planetanews Posted February 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 2, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/1994551-Red_SquareKremlin-Moscow-150x150.jpgსაქართველოს მიმართ ძალიან კარგად რუსების მხოლოდ 3%-ია განწყობილი. ,,ლევადა ცენტრის” მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ ამგვარი შედეგი აჩვენა. ძირითადად, კარგი დამოკიდებულება გამოკითხულთა 36%-ს აქვს. მათს 33%-ს საქართველოს მიმართ, ძირითადად ცუდი დამოკიდებულება, 13%-ს კი ძალიან ცუდი დამოკიდებულება აქვს. პასუხის გაცემა 15%-ს გაუჭირდა. ამავე ცენტრის მონაცემებით, საქართველოს მიმართ ცუდად განწყობილთა რაოდენობა გასული წლის ნოემბრის შემდეგ შემცირდა, კარგად განწყობილთა რაოდენობა კი გაიზარდა. რუსების ასევე მცირე ნაწილი – 5%-ია ძალიან კარგად განწყობილი აშშ-ს მიმართ. ძირითადად კარგი დამოკიდებულება გამოკითხულთა 55%-ს, ძირითადად ცუდი – 23%-ს, ძალიან ცუდი – 5%-ს აქვს. ევროკავშირის მიმართ განწყობის შესახებ კითხვამ ასეთი მონაცემები გამოავლინა – ძალიან კარგი – 6%, ძირითადად კარგი – 63%, ძირითადად ცუდი – 14%, ძალიან ცუდი – 2%. შედარებით დიდია ბელურუსისა და უკრაინის მიმართ ძალიან კარგად განწყობილი რუსების რაოდენობა – 9% და 7%. გამოკითხვა “ლევადა ცენტრმა” 21-24 იანვარს ჩაატარა და 18 წელს ზემოთ ასაკის 1600 ადამიანი გამოკითხა. გამოკითხვა რუსეთის 45 რეგიონის 130 დასახლებულ პუნქტში ჩატარდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts