Jump to content
Planeta.Ge

ვის ნაცვლად ``ზის`` უკანონო პატიმარი ლალი სესიაშვილი?


Recommended Posts

ლალი სესიაშვილის ადგილას გისოსებში ახალაიებისა თუ კოდუების ნათესავი გულორდავა და ე.წ. ``დაზარალებული`` ქობულეთელი მჟავანაძეები უნდა ისხდნენ ---

 

მაგრამ... დღეს საქართველოში სააპელაციო სასამართლო მხოლოდ ბუტაფორიააო და საქალაქო სასამართლოს განაჩენის მხოლოდ ბეჭედდამსმელიაო _ ამიტომაც არ გაგვკვირვებია დიდად სააპელაციოს მზია ლომთათიძემ საქალაქოს ლელა ნოზაძის უკანონო გადაწყვეტილების გამოტანას ლალი სესიაშვილისა და მიხეილ კეშელავასთვის კვერდაკრულმა რევერანსი რომ უცეკვა, რადგან დღეს საქართველოში მართლმსაჯულება არ არისო და, დღევანდელი მოსამართლეებიც მხოლოდ პროკურატურის ნოტარიუსები არიანო!!!

მთელი გულწრფელობით მეცოდებიან ეს ეშმაკის მოსამსახურე მოსამართლეები, ეს პატარა ქალ-კაცუნები!

 

 

ამ ენით აუწერელი, მახინჯური სასმართლოს მახინჯი განაჩენის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ შემდეგ მისამართზე: http://www.pres-cavcasia.ge/index.php?page=articles&sub=4&article=417&lang=geo

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამიტომ ვარ მე წინააღდეგი ყოველგავრ ალასანიების, მოლაპარაკების, კრწანის2 რეზიდენციების.

ერთხელ თუ არ დაიასაჯა ეს ხალხი, რეციდივი ყოველთვის საშიში მოვლენა იქნება საქართველოში.

 

ალბათ 99% მოსამართლეები სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მისაცემი, პოლიციის მინიმუმ 50%-ი და ზედა-საშაუალო ეშელონების ნაცების 99%-ი.

 

ფრიდრიხამ ახალ ციხეს აშენებენო ხო? კარგია :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ფრიდრიხამ ახალ ციხეს აშენებენო ხო? კარგია

ახალ ციხეებს ციხეს კი არა

 

მოსამართლეებს ვერ დაიჭერენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

ახალ ციხეებს ციხეს კი არა

 

მოსამართლეებს ვერ დაიჭერენ

 

მომავალი მოსამართლეებისთვის იქნება დიდი გაკვეთილი.

 

დაუსჯელობის სინდრომია მოსაცილებელი, ისე არაფერი არ გამოვა.

 

რა უშლის ხელს?

კანონი?

შეიცვლება. :)

 

 

პ.ს. ისინი ვინც გაასწრებს დასაბრუნებელი იქნებიან.

 

ვერ დააბრუნებენ?

 

ისრაელის მაგალითი გვაქვს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამიტომ ვარ მე წინააღდეგი ყოველგავრ ალასანიების, მოლაპარაკების, კრწანის2 რეზიდენციების.

ერთხელ თუ არ დაიასაჯა ეს ხალხი, რეციდივი ყოველთვის საშიში მოვლენა იქნება საქართველოში.

 

ალბათ 99% მოსამართლეები სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მისაცემი, პოლიციის მინიმუმ 50%-ი და ზედა-საშაუალო ეშელონების ნაცების 99%-ი.

 

ფრიდრიხამ ახალ ციხეს აშენებენო ხო? კარგია :)

 

 

დღეს ციხეები სავსეა ლალისნაირი უდანაშაულო დამნაშავეებით. ჩვენ კი ვამბობთ, სამართალი მაინც იზეიმებსო, მაგრამ ყოველდღიურობაში პირიქით ხდება და სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს განუკითხაობა, ძნელი წარმოსადგენია. ალბათ ისევ ხალხმა უნდა ამოიღოს ხმა. მე ვფიქრობ, რომ ტყუილად გვაქვს ე.წ. მეოთხე ხელისუფლების (მასმედიის) იმედი, რომ ისინი გააშუქებენ ობიექტურად დღევანდელობას. დღევანდელი მასმედიაც (რა თქმა უნდა, ძირითადი უმრავლესობა, ზოგიერთი ინტერნეტ-გამომცემლის გარდა) ხომ სასამართლოსავით მთლიანად ჯიბეში ყავთ და პირიქით, მოსახლეობაში მხოლოდ შიშის დათესვის იარაღადაა გადაქცეული და შორს დგას ყოველგვარი ობიექტურობისგან. (ძირითადი უმრავლესობა მეთქი - იმიტომ რომ, უკანასკნელ ხანებში, ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდნენ აშკარად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პროფესიულად მაღალ დონეზე მდგარი ინტერნეტ-გამოცემები, ისეთი, როგორიცაა pres-cavcasia.ge და მისი გამომცემელი ქ-ნი ქეთევან სესიაშვილი). ხოლო ოპოზიცია (დღევანდელი ე.წ.ოფიციალური ოპოზიცია) ვერაფრის კი არა, არაფრის შეცვლას არ გეგმავს, რადგან ეს სამთავრობო ოპოზიციაა და ნაცებისგან იღებენ დაფინანსებას. ისინი საკმაოდ კარგად მოერგნენ ნაცების მიერ შეთავაზებულ ვითომ ოპოზიციონერობას და მხოლოდ არჩევნების გზით ეცდებიან საპარლემენტო ქვოტების მოპოვებას, რათა დღევანდელი კანონმდებლობით მოიპოვონ შედარებით მეტი დაფინანსება ~მამა-მარჩენალისგან~. ნუთუ ვერ ხვდება ხალხი, რომ სწორედ ამიტომ განა ვერ,არამედ არ ერთიანდებიან, მათ კანონიერება არ ადარდებთ. მხოლოდ მიშიკოს ვინ უფრო მეტად აამებს, ამაზე არიან გაწაფულები. მიშიკოსაც უღირს გაწეული ხარჯი, უოპოზიციოდ ხომ ვერ დაამტკიცებს დემოკრატიობანას? ამიტომაც იხდის უოპოზიციო ოპოზიციაში სოლიდურ ხელფასებს პარტიების დაფინანსების სახით. ხოლო ოპოზიციურ პარტიათა ფინანსური შემოწირულობები მოაქცია თაგვის სოროსავით ვიწრო ჩარჩოში(იხ. საქართველოს ორგანული კანონი პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესახებ).

ქვეყნის ტირანიისგან ხსნის ერთადერთი გზაა: მოსახლეობამ უნდა დაიწყოს არაფორმალური მოძრაობა - მოძრაობა გადარჩენის. მთავრობას ხომ თავისი პოლიციური და უზურპატორული პოლიტიკით, თუ კარგად გავაანალიზებთ მდგომარეობას, ზუსტად ამ მიმართულებით მიჰყავს ქვეყნის მომავალი. ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის ჩატეხილი ხიდი იმდენად დიდია, უბრალოდ, მისი გამთელება წარმოუდგენელია და ამაზე ხალხმა არც უნდა იფიქროს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მომავალი მოსამართლეებისთვის იქნება დიდი გაკვეთილი.

 

დაუსჯელობის სინდრომია მოსაცილებელი, ისე არაფერი არ გამოვა.

 

რა უშლის ხელს?

კანონი?

შეიცვლება. :)

 

 

პ.ს. ისინი ვინც გაასწრებს დასაბრუნებელი იქნებიან.

 

ვერ დააბრუნებენ?

 

ისრაელის მაგალითი გვაქვს :)

 

მოსამართლეები ავსებენ ბიუჯეტს ხალხის ხარჯზე შესაბამისად საჭირო ხალხი არიან და არავინ მაგათ არ დაიჭერს

 

მომავალი მოსამართლეებიც შეავსებენ ბიუჯეტს და მათაც არავინ არ ახლებს ხელს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოსამართლეები ავსებენ ბიუჯეტს ხალხის ხარჯზე შესაბამისად საჭირო ხალხი არიან და არავინ მაგათ არ დაიჭერს

 

მომავალი მოსამართლეებიც შეავსებენ ბიუჯეტს და მათაც არავინ არ ახლებს ხელს

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

 

ბიჯოოოოო.......................... :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...