planetanews Posted February 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 2, 2011 ნიუ-იორკის ბირჟაზე, შაქრის ფასმა, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ “გაზეტა.რუ” ავრცელებს. პროდუქტის გაძვირება ავსტრალიაში ბუნებრივი კატაკლიზმების გამო, ინვესტორების შეშფოთებას უკავშირდება. ავსტრალია პროდუქტის ექსპორტის მოცულობით მსოფლიოში მესამე ქვეყანაა. ამგვარად, ნიუ-იორკის ბირჟაზე ერთი ფუნტი შაქრის ნედლეული 2.4%-ით 34.79%-მდე გაიზარდა. რაფინირებულ შაქარზე ფასი ლონდონში 1.9%-ით გაიზარდა და ერთ ტონაზე 834,70 დოლარი შეადგინა. სააგენტოს ცნობით, მეტეოროლოგები ავსტრალიისკენ მოძრავ დამანგრეველ ციკლონს “იასის” პროგნოზირებენ, რომელიც ქვეყნის მოსავალს საფრთხეს შეუქმნის. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts