planetanews Posted February 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 2, 2011 [/url]http://liverpoolfc.ge/wp-content/uploads/2011/02/150029_1719691558265_1417570988_31829683_4505204_n-454x250.jpg ფერნანდო ტორესის მამამ, ხოსე ტორესმა მისი შვილის ლივერპულიდან წასვლის რეალურ მიზეზებზე ისაუბრა… გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს: -” ჩემს შვილს კარგად ვიცნობ და ვერავინ მასწავლის თუ როგორი ადამიანია ის სინამდვილეში. ეს იყო სპორტული ტრანსფერი თავისი სპორტული მხარეებით და ფულს არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ქონია და არც მთავარი როლი უთამაშია. მე ამას ხმამაღლა ვამბობ! ყველას კარგად მოეხსენება ლივერპულის მდგომარეობა. მისმა ჩელსიში გადასვლამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ფანებმა უკმაყოფილება გამოთქვეს. ბუნებრივია, ჩვენ ეგ არ გაგვკვირებია. როცა ფეხბურთელი ერთი კლუბიდან მეორეში მიდის, რა თქმა უნდა ფანები იმედგაცრუებას განიცდიან. ფერნანდომ ჩელსის გულშემატკივრისთვის თავის შეყვარება უკვე მოახერხა.” ფანების რეაქციაზე (მაისურის დაწვასთან დაკავშირებით) რატომღაც ყველაზე მოულოდნელი კომენტარი გააკეთა და დასძინა, რომ: -” თქვენ დაწვით თქვენი საყვარელი ფეხბურთელის მაისური? იმ ფეხბურთელის მაისური, რომელიც თქვენთვის იღწვოდა და რომელიც ნამდვილი სკაუზერი იყო იქამდე, სანამ თქვენს ფავორიტ კლუბში თამაშობდა. უეცრად ის წასვლაზე ალაპარაკდება და… რა რეაქცია მქონდა? აბსოლიტურად გეთანხმებით, მართლები ხართ!” ინფორმაციის წყარო: tribalfootball.com View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts