planetanews Posted February 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 2, 2011 საქართველოდან, წელს პირველად სიმინდის ექსპორტი განხორციელდება. ამის შესახებ დღეს, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ქვეყნის ეკონომიკური გუნდის შეხვედრაზე გახდა ცნობილი. სოფლის მეურნეობის მინისტრ ბაკურ კვეზერელის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პროგრამა უკვე დაიწყო და მიმდინარე წელს საქართველოდან სიმინდის ექსპორტი შესაძლებელი გახდება. ,,ამ პროგრამის განხორციელება უკვე დაწყებული გვაქვს, გრძელდება მსურველთა რეგისტრაცია სიმინდის პროგრამაზე, რომელიც სიმინდის მოსავლის მინიმუმ გასამმაგებას მოგვცემს. შესაბამისად, შემოსავლები გაუსამმაგდება თითოეულ ადამიანს, ვინც ამ პროგრამაში დარეგისტრირდება. ჩვენ ვთავაზობთ მომსახურების მთელ პაკეტს. გვაქვს ძალიან კარგი შანსი, რომ წელს პირველად სიმინდი გავიტანოთ ექსპორტზე”, _ განაცხადა ბაკურ კვეზერელმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თქმით, კი მთავრობამ დასახა გეგმები, რათა მოსავლიანობა გაიზარდოს და სოფლის მოსახლეობამ მსოფლიოში საკვებ პროდუქტებზე გაზრდილი ფასებით სარგებელი ნახოს. საქართველოს პრეზიდენტისა ქვეყნის ეკონომიკური გუნდის შეხვედრაში მონაწილეობდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია, ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი. პრეზიდენტმა მინისტრებისგან ინფორმაცია მოისმინა და მათგან, ქვეყანაში მეტი სამუშაო ადგილების შექმნისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაავალა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts