planetanews Posted February 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2011 გორის საკონსერვო ქარხანამ ”კულამ” სოკოს წარმოება დაიწყო. კომპანია ადგილობრივ ნედლეულს გადაამუშავებს. მარტიდან კი, დიაბეტური პროდუქციის გამოშვება იგეგმება. უახლოეს მომავალში გერმანული კომპანია საკონსერვო ქარხანას ბიოსერტიფიკატს გადასცემს. ადგილობრივი მოსახლეობისთვის ამ ეტაპზე, უკვე შექმანილია 186 ახალი სამუშაო ადგილი და ფერმერებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის საშუალება ეძლევათ. დღეს, საკონსერვო ქარხანაში სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი და შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი იმყოფებოდნენ. მინისტრი და გუბერნატორი ქარხანაში არსებულ პირობებს გაეცნენ და ”კულაში” დასაქმებულებთან შეხვედრა გამართეს. ქარხანა ორი წელია რაც არსებობს და ქართული ნატურალური ნედლეულიდან, სხვადასხვა სახის წვენებს, ჯემებს, ტყემლებს, მარინადებს, მურაბებს, ხილფაფებს უშვებს და სულ, 145 დასახელების ნატურალურ პროდუქტს ამზადებს იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts