planetanews Posted February 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 2, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/saakashvili3965-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, საგანგებო რეჟიმში მუშაობის დავალება მისცა. ,,ქვეყანაში, სადაც ყველა დასაქმებულია, ხალხს ნაკლებად აინტერესებს წიწიბურა ორჯერ ნაკლები ღირს, თუ იგივე ფასი დარჩა. იქ კი, სადაც ხალხს ყოველდღიურად უწევს ბრძოლა არსებობისთვის, არ აქვს სამსახური, ეს არის უზარმაზარი დარტყმა. ამიტომ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა არის ახლა საგანგებო რეჟიმში გასაკეთებელი საქმე – განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში არის პერსპექტივა უფრო მეტი ადამიანის დასაქმებისა. ეს მაღალი ფასებისგან გამოწვეულ დარტყმას ქალაქისთვისაც შეამსუბუქებს”, – განაცხადა სააკაშვილმა ქვეყნის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრაზე. მისი თქმით, სწორედ, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა საქართველოს ხელისუფლების პასუხი მსოფლიოს გაზრდილ ფასებზე. ,,თუ არ ვისწავლეთ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მეტი წარმოება და ამაში დაუყოვნებლივ არ ჩავდეთ მეტი ფული, გაზრდილი ტურიზმის პირობებში სოფელი ვერ იხეირებს _ რეალურად ტურისტსაც ვეღარ გამოვკვებავთ, მით უმეტეს, რომ წელს სამ მილიონ ტურისტს ველოდებით საქართველოში. ჩვენ გვჭირდება გადამამუშავებელი საწარმოების სერიოზული მუშაობა, იმიტომ რომ მთავარი ჩვენი პასუხი გაზრდილ მსოფლიოს ფასებზე არის მეტი სამუშაო ადგილის შექმნა”, – განმარტა ქვეყნის პირველმა პირმა. სააკაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრსა და ეკონომიკური გუნდის სხვა წევრებს მოუწოდა, რომ ხალხისადმი სოლიდარობის რეჟიმში ყოველდღიურად იმუშაონ და მათ გასაჭირზე იფიქრონ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts