planetanews Posted February 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2011 http://a.pix.ge/f/13r0i.jpg დღეს ლივერპულის ახალმა ცხრიანმა, ენდი ქეროლმა ოფიციალურ საიტთან ისაუბრა, სადაც გულშემატკვრებს თავისი გეგმები გაგვაცნო… “დიახ ეს იყო საოცარი დახვედრა. თაყვანისმცემლები ჩვენს მიმართ შესანიშნავად იქცეოდნენ. ორშაბათს, როდესაც ხელი მოვაწერე ოფიციალურ კონტრაქტს, ეს დიდებული იყო . მელვუდში 100 ფანზე მეტი მელოდებოდა, ეს საოცრება იყო” – ასე იწყებს ენდი ინტერვიუს ოფიციალურ საიტთან. “ორშაბათის მერე ფანები ჩემდამი ფანტასტიკურად არიან განწყობილნი, ისევე, როგორც მე მათდამი. პირდაპირ გეტყვით, ახლა თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ამისათვის დიდი მადლობა უნდა მოვუხადო ყველას, ვინც მხარი დამიჭირა. მხოლოდ სამი დღეა, რაც ლივერპულში ჩამოვედი, მაგრამ ფანებისგან უკვე დიდ სიყვარულს ვგრძნობ და მათ იმედებს არ გავუცრუებ. ცხადია, ჩვენ დიდი ამბიციები გვაქვს, რათა დავიკავოთ უმაღლესი პოზიციები. ყველა დარწმუნებულია, რომ ამას შევძლებთ. ეს ასეცაა.” – ციტირებს ქეროლის სიტყვებს ოფიციალური ვებ-გვერდი. - ენდი არის ყველაზე ძვირადღირებული ბრიტანელი ფეხბურთელი მათ შორის, ვინც კი ოდესმე ყოფილა. “ჩემს სანაცვლოდ ლივერპულის მფლობელებს საკმაოდ დიდი თანხის გადახდა მოუწიათ, ამიტომ თავს არ დავზოგავ, ყველაფერს გავაკეთებ მინდორზე, რათა ლივერპულს მაქსიმუმის კეთებაში დავეხმარო. დავამტკიცებ, რომ ის თანხა, რაც ჩემ გამო იქნა გადახდილი, გადაყრილი არაა. მე აქ იმისთვის ვარ, რომ გავიტანო რაც შეიძლება მეტი გოლი და შევუქმნა საგოლე მომენტები ჩემ თანაგუნდელებს. დრო ყველაფერს გვაჩვენებს, მე ვიტანდი გოლებს ნიუკასლისთვის და იგივეს გაკეთებას ვაპირებ ლივერპულისთვის. ჩვენ უბრალოდ უნდა დაველოდოთ და ამ ყველაფერს ვნახავთ. ცხადია, ტორესი იყო (!) დიდი ფეხბურთელი და მე მჭირდება კონცენტრაციის მოხდენა ჩემ თავში. მე ჩემებურ ფეხბურთს ვთამაშობ. მივიღე მასიური პატივისცემა ნიუკასლიდან, ის ჩემი კლუბია, ჩემი მშობლიური კლუბი. იქ მცხოვრები ჩემი ოჯახი და მეგობრები ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ ახლა ლივერპულში ვარ და ჩემი მიზანია გავაკეთო ყველაფერი ამ გუნდისათვის. ლივერპულში ჩამოსვლა ჩემთვის ფანტასტიუკირია. წუხანდელი ღამე სიზმარია, სიზმარი, რომელზეც დიდი ხანი ვვოცნებობდი”. - ამბობს ქეროლი. 22 წლის ინგლისელი ფორვარდი ამჟამად გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს ბარძაყის კუნთის ტკივილის გამო. კითხვაზე, როდესაც ის დაბრუნდებოდა და ექნებოდა დებიუტი ლივერპულში, რა შეგრძნება იქნებოდა, ქეროლმა უპასუხა: “მე ძალიან ბეჯითად ვშრომობ სავარჯიშო დარბაზსა და მელვუდში, რათა რაც შეიძლება მალე შევუერთდე გუნდს და ჩავატარო ჩემი პირველი შეხვედრა წითელი მაისურით. როდესაც დებიუტი მექნება და მოედანზე გავალ ლივერპულის 9 ნომრით, ეს ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი დღე იქნება. ბარძაყის ტრამვის გამო გუნდს რამოდენიმე კვირაში შევუერთდები. მინდა რაც შეიძლება მალე მოვირჩინო ტკივილი და მელვუდში გუნდთან ერთად ვივარჯიშო”. - აქვს კიდევ რამე სათქმელი ენდი ქეროლს? ქეროლი ჯერარდზე: ” ცხადია, ის დიდი კაპიტანია, ის არის ლიდერი. მე მისგან ბევრ სასარგებლო რჩევას მივიღებ, ამაში დარწმუნებული ვარ”. ქეროლი სუარესზე: “მან აჩვენა, თუ რა შეუძლია გააკეთოს მოედანზე. სუარესმა დებიუტშივე გაიტანა გოლი და ერთი სული მაქვს როდის გავუწევ მას მეწყვილეობას”. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts