razma Posted February 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2011 (edited) . http://s004.radikal.ru/i206/1101/37/074b37b8290b ( ეს ლინკი დააკოპირეთ და ჩაწერეთ google - ში ძიებაში და ამოგიგდებთ ) აფხაზები აფხაზები (აფხ. аҧсуаа, აფსუა) — ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის ისტორიულ რეგიონში მცხოვრები აბორიგენული მოსახლეობა. საუბრობენ აფხაზურ ენაზე. 1989 წლის აღწერით საქართველოში 95,9 ათასი აფხაზი ცხოვრობდა, აფხაზეთის რეგიონში 93,3 ათასი, მთლიანად საბჭოთა კავშირში კი 105 ათასი. 2003 წელს აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის მიერ ჩატარებული აღწერის მიხედვით „რესპუბლიკაში“ 94,5 აფხაზი ცხოვრობს. გარდა აფხაზეთისა მრავალრიცხოვანი აფხაზური დიასპორა ცხოვრობს საქართველოს გარეთაც, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში (თურქეთი, სირია, იორდანია), ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. დიასპორაში ერთ ხალხად აღიქმებიან როგორც საკუთრივ აფხაზები, ისე ჩრდილოეთკავკასიელი აბაზების შთამომავლები; მათი საერთო რაოდენობა ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში 400 ათასამდე აღწევას. აფხაზები ეთნიკურად ენათესავებიან ჩრდილოკავკასიური წარმომავლობის ადიღებსა და უბიხებს. გარდა ამისა, აფხაზებს კულტურულ და საყოფაცხოვრებო თავისებურებებში მეტი საერთო აქვთ ქართველებთან. მათთან საუკუნეთა განმავლობაში ერთობლივმა თანაცხოვრებამ და მჭიდრო ურთიერთობამ გავლენა იქონია როგორც ენაზე, ასევე აფხაზთა ანთროპოლოგიაზეც.აფხზაების მშობლიური ენაა აფხაზური ენა, რომელიც კავკასიური ენების ჩრდილო-დასავლურ, აფხაზურ-ადიღური ენების ჯგუფს მიეკუთვნება. ენაში გამოიყოფა ბზიფური და აბჟუური დიალექტები. მათ შორის განსხვავება ძირითადად ფონეტიკაშია. აფხაზურ სალიტერატურო ენას საფუძვლად უდევს აბჟუური დიალექტი, რომელიც ქალაქ სოხუმის სამხრეთ-აღმოსავლეთითაა გავრცელებული.აფხაზურ ენას ენათესავება და მასთან ყველაზე ახლოს დგას ჩრდილოეთ კავკასიაში გავრცელებული აბაზური ენა. აფხაზურთან ერთად იგი ქმნის ერთ ენობრივ ჯგუფს — აფხაზურ-ადიღური ენების აფხაზურ-აბაზურ ქვეჯგუფს. აფხაზური და ენები იმდენად ახლოსაა ერთმანეთთან ფონეტიკურად და ლექსიკურად, რომ მათი გაყოფა ფორმალურია და უკავშირდება მხოლოდ ტერიტორიულ დაცილებასა და სალიტერატურო ენის ორ სხვადასხვა საფუძველზე ჩამოყალიბებას.აფხაზთა საკუთარი სახელწოდებაა „აფსუა“ (აფხ. аҧсуа). მსოფლიოს უმრავლეს ენაში მათი დასახელება მომდინარეობს ქართული სახელწოდებიდან „აფხაზი“. თურქულსა და ზოგიერთ ჩრდილოკავკასიურ ენაში აფხაზთა სახელწოდებაა "აბაზა". ისტორია პრეისტორიული ხანა ადამიანის პირველი ნამოსახლარები აფხაზეთის ტერიტორიაზე წარმოდგენილია 400-100 ათასი წლის წინანდელი აშელის კულტურის სახით. არქეოლოგიური პერიოდიზზაციით იგი ქვის ხანის ადრეულ ეტაპს განეკუთვნება. ძვ. წ. V ათასწლეულის მეორე ნახევრისა და ძვ. წ. IV ათასწლეულიდან აფხაზეთის მოსახლეობა ლითონის ათვისებას იწყებს. აფხაზეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ბრინჯაოს ნაკეთობები ძირითადად ძვ. წ. III ათასწლეულითაა დათარიღებული.ადრეული ხანიდან ძვ. წ. II ათასწლეულამდე დასავლეთ საქართველოს ზოგიერთი რეგიონის, მათ შორის თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიის მცხოვრებთა ეთნიკური წარმომავლობა აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. მეცნიერთა უმრავლესობა თვლის, რომ ამ პერიოდში რომელიმე კონკრეტულ ეთნოსზე მსჯელობა შეუძლებელია. ძვ. წ. II საუკუნიდან ანტიკურ ხანამდე ამ ტერიტორიაზე მოპოვებული მასალების საფუძველზე მეცნიერებს გამოაქვთ ის დასკვნა, რომ დასავლეთი საქართველო ამ პერიოდში კოლხური ტომებით იყო დასახლებული. ამ ტომებში გამოიყოფა ცალკეული სუბეთნიკური ჯგუფებიც, თუმცა ერთიანობაში ისინი საერთო კოლხურ კულტურას ქმნიან. დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართველური მოსახლეობის არსებობას ამ პერიოდისათვის მეცნიერები ასაბუთებენ ასევე ქალაქ სოხუმის სახელწოდების ქართველური წარმომავლობით — „ცხუმი“ სვანური ენიდან მომდინარეობს და რცხილას ნიშნავს. არსებობს ასევე არგანავტების ბერძნული მითის ლინგვისტიკურ კვლევაზე დამყარებული მოსაზრება არგონავტთა მოსვლისას აქ ქართველური ენის არსებობის თაობაზეანტიკურ ხანამდე აფხაზეთის მოსახლეობის შესახებ ცნობები დაცულია ადრეული ანტიკური ხანის ბერძენ მწერლებთან — ჰეკატე მილეტელთან (ძვ. წ. VI საუკუნე), ჰეროდოტესთან (ძვ. წ. V საუკუნე), სკილაქს კარიანდელთან (ძვ. წ. IV საუკუნე), სტრაბონთან (ძვ. წ. I-I საუკუნეები) და სხვა. მათ წყაროებში კოლხებით მთლიანად დასახლებული ჩანს დასავლეთი საქართველო დიოსკურიამდე (დღევანდელ სოხუმამდე), რის შემდეგაც იწყება ეთნიკურად ნარევი მოსახლეობის განსახლების არეალი. დიოსკურიის ჩრდილო-დასავლეთით კოლხებთან ერთად იხსენიებიან კერკეტები, კორაქსები და სხვები, რომელთაც მეცნიერთა ნაწილი ჩრდილოკავკასიური წარმომავლობის ხალხებათ თვლის, ნაწილი კი კოლხების სუბეთნიკურ ჯგუფებად მიიჩნევს.II საუკუნის ავტორები, ფლავიუს არიანე და კლავდიოს პტოლემაიოსი ნიკოფსიასთან (თანამედროვე ტუაფსე) ასახელებენ გეოგრაფიულ პუნქტ „ლაზიკას“, არიანეს მიხედვით „ძველ ლაზიკას“. ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით ეს დასახელება ამ ტერიტორიაზე კოლხთა უძველეს, ანტიკურ ხანამდელ მოსახლეობაზე მიუთითებს.ანტიკური ხანა ადრეულ ანტიკურ ხანაში, ძვ. წ. VI საუკუნიდან ახ. წ. I საუკუნემდე თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია კვლავ კოლხეთის შემადგენლობაშია და მისი მოსახლეობის ეთნიკური კუთვნილების საკითხიც უცვლელი რჩება, უცნობია დიოსკურიის ჩრდილო–დასავლეთით მცხოვრებ ხალხთა ზუსტი ეთნიკური წარმომავლობა. კოლხეთის ჩრდილოეთ მთიან მხარეში მოსახლეობენ სვანები, რომლებიც, როგორც ჩანს, დიოსკურიამდეც ვრცელდებოდნენ.ახ. წ. I-II საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს შავიზღვისპირეთში იხსენიებიან აფსილები და აბაზგები. თუ რა დროიდან მოსახლეობენ ამ ტერიტორიაზე ეს ტომები, დღეს მეცნიერთა შორის საკამათოა. ნაწილი თვლის, რომ ისინი კოლხეთის უძველესი მოსახლეობაა, თუმცა რადგანაც კოლხურ-ქართველურ კულტურულ-ისტორიულ სამყაროს ეკუთვნოდნენ, ადრეულ წყაროებში არ იხსენიებიან. მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ აფსილები და აბაზგები აქ სწორედ ამ პერიოდში ჩამოსახლებული ჩრდილოკავკასიური მოდგმის ხალხები არიან. აზრთა სხვადასხვაობაა აფსილებისა და აბაზგების ეთნიკურ წარმომავლობაზეც. გამოთქმულია ვარაუდი, რომ ისინი ისეთივე ქართველურ ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ, როგორც კოლხეთში მცხოვრები სხვა ხალხები — ეგრები (ლაზები), სვანები. ამ აზრის მომხრე მეცნიერები აფსილებთან და აბაზგებთან თანამედროვე აფხაზების ეთნიკურ კავშირს გამორიცხავენ და მიიჩნევენ, რომ დღევანდელი აფხაზები (აფსუები) მხოლოდ XVII საუკუნეში ჩამოსახლებული ადიღური მოდგმის ერია. მეორე ნაწილი, მეცნიერთა უმრავლესობა თვლის, რომ ეს ორი ტომი აფხაზურ-ადიღური მოდგმის ხალხია, რომლებიც თანამედროვე აფხაზების წინაპრები არიან. ამ მეორე ვარაუდს იზიარებენ ნიკო მარი, ივანე ჯავახიშვილი, სიმონ ჯანაშია, ნიკოლოზ ბერძენიშვილი, გიორგი მელიქიშვილი, ლ. ლავროვი, ზურაბ ანჩაბაძე, ედიშერ ხოშტარია-ბროსე და სხვები. მერი ინაძე ყურადღებას აქცევს პლინუსის ნაშრომში არსებულ ცნობას ჩრდილოეთ კავკასიაში „აბზოეს“ მრავალრიცხოვანი ტომების არსებობის შესახებ და აღნიშნავს, რომ პლინუსის ცნობაში მცირე გეოგრაფიული კორექტივის შეტანის შემთხვევაში შესაძლოა გამოითქვას ვარაუდი გარკვეული კავშირის არსებობის შესახებ, ამ სახელწოდებისა და „აფსილ–აბაზგს შორის. არსებობს ასევე ვარაუდი, რომ XI საუკუნის ასურულ წყაროებში ნახსენები აღმოსავლეთი მცირე აზიის მთიანეთში მცხოვრები ხალხი „აბეშლა“ არის აფსილთა წინაპარი ტომი, რომელმაც სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ გადაინაცვლა.ბერძნულ წყაროებში მოხსენიებულ „აფსილიასა“ და აფსილებს ქართულ შუა საუკუნეების წყაროებში „აფშილეთი“ და „აფშილი“ შეესაბამება, ხოლო „აბაზგს“ — აფხაზი. ერთიანი კოლხეთის სამეფოს დაშლის შემდეგ მის ტერიტორიაზე პოლიტიკურად რომის იმპერიაზე დამოკიდებული რამდენიმე სამთავრო შეიქმნა, რომელთა შორის ფლავიუს არიანეს თქმით აფსილია და აბაზგიაც იყო. II საუკუნის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველო ეგრისის სამეფოს სახელით ერთიანდება. აფშილეთი ამ პერიოდში მდინარე ეგრისწყლიდან (ღალიძგა) კოდორამდე უშუალოდ ეგრისს ექვემდებარებოდა, ხოლო კოდორის ჩრდილოეთი ნაწილი წარმოადგენდა აფხაზეთს (აბაზგიას), რომელიც თუმცა არ იყო ეგრისის უშუალო შემადგენლობაში, მაგრამ მის ვასალ სახელმწიფოს წარმოადგენდა.VI-VIII საუკუნეებიშუა საუკუნეების დასაწყისიდან თანდათან დასუსტებას იწყებს ეგრისის სამეფო. იგი აღიარებს აღმოსავლეთ რომის იმპერიის ძალაუფლებას. ბიზანტიის გავლენა ეგრისსა და მის ვასალებზე (აბაზგები, აფსილები) ხელს უწყობდა ამ ხალხში ქრისტიანობის გამტკიცებას. ბერძნული წყაროებით, VI საუკუნეში აფხაზური ტომები (აბაზგები, აფსილები) ქრისტიანები იყვნენ, თუმცა ზოგიერთი წარმართული ტრადიციაც არ ჰქონდათ დავიწყებული, მაგალითად ხეების თაყვანისცემა. ეგრისის ვასალობაში აბაზგებს შინაგანი თვითმყოფადობის ყველაზე მაღალი დონე ჰქონდათ, მათ საკუთარი მეფე-მთავრების ინსტიტუტიც შეინარჩუნეს. VI საუკუნის დასაწყისიდან ეგრისმა დაკარგა გავლენა აფხაზეთზე (აბაზგიაზე), რომელიც განუდგა მას და უშუალოდ ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ამ პერიოდიდან თანდათან ძლიერდება აფხაზეთი, რომელმაც გარდა ძველი აბაზგიის ტერიტორიისა მოიცვა სანიგების, მისიმიელებისა და აფშილების (აფსილები) ტერიტორიაც. ამ გაძლიერებას უკავშირდება ბერძნული ტერმინი „აბაზგისა“ და მისი ქართული შესატყვისის — „აფხაზის“ მნიშვნელობის გაფართოება. ბიზანტიის დაქვემდებარებაში შეიქმნა ახალი პოლიტიკური გაერთიანება — აბაზგიის სამთავრო (ქართულ წყაროებში აფხაზეთის სამთავრო), რომელშიც VII-VIII საუკუნეებში სუბეთნიკური ჯგუფების აქტიური კონსოლიდაცია მიმდინარეობს. VI-VIII საუკუნის წყაროებში წყდება ამ შედარებით მცირე სუბეთნიკური ჯგუფების მოხსენიება (აფსილები, სანიგები, მისიმიელები, ბრუქები) და მათ ნაცვლად ავტორები მხოლოდ აბაზგებს, ანუ აფხაზებს ასახელებენ. აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია აღნიშნავს.“ VIII საუკუნისათვის თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე აშკარა უპირატესობა აბაზგებმა მოიპოვეს. ეს ეთნიკური სახელი მალე უფრო ფართო, განმაზოგადებელ მნიშვნელობას იძენს. მისი ქართული ფორმა — „აფხაზი“, რომელიც მიღებულია „აბაზგი“, „აბაზხი“-დან თანხმოვანთა შინაგანი გადაჯგუფების გზით, ქართული ენის ფონეტიკური კანონების თანახმად, თანდათანობით საყოველთაო გავრცელებას პოულობს ”ამგვარად, VIII საუკუნეში დასრულდა აფხაზების, როგორც ფეოდალური ერის ძირითადი ჩამოყალიბება, რაშიც უდიდესი გავლენა აბაზგებმა და აფსილებმა იქონიეს. ამ ორი ეთნოსის შერწყმით შეიქმნა ადრეფეოდალური ხანის აფხაზი ერის ძირითადი ბირთვი, რომელსაც შემდეგ ხანებში აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვა ეთნიკური ჯგუფებიც შეერწნენ.VII საუკუნეში დასუსტებული ეგრისის სამეფო ბიზანტიის იმპერიამ საბოლოოდ გააუქმა, რის შემდეგაც თანდათან იწყება აბაზგიის მთავრების ჰეგემონიის გაფართოება მთელ დასავლეთ საქართველოში. აფხაზთა მთავრები კავშირს ამყარებენ აღმოსავლეთ საქართველოსთან; 736 წელს აფხაზთა და ქართველთა (აღმოსავლეთი საქართველოდან) გაერთიანებულმა ლაშქარმა ანაკოფიასთან მოიგერია არაბები, რის შემდეგაც მათ მალე დატოვეს საქართველოს ტერიტორია.IX-X საუკუნეებიVIII საუკუნის 80-იან წლებში ეგრისის სამეფოს ტერიტორია და აფხაზეთის სამეფო გაერთიანდა. ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით, ქართლის ერისმთავართა სახლის უკანასკნელმა მამაკაცმა წარმომადგენელმა არჩილმა თავისი გარდაცვლილი ძმის მირის ასული ცოლად შერთო ლეონ აფხაზთა მთავარს, რომელსაც გადასცა ეგრისის გვირგვინი. ამგვარად ეგრისისა და აფხაზეთის გაერთიანება ნებაყოფლობით მოხდა. ამ დროიდან სიტყვა „აფხაზეთი“ მთელ დასავლეთ საქართველოს აღნიშნავს, ხოლო „აფხაზი“ დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ყველა ხალხის საერთო სახელწოდება ხდება, მათ შორის ქართველებისაც. ლეონ II აფხაზთა მეფედ იწოდება.დღეს ზუსტად არაა ცნობილი აფხაზთა მეფეების ეთნიკური წარმომავლობა. ზოგიერთი მეცნიერი მათ საკუთრივ აფხაზებად მიიჩნევს, ზოგი კი ქართველებად. არსებობს ასევე ვარაუდი მათი ბერძნული წარმომავლობის შესახებ, ვინაიდან ისინი ბიზანტიის იმპერიას ექვემდებარებოდნენ და მათ ვასალებს წარმოადგენდნენ. ზოგიერთი მეცნიერი (მარიკა ლორთქიფანიძე) არსებითად არ მიიჩნევს აფხაზთა მთავრების ეთნიკურ წარმომავლობას. მათი თქმით, არსებითი ისაა, რომ აფხაზთა სამეფო ენით, კულტურით, რელიგიით, პოლიტიკით ქართული სახელმწიფო იყო, ხოლო მისი მეფეები, ამავე ნიშნით — ქართველები. აფხაზთა სამეფოს მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკურად ქართული მოსახლეობა შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ X-XI საუკუნეების ზოგიერთი სომეხი ისტორიკოსი, მათ შორის იოანე დრასხანაკერტელი, აფხაზეთის სამეფოს მოიხსენიებს „ეგრისის“ სახელით, ხოლო აფხაზებს „ეგრისელებს“ უწოდებს. Edited February 8, 2011 by razma Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ThaaTiiiaa Posted April 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2011 ვფიქრობ, თემა ფლეიმზე დასადები არაა შესაბამის განყოფილებაშიაა გადასატანი... ცუდად ნუ გამიგებთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.