Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) სუარესი – “საოცნებო დებიუტი მქონდა”


Recommended Posts

http://cache.daylife.com/imageserve/06Vh8ZX62R1AO/439x.jpg

 

ენფილდზე ოფიციალურად წარდგენის შემდეგ, ლუის სუარესმა პრესკონფერენციაზე საინტერესო თემებზე ისაუბრა…

 

ლივერპულის ახალ შვიდიანს სულ რაღაც 16 წუთი დასჭირდა კოპის წინ სადებიუტო გოლის გასატანად.

 

“ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ასეთ დებიუტზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს” – განაცხადა სუარესმა პრესკონფერენციაზე – “თუნდაც რამოდენიმე წუთი მოედანზე ყოფნა უკვე ბევრს ნიშნავს, ხოლო კოპის წინ გოლის გატანა კი ჩემი ოცნების ასრულებაა…”

 

“ყველაფერი ზუსტად ისე იყო მოედანზე, როგორც ჰოლანდიაში ყოფნისას ვუყურებდი ტელევიზორიდან. პრემიერლიგა რთული და ძლიერი ჩემპიონატია და შესაბამისად საკმაოდ ძნელია საგოლე მომენტების შექმნა. აუცილებლად უნდა შევეჩვიო ინგლისური ფეხბურთის სტილს და კარგად მოვერგო მას.”

 

სუარესის გოლში გარკვეული წვლილი სტოკის მცველმაც შეიტანა და თავდაპირველად სხვადასხვა მედია-წყაროებმა სუარესის გოლი ავტოგოლად ჩათვალეს, თუმცა საბოლოოდ გოლი მაინც ლუისის ანგარიშზე ჩაიწერა…

 

“გოლი ისე ავღნიშნე, რომ ვიცოდი ჩემი გატანილი იყო. იმედია ეს ნამდვილად ასეა და ვინც არ უნდა გადაწყვიტოს ამ გოლის ავტორის ვინაობა, ვფიქრობ ჩემი მხარე უნდა დაიჭიროს…”

 

“მსურს ინგლისშიც გავიტანო გოლები, ისე როგორც ამას ჰოლანდიაში ვაკეთებდი, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი გუნდის თამაშში ჩართვაა. ეს გოლით დასრულდება, თუ საგოლე მომენტის შექმნით ჩემი მხირდან, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან თამაშის დროს მთავარი გუნდია და არა ინდივიდუალური ფეხბურთელი…”

 

ლუისმა თავის მომავალ მეწყვილე, ენდი ქეროლზეც ისაბრა და მასთან კარგ პარტნიორობას დაგვპირდა:

 

“ჰოლანდიაში ხშირად ვუყურებდი ნიუკასლის თამაშებს და ამიტომ ქეროლის შესახებ ბევრი რამ ვიცი და კარგად ვიცნობ მის სათამაშო სტილსაც. ენდი ტიპიური მაღალი 9 ნომერია, ასეთ ცენტრ-ფორვარდებთან კი მე კარგი სათამაშო გამოცდილება მაქვს (ლუისი აიაქსში ჰუნტელაართან ერთად თამაშობდა) და ვფიქრობ ჩვენგან კარგი შემტევი წყვილი დადგება…”

 

ლუისმა პრესკონფერენციის მიწურულს კი ზოგადად მერსესაიდულ კლუბზე ისაუბრა:

 

“ლივერპული ევროპული ფეხბურთის გრანდია, რომელსაც არაჩვეულებრივი ისტორია და ტიტულები აქვს. მე ყოველთვის მსურდა ინგლისში მაღალ დონეზე თამაში და მიხარია რომ ამის შანსი ისეთ დიდ კლუბში მომეცა, როგორიც ლივერპულია.”

 

რ…”

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...