Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - საქართველოს ქალაქებისა და რაიონებში მარტიდან ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლა დაიწყება


Recommended Posts

http://epn.ge/wp-content/uploads/2011/02/numeracion_maya-150x150.jpgკომუნიკაციის ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მარტიდან ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლა დაიწყება. და საქართველოს ქალაქებისა და რაიონული ცენტრების ძველი კოდები ახლით შეიცვლება.

 

იმისათვის, რომ მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნას ერთი თვის განმავლობაში ძველი და ახალი კოდები ერთად იმუშავებს. ამასთან, მარეგულირებელმა ორგანომ ყველა ოპერატორს აბონენტების ინფორმირება დაავალა. სატელეკომუნიკაციო კომპანიებმა სერვის-ცენტრებსა და ვებ-გვერდებზე ცვლილებების შესახებ ინფორმაცია უნდა განათავსონ.

 

ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის პროექტის ფარგლებში, ცვლილელები მობილური ტელეფონების ნომრებს მაისიდან, ხოლო ქალაქის ნომრებს ოქტომბრიდან შეეხებათ.

 

ნუმერაციის ახალი სისტემით მობილური ოპერატორების ნომრებში დღეს არსებულ 8-იანს 5-იანი ჩაანაცვლებს, ხოლო ფიქსირებული ტელეფონების ნომრებს წინ 2-იანი დაემატება და შვიდნიშნა გახდება.

 

იცვლება საერთაშორისო ოპერატორების კოდებიც და ამჟამად მოქმედ 8-იანს 10-იანი ჩაენაცვლება (მაგალითად, 8-10 გახდება 10-10).

 

გარდა ამისა, იცვლება საერთაშორისო და საქალაქთაშორისო ნომრებზე დარეკვის წესი – ქვეყნის შიგნით საქალაქთაშორისო ზარის განხორციელებისას აბონენტმა უნდა აკრიფოს 0, ქალაქის კოდი და აბონენტის ნომერი. ასევე 0-ს აკრეფა იქნება საჭირო ქალაქის ფიქსირებული ტელეფონიდან მობილური ოპერატორის ქსელში დარეკვისასაც.

 

აგრეთვე შეიცვლება საგანგებო მომსახურების ნომრებიც – სასწრაფოს, პოლიციის, სახანძროს და ა.შ .

 

პოლიციის ნომერი გახდება 122, სასწრაფო-133, სახანძრო-111, სამომავლოდ კი ყველა მათგანი გაერთიანდება 112-ში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით საგანგებო სიტუაციების სამსახურის ნომერია.

 

ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის პროცესი 2011 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...