planetanews Posted February 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 2, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/kvezereli-2-150x150.jpgზოგიერთ პროდუქტზე ფასები ხელოვნურად არის გაზრდილი, რაც პანიკით არის გამოწვეული, _ განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა, დღეს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე. მისი თქმით, საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქტების საკმარისი მარაგია და აპრილ-მაისიდან ფასების ზრდის თვალსაზრისით ,,შემსუბუქებაა” მოსალოდნელი. პრეზიდენტი, დღეს ქვეყნის ეკონომიკურ გუნდს შეხვდა. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია, ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი ესწრებოდნენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts