისხით რა და ან ფორუმ.გე-ს ნიკი მათხოვეთ ან თემა გამიხსენით და ჩემი პასუხი დადეთ მეზობელ ფორუმზე..

 

2 დღეა ჩემზე მიდის ბაასი, ტიპს პასუხი ვერ გამიცია.. :(

Edited by asds
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა ხდება ხალხნო?

 

გადაიდო ამბოხება? : ))))

 

ვინმემ მადლი მოისხით რა და ან ფორუმ.გე-ს ნიკი მათხოვეთ ან თემნა გამიხსენით და ჩემი პასუხი დადეთ მეზობელ ფორუმზე..

 

2 დღეა ჩემზე მიდის ბაასი, ტიპს პასუხი ვერ გამიცია.. :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამას რა წამაკიტხებს!...მირჩვნია გეზე ჟივჟივი რომ ატყდება -დაკოპირებულ მარგალიტებს გავეცნო :018:

 

თან რომ არ ეზარება. :givi:

 

პ.ს. გაუტკბა ამას ისევ ყურადღების ცენტრში ყოფნა. გავიგე ეხლა ახალ გეგმაზე მუშაობსო :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა ხდება ხალხნო?

 

გადაიდო ამბოხება? : ))))

 

ვინმემ მადლი მოისხით რა და ან ფორუმ.გე-ს ნიკი მათხოვეთ ან თემა გამიხსენით და ჩემი პასუხი დადეთ მეზობელ ფორუმზე..

 

2 დღეა ჩემზე მიდის ბაასი, ტიპს პასუხი ვერ გამიცია.. :(

თემამ ასეთი აჟიოტაჟი რადგან გამოიწვია ე.ი საკითთი აქტუალურია... :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shavlego91

თემამ ასეთი აჟიოტაჟი რადგან გამოიწვია ე.ი საკითთი აქტუალურია...

საკითხი რომ აქტუალურია ცხადია და ამიტომ არის თემაზე რომ მინდა საზოგადოების ყურადღების გამახვილება.

 

ეგ არის რომ საზოგადიებაა ჯერ ჯერობით მეტისმეტად ინერტული..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ ქართულ ჟურნალისტიკაში და ინტერნეტ სივრცეში სააკაშვილის კრიმინალურ რეჟიმთან უკომპრომისოდ დაპირისპირებული "რადიკალის" და რევოლუციონერის იმიჯი შევიძინე.

:suicide2:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Jonathan livingston

 

ქართველი ჟურნალისტების, მათ შორის ათეულობით ჩემი ნაცნობი ჟურნალისტის და ქართული "ინტერნეტ სივრცის" აზრი იცით ჩემზე?

 

თუ ფორუმ.გე ან პლანეტა.გე გგონიათ ვირტუალური სივრცის დასაწყისიც და დასასრულიც? : )))

 

აჰ, ხო, მთავარი ხომ ტალახის სროლაა :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესეიგი ესეიგი...........ადამიანი დებს ბუნტის თემას ფბ-ზე , აქ და მეორე ფორუმზე...პრესაში ( ვანოიდურში) და ფორუმზე(ვანოიდურზე ) პიარდება ეს "შუთქა" და ებმება პასიურ ფორუმს....( რომელზეც ტავის დროზე ბევრი უბნობდა შსს-ს პროექტიაო + "ვითომ მოღალატე" ჟურნალისტიც ვანოს კვებულიაო) :givi:

იყო ესე? -იყო...

 

ხოდა აფუშფუშდით ეხლა და გავერთოთ :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

ესეიგი ესეიგი...........ადამიანი დებს ბუნტის თემას ფბ-ზე , აქ და მეორე ფორუმზე...პრესაში ( ვანოიდურში) და ფორუმზე(ვანოიდურზე ) პიარდება ეს "შუთქა" და ებმება პასიურ ფორუმს....( რომელზეც ტავის დროზე ბევრი უბნობდა შსს-ს პროექტიაო + "ვითომ მოღალატე" ჟურნალისტიც ვანოს კვებულიაო) :givi:

იყო ესე? -იყო...

 

ხოდა აფუშფუშდით ეხლა და გავერთოთ :TAT:

ესეიგი საქართველოს დაზვერვაზე ვმუშაობ ტატ?

თუ ჯერ ცხინვალში და მერე რუსეთში გადასვლა იმიტომ დამავალა ოფისმა, რომა ვლადიკავკაზიადან გამეწია სააკაშვილის ირიბი მხარდაჭერა?

 

ისა და ვიდრე მე აქ ვრაზვედჩიკობ და სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ბოროტი ძალების გეგმებს ვძირავ, ფეესბეს ძინავს თუ ფეესბეზეც ვმუშაობ ზა კამპანიუ? :018:

 

 

ბონდის დედა მოტან ტო, ჩემზე დაიწყონ ფილმების გადაღება :))

 

პატივცემულო ადმინისტრაციავ ასდს ნიკი შტირლიცზე გადამიკეტეთ, ფლიზზ :givi:

 

და გადადექით! :user:

Edited by asds
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

აფუშფუშდითქო ისე რომ მთელი საღამო გვეყოსთქო...შენს პოსტზე იცი რა ანეგდოტი გამახსენდა? მამედა რომ ქალს ეჭიპხახუნება, ადგება მერე და ჩაცმას იწყებს. ქალი ეუბნება -მამედ ია ნე კონჩილაო....ა თი ქანჩაი , ქანჩაი....მიუგო მამედამ და შარვალში გაუყარა ფეხი...

 

მონოლოგები და პროსტინები ბლოგზე ვიცი მე და ფბ-ზე :P

 

 

 

 

პ.ს.

სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ბოროტი ძალების გეგმებს ვძირავ, ფეესბეს ძინავს თუ ფეესბეზეც ვმუშაობ ზა კამპანიუ

შენ მუშაობ მიშაზე , მიშა მუშაობს პუტინზე :read:

 

ან შენ მუშაობ დიმპიტაზე , დიმპიტა მუშაობს ვანოზე....რომელი ვარიანტიც გინდა ის აირჩიე :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...