planetanews Posted February 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 2, 2011 “საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი”- GIPA და “პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი”-PMCG ახორციელებენ USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროექტს – “საზოგადოებრივი ფორუმი და დიალოგი”. პროექტის მიზანია საზოგადოების ჩართულობის ამაღლება სხვადასხვა სექტორში არსებული პროექტები შექმნის პროცესში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, “მედიის ფინანსური თავისუფლების, მდგრადობისა და მართვის შესაძლებლობებსა და პრობლემებზე” დისკუსია გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს, რამდენად კონკურენტულია მედიაგარემო საქართვეოლოში, რა მოცულობისაა და რამდენად ხელმისაწვდომია ფინანსები, რამდენად აქტიურ როლს ასრულებს სახელმწიფო მედიაბიზნესში, როგორია მედიის საქმიანობის სამართლებრივი ჩარჩო და რამდენად იცავენ მას. გაზეთ “რეზონანსის” რედაქტორი ლაშა ტუღუშის განცხადებით, მედიაში 3 სახის, სამართლებრივი, ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემა არსებობს. “ყველა ამ საკითხთან მიდგომა უნდა იყოს კომპლექსური. თუ ეს ფუნდამენტური საკითხები არ არის მოგვარებული, მაშინ რთული იქნება მედიის თავისუფლებაზე საუბარი,”- აღნიშნა ტუღუშმა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts