planetanews Posted February 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 2, 2011 საქართველოს კონტროლის პალატამ ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის აუდიტის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. მაკონტროლებელი ორგანო 2010 წლიდან იკვლევს ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მართვის კანონიერებას. კონტროლის პალატის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით, 2008-2010 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 284 მლნ. ლარი დაიხარჯა. კონტროლის პალატის აუდიტის წინასწარ მონაცემებს მაკონტროლებელი „საგანგაშოს“ უწოდებს, რადგან სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 284 მლნ. ლარიდან სადაზღვევო კომპანიებმა მოსახლეობის მომსახურებაზე აღნიშნული თანხის მხოლოდ 40% დახარჯეს, რომელიც მოხმარდა დაზღვეულთა მხოლოდ მეხუთედს; კომპანიების მოგების მარჟამ გადააჭარბა 60%-ს, მაშინ, როდესაც სადაზღვევო ბიზნესის მომგებიანობის საერთაშორისო პრაქტიკის მსგავსად კერძო დაზღვევაში მოგების მარჟა 4%-ია. კონტროლის პალატის ინფორმაციით, სახელმწიფოს, სამედიცინო პერსონალისა და პროგრამით მოსარგებლეთა ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე სადაზღვევო კომპანიებმა მიიღეს 170 მლნ. ლარის შემოსავალი. ამდენად, დაზღვევის სექტორი ხასიათდება მომეტებული რისკებითა და ნაკლოვანებებით: სახელმწიფო მკაცრი რეგულირების არარსებობა;სადაზღვევო კომპანიების არაკეთილსინდისიერი ქმედება;სამედიცინო მომსახურების ხელოვნურად შეზღუდული ხელმისაწვდომობა;პროგრამით მოსარგებლეთა არასაკმარისი ინფორმირება;პროგრამით მოსარგებლე პირთა მონაცემთა ბაზის ცდომილება.საქართველოს კონტროლის პალატა რამდენიმე დღეში დაიწყებს პროგრამის სრულ აუდიტს, უახლოესი პერიოდის განმავლობაში შეისწავლის ყველა რისკ-ფაქტორს და გამოავლენს იმ ხარვეზებსა და ნაკლოვანებებს, რომლებიც განაპირობებს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ და არაეკონომიურ ხარჯვას. /get_img?NrArticle=4414&NrImage=1 კონტროლის პალატის აუდიტის წინასწარი მონაცემები /get_img?NrArticle=4414&NrImage=2 კონტროლის პალატის აუდიტის წინასწარი მონაცემები /get_img?NrArticle=4414&NrImage=3 კონტროლის პალატის აუდიტის წინასწარი მონაცემები სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts