Jump to content
Planeta.Ge

ჩიპ ჩადგმული საზოგადოება.


Recommended Posts

ხო,საქართველოში მოსახლეობის უმეტესობა ესეთია,დააზომბირეს და რასაც ეს დაუნი გადაწყვეტს,ყველაფერზე თანახმა არის საზოგადოება.არაფერზე პრეტენზია არა აქვთ და ჭამა სმის მეტზე არაფერზე არ ფიქრობენ.

 

 

აქედან გამომდინარე,თუ მანდ საქართველოში ჰკიდიათ ეს ყველაფერი რაზე ვინერვიანო მე და რაზე ვკარგო ენერგია ამ ფორუმებზე?

 

 

ველოდები პასუხს ჩემს გადაწყვეტილებაზე.ყველანაირი პასუხი მიიღება დაჟე,სადაცა ხარ დაეტიე და ტვინს ნუ ტ....ვ. :givi:

 

ეს მარტო მე არ მეხება და მიპასუხეთ თუ შეიძლება,ამ ფორუმებზე კაკუნით რამის შეცვლა შესაძლებელია თქვენის აზრით?

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ეს მარტო მე არ მეხება და მიპასუხეთ თუ შეიძლება,ამ ფორუმებზე კაკუნით რამის შეცვლა შესაძლებელია თქვენის აზრით?

 

ოჯახში რომ უბედურება ტრიალებს ყველას ეხება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სადა ხართ კაცო და გამეცით რა პასუხი?

 

 

ფორუმებზე ორთქლის გამოშვება იმიას ნიშნავს,რომ რეალ ცხოვრებაში პროტესტის გამოხატვა არ შეგვიძლია და ჩვენს პატარა ჭიებს ვახარებთ აქ.მიშას კამანდას კიდევ ეს ყველაფერი მაგარი ჰკიდია და თავისას აწვებიან იმ დღიდან,რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ.

 

ეს ჟურნალია ჯერ რაც ხდება საქართველოში და კინო 2013 წლიდან დაიწყება.თან სერიალებივით მრავალსერიან კინოს გაყურებინებენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

ველოდები პასუხს ჩემს გადაწყვეტილებაზე.ყველანაირი პასუხი მიიღება დაჟე,სადაცა ხარ დაეტიე და ტვინს ნუ ტ....ვ. :givi:

 

ეს მარტო მე არ მეხება და მიპასუხეთ თუ შეიძლება,ამ ფორუმებზე კაკუნით რამის შეცვლა შესაძლებელია თქვენის აზრით?

ძალიან ლიბერალური ხარ დღეს :)

 

შეცვლით როგორ არ შეიცვლება.

კიდევ რამოდენიმე გეგმა დავაწერინოთ asds და გადათხრიან ესენი საქართველოს. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოჯახში რომ უბედურება ტრიალებს ყველას ეხება.

 

 

მერე,ლაპარაკით წყდება ამ პრობლემის გადაწყვეტა?

 

 

ვეტერანების საპროტესტო აქციაზე თემაში,დედას ვუტირებთო ყველა მჯიღს ირტყამდა გულზე და აქციაზე ათი კაცი მივიდა.აი ამას ვამბობ მხოლოდ.იქით აჯანყებაზე გეგმებს დებენ და ისევ ბედნიერები ვიძინებთ ღამე,რომ დილით ისევ ავდგეთ და ვაკაკუნოთ კლავიატურაზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კიდევ რამოდენიმე გეგმა დავაწერინოთ asds და გადათხრიან ესენი საქართველოს

 

 

წეროს და იკითხოს,ჩვენი ხალხი ამას ვერ გააკეთებს კარგა ხანი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქედან გამომდინარე,თუ მანდ საქართველოში ჰკიდიათ ეს ყველაფერი რაზე ვინერვიანო მე და რაზე ვკარგო ენერგია ამ ფორუმებზე?

შენც არ ინერვიულო..ნერვიული უჯრედები აღდგენას არ ექვემდებარება.. :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენც არ ინერვიულო..ნერვიული უჯრედები აღდგენას არ ექვემდებარება

 

 

ეს პირველი რჩევა შენგან და ეგრე ვიზამ. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენც არ ინერვიულო..ნერვიული უჯრედები აღდგენას არ ექვემდებარება.. :givi: :givi:

 

რავი მე რომ ვნერვიულობ მგონი უკეთ ვარ. ნუ დიდი ნერვიულობა, თორემ ეს პატარა სანერვიუო რომაა, მღნის ხოლმე.

არა და რამე დიდი ამბე თუ ხდება ვიტყვი "ამაზე უარესი რა ინებათქო აწი" და ეგრევე მშვენივრად ვარ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ დაიზაროთ და წაიკითხეთ.ეხლა ვნახე ეს ინტერვიუ.

 

 

მოხდება თუ არა საქართველში რევოლუცია?

 

 

 

11:48 07.02.2011

[რუსიკო მუმლაძე]

 

ტუნისიდან ეგვიპტემდე - არაბული სამყარო რევოლუციის ქარცეცხლმა მოიცვა... საქართველოშიც სულ უფრო და უფრო საშიში ხდება ნებისმიერი სოციალური ქსელის ფორუმი. ადამიანებში უკმაყოფილება გროვდება და რევოლუციური სურვილები ჩნდება. მოხდება თუ არა ჩვენთან რევოლუცია?გვაქვს თუ არა რევოლუციური შეცდომების დაშვების უფლება?

 

ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში რევოლუცია არ მოხდება. თავისი მოსაზრების გასამყარებლად, ექსპერტი აცხადებს, რომ „ვარდების რევოლუცია“ ამერიკული პროექტი იყო და მას კარგი შემსრულებელი ქარიზმატული ლიდერი ჰყავდა, ამ ეტაპზე კი, „რესპუბლიკელებისგან“ განსხვავებით, პრეზიდენტ ბარაქ ობამას „დემოკრატებს“ საქართველოში არავითარი რევოლუციური პროექტი არ გააჩნიათ. საყვარელიძის აზრს ავრცობენ ირაკლი ალასანიას “თავისუფალი დემოკრატები“ და აცხადებენ, რომ აშშ-ს საქართველოში მხოლოდ ერთადერთი პროექტი აქვს - საარჩევნო გარემოს შეცვლა.

 

ამასობაში, „ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ რევოლუციასთან მიმართებაში სკანდალურ ვერსია გაავრცელა. "ქვეყანა სრულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და მორალურ კრიზისშია, რასაც ქართული საზოგადოების მხრიდან შესაბამისი რეაქცია უნდა მოჰყვეს.სააკაშვილი, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, მართვადი რევოლუციისთვის ემზადება. ხელისუფლება თავისი ქმედებებით საპროტესტო აქციების გამოწვევას, შემდეგ კი არაჯანსაღ საარჩევნო გარემოში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას გეგმავს“, - ამბობს ის...

 

და მაინც, როდის ახდენს ერი რევოლუციას? საყვარელიძე, როგორც ფსიქოლოგი, აცხადებს, რომ ერთ შემთხვევაში, ძლიერ სახელმწიფოს შეუძლია პატარა ქვეყანაში რევოლუციური პროექტის განხორციელება, რისი მაგალითიცააა - „ვარდების რევოლუცია“. მეორე შემთხვევაში კი, ექსპერტის თქმით - ხალხი თავად ჯანყდება, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ამ საზოგადოებაში მშიერი და შეშინებული არავინაა, რისი მაგალითიცაა - ტუნისური რევოლუცია.

 

თუ საყვარელიძის მსჯელობას დავეთანხმებით და სანიკიძის შემოთავაზებული რევოლუციური ვერსიით „მშიერ“ საქართველოზე განვავრცობთ, გამოდის, მესამე ტიპის რევოლუციას სწორედაც რომ მშიერი ხალხი აწყობს. ოღონდ, რევოლუციური ბიძგის მიმცემი (ფარულად) შეიძლება, თავად ხელისუფლებაც იყოს. თუ ასეა, მაშინ ხალხი ამგვარი რევოლუციებით ისევ იმ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს, რომელსაც აუჯანყდა, რადგან ინიშნება ვადამდელი არჩევნები და ძველი მმართველები ისევ ბრუნდებიან სახელმწიფოს სათავეში.

 

რატომ? იმიტომ, რომ საარჩევნო გარემო შეცვლილი არ არის (გავიხსენოთ, გაყალბების მექანიზმები) და ახალ არჩევნებსაც ატარებს ძველი საარჩევნო ადმინისტარცია, რომელიც ხელისუფლების მომხრეებითაა დაკომპლექტებული... ვინ მოიგებს ასეთ დროს არჩევნებს? პასუხი ყველასთვის გასაგებია. ფაქტია, გაუაზრებელი რევოლუციით, ხელისუფლებას საშუალება ეძლევა, გადაფაროს და „გააპრავოს“ თავისი პოლიტიკური თუ ეკონომიკური დანაშაულობები. ამ შედეგესთვის კი, ბუნებრივია, თავად რევოლუციის ინსპირირებაც ღირს. შეიძლება, თვალის ასახვევად, რაღაც კლანური საკადრო გადადგილებებიც მოხდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, იგივე გუნდი რჩება ხელისუფლებაში.

 

სააკაშვილმა ხომ 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებასა და საქართველოს მოსახლეობაში მრავალათასიანი მიტინგით შელახული იმიჯი, სწორედ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებით გამოისწორა?! მაშინ, მეორედ არჩეულმა პრეზიდენტმა „დემოკრატიულად“ აღიარა ოპოზიცონერი კონკურენტის, ლევან გაჩეჩილაძის თბილისური გამარჯვება, თუმცა, საპრეზიდენტო ტახტრევანი რეგიონებში გაყალბებული, თუ ნამდვილი ხმების წყალობით შეინარჩუნა.

 

შესაბამისად კი, ვიღებთ სიტუაციას, როცა ყოველთვის ხელისუფლება იყენებს ხალხს და ხალხი ვერასოდეს ნახულობს მისგან სარგებელს. ამ საკითხზე საუბრისას ყველაზე „ხელჩაქნეული“ იუზერი აუცლილებლად იტყვის: დროა, ნაღდი (ან „ჯიგარი“) ქართველი ავირჩიოთ პრეზიდენტად... ცდება თუ არა ამ შემთხვევაში იუზერი?

 

დავამარცხეთ თუ არა ქართველებმა „თათქარიძის“ სინდრომი?

 

ამის გასარკვევად, გთავაზობთ საინტერესო ინტერვიუს ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან, რომელთან ერთადაც პრესაგე.ტვ შეეცადა, შეულამაზებლად აეღწერა ქართველი ერის ფსიქოლოგია, რათა გვეპოვნა მიზეზები, თუ რატომ ვერ შეძლო ერმა (ოცწლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში) სახელმწიფოს შექმნა და რატომ გვაქვს ბუნებრივი მიდრეკილება რევოლუციებისკენ...

 

არაბულ ქვეყნები რევოლუციურმა ქაოსმა მოიცვა. საქართველშიც ძალიან დიდია „რაღაცის“ მოლოდინი... მოხდება, თუ არა რევოლუცია ჩვენთან?

 

რამაზ საყვარელიძე: ეს კითხვა - მოხდება თუ არა რევოლუცია - შეიძლება, წიგნის სათაურადაც გამოდგეს, ანუ მის ქვემოთ წიგნი დაიდოს, იმდენად ფართოდ განსახილველი თემაა და ალბათ, მე და თქვენ ბევრი რამ გვეპატიება, თუ რამე გამოგვრჩა მსჯელობის დროს...

 

ჯერ ერთი, ეს საკითხი - რევოლუცია მოხდებაო - შემოიტანა ამერიკულმა კვლევამ, რომელმაც ანალოგიური პროგნოზი გააკეთა საქართველოს შესახებ. თუმცა, რევოლუცია იქ არ უხსენებიათ - კვლევაში ითქვა ასეთი ტერმინი - პოლიტიკური მოტივით ძალადობა. ეს ძალადობა, შეიძლება იყოს რევოლუციურიც, ანუ, როცა მასები ხმარობენ ძალას ხელისუფლებაზე და შეიძლება იყოს ისეთიც - როცა ხელისუფლება ხმარობს ძალას ხალხზე. ამერიკულ კვლევაში დასახელებულ ტერმინს, მაინდამაინც, ჩვენ მედიაში მიეცა ეგ ჟღერადობა, რომ რევოლუცია მოხდება. ის, რომ მეორე მხარე შეიძლება იყოს, ამაზე არავინ ფიქრობს...

 

ამერიკული კვლევის გარდა, საქართველში ჩატარებული ბლიც-გამოკითხვების მთავარი კითხვაც სწორედ ესაა, მოხდება თუ არა რევოლუცია. ხან ტელევიზია ატარებს ასეთ გამოკითხვას, ხან გაზეთი, ხან ინტერნეტ-პორტალი, ხან რადიო. ამ გამოკითხვებშიც რესპონდენტთა უმრავლესობა რევოლუციას წინასწარმეტყველებს, მაგრამ ამერიკული კვლევის მცნების - პოლიტიკური ძალადობა - ქვეშ, რომ სხვა რამ შეიძლება არსებობდეს, ეს უყურადღებოდ დაგვრჩა.

 

ჩვენი მიდგომა, ცოტა გასაკვირია, იმიტომ რომ იმ ჯგუფში, სადაც ჩვენც მოვხვდით, არის რუსეთიც და ირანიც. რუსეთსა და ირანში კი რევოლუციის მოლოდინი არ არის, ხომ? იქ შეიძლება იყოს, სწორედ ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებაზე ძალადობის განხორციელების მოლოდინი და არა იმის, რომ მასა აფეთქდება. ერთგანაც და მეორეგანაც ხელისუფლებას მოსახლეობის ფართე ფენების ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს. მართალია, ამ ქვეყნებში არიან ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც გამწარებით იბრძვიან დემოკრატიისთვის, მაგრამ დემოკრატია იმის დემოკრატიაა, რომ პოლიტიკურ გეზს წყვეტს უმრავლესობა.

 

აქედან გამომდინარე, მე მგონი, უფრო გაუგებრობის შედეგია იმაზე მსჯელობა, რომ საქართველოში რევოლუცია მოხდება. უდავოდ არის მოლოდინი, რომ რაღაც უკმაყოფილების ტალღები იქნება, მაგრამ შემდეგ რომელი გზით წავა ეს ტალღა, საკითხავი ესაა, ანუ რომელი ტალღა იქნება ძლიერი, რომელიც დაამხობს ხელისუფლებას, თუ რომლითაც ხელისუფლება იძალადებს ხალხზე... ესაა საქმე...

 

აქ გამოკითხულთა სიმცირეზეც შეგვიძლია ვისაუბროთ. 400, 500, 1500 რესპონდენტიც კი, რომელიც სოციოლგიური სტანდარტებით არ არის შერჩეული, ვერასდროს ასახავს საქართველოს მთელი მოსახლეობის განწყობას....

 

- რა თქმა უნდა. ეგ ერთი... მეორე, შეიძლება, ადამიანი თვლიდეს, რევოლუცია მოხდებაო სწორედ იმიტომ, რომ მას უნდოდეს, ეს რევოლუცია მოხდეს. ანუ ეს გამოკითხვები უფრო სურვილის დემონსტრაცია გახლავთ და არა - განზრახვისა. გამოკითხულთა იგივე შემადგენლობას რომ ჰკითხოთ, თუკი რევოლუციური განწყობა იქნება ქვეყანაში, შენ ჩაიცვამ რკინის ქალამანს და სოციალური ვულკანის ცენტრში დადგები? იქ შეიძლება ძალიან ცოტა ადამიანი დაგრჩეთ, რომელიც თანხმობას განგიცხადებთ...

 

გეთანხმებით, სახლში მშვიდად დაელოდებიან, რომ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალამ, მათი მონაწილეობის გარეშე მოახდინოს რევოლუცია.

 

- მერე კი მიიღებენ მონაწილეობას ტაშის დაკვრაში...

 

თქვენ, როგორც ფსიქოლოგი, რას ფიქრობთ, რა არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოც დღეს ხალხი ნიჰილიზმშია ჩავარდნილი? გასაგებია, რომ ყველა ხელისუფლების პოლიტიკამ, 20-წლიანმა არეულობამ ამ ხალხზე იქონია გავლენა, მაგრამ თავად ეს ხალხი არის თუ არა ზარმაცი? ფაქტია, ჩვენ ვართ ის საზოგადოება, რომელსაც საბჭოთა კავშირში არავინ სთხოვდა მოქლაქეობრივი ვალის მოხდას და თავადვეც არ ვთვლიდით საჭიროდ, მოქალაქეობრივი ვალდებულების საკუთარ თავზე აღებას. გამოდის, ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ჩვენი ქვეყნის მოქალქეები (საბუთებს არ ვგულისხმობ), ახლა ვართ?

 

- ძალიან კარგი საკითხია... ჩვენ მოქალაქეობა გვგონია, თუ ჩაწერილი ვართ ბინაში და პასპორტში გვიწერია, მაგალითად - მოქალაქე რამაზ საყვარელიძე, მაგრამ ის, რომ მოქალაქეობა პასუხისმგებლობის აღებაა საკუთარ ქვეყანაზე, ეს ნამდვილად არ ვიცით.

 

ეს მიდგომა ჩვენ მარტო საბჭოთა პერიოდის გამო არ გვაკლია. ისტორიულად გვაკლია. მთელი ისტორიის განმავლობაში - ქვეყანაზე მეფე იყო პასუხისმგებელი... ფეოდალურმა წარსულმა გაგვაზარმაცა იმ მხრივ, რომ ყოველთვის პატრონი გვყავდა. ჩვენ რომ ჩვენი საქმე გვეკეთებინა, ამის ისტორიული ფორმა არასდროს გვქონია. გაკვეთილად შეიძლება გამოგვადგეს, მხოლოდ ჩვენი უახლოესი, 20-წლიანი ისტორია.

 

ჩვენ შეგვიძლია, კიდევ დიდხანს ვიაროთ ასე და არაფერიც არ ვისწავლოთ, ანუ სამოქალაქო საზოგადოებად ვერ ჩამოვყალიბდეთ. ადამიანი, შეიძლება, 60 წლამდე ისე მივიდეს, რომ პატარა ბავშვის ფსიქოლოგია ჰქონდეს. დრო არ არის ძირითადი. მთავარი ისაა, რა დასკვნებს გამოიტან ცხოვრებისეული პრობლემებიდან. პიროვნებაც მასე ყალიბდება, მას დასკვნები და კონცეფცია ეცვლება თორემ, ყვავზე უფრო დიდხანს ადამიანი არ ცხოვრობს, ხომ? თუ დასკვნებს არ გამოიტან, პიროვნებად ვერ ჩამოყალიბდები... თუ არ გაიაზრე - რა ხდება, თუ აზროვნება დაგეზარა - არაფერიც არ იქნება...

 

და მერე, შესაბამისად, მოქმედებაც დაგეზარება...

 

- მოქმედებას რაც შეეხება, თუ კარგად შეუძახე ქართველებს, ერთი-ორი დღე შეგვიძლია, მთა გადავაგოროთ, მაგრამ მესამე დღეს უკვე ხალისი გვეკარგება. ემოციურ მუხტზე მოქმედება არ გვეზარება, მაგრამ ფიქრი გვეზარება. ფიქრის სიზარმაცე - ილია ჭავჭავაძის „ლუარსაბ თათქარიძეში“ გენიალურად არის გადმოცემული.

 

სამწუხაროდ, მასებში თათქარიძე დადებითი პერსონაჟიცაა. სენტიმენტალურ ემოციებს იწვევს, უი, როგორ უყვარდა ჭამაო. იმიტომ, რომ ჩვენც გვიყვარს ჭამა და არ გვიყვარს აზროვნება. ილიას გონგი, რომელიც მან თავის ნაწარმოებებში შემოკრა, კიდევ აგრძელებს ხმაურს. მის მიერ დასმულ პრობლემებს ჯერ პასუხი არ მიუღია. ლუარსაბ თათქარიძის საპასუხო პერსონაჟი, პრაქტიკულად, არ შექმნილა. ლიტერატურულ პერსონაჟს არ ვგულისხმობ, ისეთებად ვერ ჩამოვყალიბდით, რომ თათქარიძე დღევანდელ რეალობაში არ იყოს პრობლემა.

 

ბედნიერი ერიო, ილიამ რომ თქვა: ის, რომ დროსტარებაზე ორიენტაცია არ უნდა იყოს შენი პიროვნების განმსაზღვრელი შტრიხი, ის, რომ მაშინდელ და დღევანდელ ქართველსაც უჭირდა და უჭირს პრობლემის დანახვა - ეს საკითხი დღემდე არ მოხსნილა დღის წესრიგიდან... სულ სიამოვნებაზე გვაქვს ხომ ორიენტირი აღებული? ტკბილი სიტყვა რას მიქვიაო, ილია რომ ამბობდა, გულისფხანაა, ნუ გაიქეციანებ გულს და ფხანა საჭირო აღარ იქნებაო - ტკბილ სიტყვაზე დაწაფულობა და კრიტიკის აუტანლობა - დღესაცაა, ხომ?

 

ე.ი. ქეციც გვაქვს ხომ? და ფხანაც გვჭირდება, არა? საქმე როდის გიკეთებია ისტორიულად? მე თუ ვიღაცამ დამიძახა, მაშინ გავაკეთებ, ხომ? აი, ის, რომ მე თავად გადავწყვიტო და გავაკეთო, რასაც მოქალაქეობა გულისხმობს, ამის პრაქტიკა არ გვაქვს. ამიტომაა, სულ ბელადებზე ან ქარიზმატულ ლიდერებზე. რომ ვართ ორიენტირებული.დასავლეთისთვის ქარიზმატული ლიდერი პლიუსად არ ითვლება. მოქალაქეების დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე მიუთითებს.

 

მაშინ, სააკაშვილი რატომ ჩაგვითვალეს პლიუსად?

 

- სააკაშვილი აწყობდათ და იმიტომ ჩაგვითვალეს პლიუსად.

 

დღეს, საქართველში დასავლეთისა და ამერიკის სიმპათიები აშაკარად აღარ აქვთ ქარიზმატულ ლიდერებს და საორიენტირე ფიგურებად ალასანიას და თარგამაძეს განიხილავენ, ანუ ლიდერებს, რომლებიც არჩევნების გზას „ადგანან“...

 

- კი, ბატონო, თუმცა, მე დიდად არ მჯერა ამერიკის გამჭრიახობის. ახლა ჩვენ ჩვენს სატკივარს ვჩივით, თორემ, აბა, ერთი ამერიკის ჭკუა შეაფასეთ საღად.

 

რას გულისხმობთ - მათ ამ რეგიონში სტაბილურობა აწყობთ და ვინ იქნება ამის გარანტი, სააკაშვილი თუ ალასანია, დიდად არ აინტერესებთ?

 

- დიას, ჩვენს გარშემო ისეთი არეალია, სადაც ამერიკამ თავისი გათვლებით წააგო. ყველაზე მსხვილი მოვლენა, ალბათ, ირანის დაკარგვა იყო, როცა აშშ-მ იქ გავლენა დაკარგა. ბოლოდაბოლოს, ამხელა ქვეყანა დაკარგა თავისი გაუთვლელი პოლიტიკით. ახლა, ეგვიპტეს კარგავს... აგერ აშშ-ის პრეზიდენტს, ბარაქ ობამას სიტყვა ვერ „გაუმართავს“, თან აწყობს ეგვიპტის პრეზიდენტი, თან ხალხის პროტესტს ვერ დაუპირისპირდება და რა ქნას, არ იცის... რატომ? იმიტომ, რომ ამერიკული პოლიტიკური აზროვნება არ არის ჩამოყალიბებული მკაფიოდ. სადამ ჰუსეინი ვინ იყო? ამერიკის ფიგურა, ხომ? მერე შეუტრიალდა უკანვე...

 

ეს იმას ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები ვერ ახერხებს, კარგად გაიაზროს სხვა ქვეყნებში მოქმედების კონცეფცია... ის ვერც გებულობს და არც უნდა გაიგოს, რა ხდება რეალურად - მაგალითად, აზიის ქვეყნებში. მას მიაჩნია, რომ რადგან უმდიდრესი ქვეყანაა, ე.ი. ყველაფერი სხვებზე უკეთესად იცის. მას არ სჯერა, როცა მისი მოსაზრებიდან განსხვავებულ ვერსიას სთავაზობენ.

 

ახლა, რაც შეეხება სააკაშვილს - აქ ცოტა სხვა სიტუაციაა. აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში აპირებდა ხავერდოვანი რევოლუციებით რუსეთის გარშემო სარტყელის გაკეთებას და მერე აღმოსავლეთისკენ წასვლას. თუ გახსოვთ, თბილისში რომ იყო, მაშინ თქვა, საქართველო არის ის საფეხური, რომელზე დაბიჯებითაც დემოკრატია აღმოსავლეთში წავაო. დემოკრატია, ანუ ამერიკის გავლენა, ხომ? მას რეალურ ინსტრუმენტად მიაჩნდა ეს ხავერდოვანი რევოლუციები და ყველანაირად უწყობდა მათ ხელს. ეს მისი კონცეფცია იყო, მისი სცენარი გახლდათ და მისი პოლიტიკის მომავალი იდო ამაში.

 

ბუში ბოლო მომენტამდე უჭერდა მხარს სააკაშვილს, სწორედ იმიტომ, რომ მისი პოლიტიკის პირმშო იყო... ეს ყველაფერი ხდებოდა იმ ფონზე, როცა ეს რევოლუციები ჩავარდა უკრაინაში, ჩავარდა ყირგიზეთში... ანუ, ბევრგან განიცადა ბუშმა მარცხი და მისი პოლიტიკის ლამის ერთადერთ გამარჯვებად რჩებოდა სააკაშვილის საქართველო. შესაბამისად არ ემეტებოდა და აკრძალულიც ჰქონდათ ამერიკელ კომენტატორებს საქართველოში რაიმე კრიტიკულის დანახვა. შემდეგ - მოვიდა ობამას განსხვავებული ადმინისტრაცია. მათ ასეთი სენტიმენტები საქართველოსა და მისი ხელმძღვანელობის მიმართ არ აქვთ.

 

დღეს, საქართველოსთან მიმართებაში, ობამას „დემოკრატებს“ არაფერი პროექტი არ აქვთ. არც აინტერესებთ, მე მგონი, საქართველოს თემა. რა თქმა უნდა, უნდათ, რომ შეინარჩუნონ, მაგრამ დღეისთვის, აშშ-ისა და საერთოდ, მთელი მსოფლიოს ყურადღება სხვაგანაა მიპყრობილი. ბძეჟინსკიმ ეს მაშინ თქვა, როცა ობამას საგარეო პოლიტიკას აყალიბებდა - ესაა ჩინეთი, ინდოეთი და, რუსეთის „გადატვირთვის პოლიტიკა“. ანუ, ჩვენ აშშ-ის მხრიდან ისეთივე მძაფრი დაინტერესება დავკარგეთ, როგორიც ბუშის დროს გვქონდა.

 

ძალიან მუქ ფერებში დავხატეთ საქართველოს დღევანდელი რეალობა: აქ არ არის სამოქალაქო საზოგადოება, დავკარგეთ სტარტეგიული „პატრონის“ აშშ-ის ცხოველი ინტერესი, ქვეყანაში არის პრეზიდენტი, რომელზეც კრიტიკულად განწყობილი ადამიანები ამბობენ, რომ არის ავტოკრატი...

 

- მეტსაც გეტყვით - ჩვენ გვყავს მოსახლეობა, რომელიც შეგუებულია, რომ მისი პრეზიდენტი არის ავტოკრატი... ანუ მოსახლეობა არათუ აძლევს იმის უფლებას, რომ იყოს ავტოკრატი, არამედ - აიძულებს კიდეც ამ პრეზიდენტს, რომ იყოს ავტოკრატი... პირველი ორი წელი, მე მახსოვს, კრიტიკულ ფრაზას ვერ ვამბობდი ხოლმე ინტერვიუში, როცა ღია ეთერი იყო და როცა მაყურებელს შეეეძლო სტუდიაში დაგვკავშირებოდა. თუ რამეს ვიტყოდი, ეგრევე რეკავდნენ და თავზე მამხობდნენ ყველაფერს. მაგალითად, ტელეკომპანია „იბერია“ რომ იყო, მათ გადაცემებში ხდებოდა ასე.

 

რომლის შენობაშიც მერე უცერემონიოდ შევარდნენ, უაიარღო ჟურნალისტები დააფრთხეს შეიარაღებულმა სპეცრაზმელებმა და „იბერია“ აღარ არსებობს...

 

- კი და ხალხს ამაზე რეაქცია არ ჰქონია. ასეთივე იყო ტელეკომპანია „კავკასიის“ მაყურებელიც. რატომ ხართ კრიტიკული, აცალეთ, ახალგაზრდები არიან და ა.შ. ხშირად გაგვიგია, ხომ ეს სიტყვა - აცალეთ? გამსახურდიას დროს იყო, აცალეთ, შევარდნაძის დროს იყო აცალეთ. სააკაშვილია და აცალეთ, ბატონოო...

 

ჩვენც არ ვაკონტროლებთ ხელისუფლებას და ყოველთვისაც „ვაცდით“...

 

- ყოველ შემთხვევაში, არც ვცდილობდით. სახლში რომ მოიყვან ხელოსანს, რომელიც რემონტს გიკეთებს და ერთ კედელს გაგიფუჭებს, უნდა აცალო, რომ მეორე კედელზე გამოასწორებს? ასე გამოგვდიოდა, რა. ის, რომ ჩვენ დავიქირავეთ ეს ხალხი და პირველივე შეცდომაზე რაღაც რეაგირება უნდა გვქონოდა, ეს განცდა არასდროს გავჩენია“...

 

ხვალ შემოგთავაზებთ ინტერვიუს მეორე ნაწილს, სადაც უკვე იმაზე ვისაუბრებთ, როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები, რომ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ და თავისი უვიცობითა თუ სიზარმაცით, არ „აიძულონ“ პრეზიდენტები, გახდნენ ავტოკრატები, ანდა - დიქტატორები. „ჯიგარ“ ქართველებზეც შემდეგ ნაწილში ვისაუბრებთ...

http://www.presage.tv/?m=politics&AID=3192

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ფორუმებზე გაცილებით ბევრ და საინტერესო განყოფილებას ნახავ პოლიტიკის გარდა, სადაც ნერვები არ მოგეშლება და გაცილებით ბევრ და საინტერესო ინფორმაციას გაიგებ და წაიკიტხავ და დახმარების ხელსაც გაგიწვდიან;

 

სადაც არც ნერვები არ მოგეშლება და სასარგებლო ინფორმაციასაც მიიღებ თემის საშუალებით :)

 

ბილბაოს ატლეტიკის თემა გამომადგა 15 წუთის უკან ))))))

Edited by akkai
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

akkai

ფორუმებზე გაცილებით ბევრ და საინტერესო განყოფილებას ნახავ პოლიტიკის გარდა, სადაც ნერვები არ მოგეშლება და გაცილებით ბევრ და საინტერესო ინფორმაციას გაიგებ და წაიკიტხავ და დახმარების ხელსაც გაგიწვდიან;

 

 

კი, მართალს ამბობ. :)

რა კარგი თემა იყო და როგორ გააფუჭე რა

 

 

არ გამიფუჭებია და წაიკითხე. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩიპ ჩადგმული საზოგადოება.

ჩიპი რამდენ გბ-იანია..კიდე რამის ჩაწერა შეიძლება..??

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...