planetanews Posted February 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 2, 2011 3 თებერვალს, 10.30 საათზე, ბათუმში, სასტუმრო “შერატონში” “ქრისტიან-დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა ლალიაშვილი თავდაცვის საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით გამოვა.თემა:”ქართული საზოგადოება და რეზერვის სისტემის განვითარება”. 3 თებერვალს, 11.00 საათზე, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.მის: გულუას ქ. № 3 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, აპარატის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრ ქალბატონებს, ასევე თბილისის საკრებულოსა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელ ქალბატონებს, საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, უფასო გამოკვლევები ჩაუტარდებათ.მის: კალოუბნის ქ. № 12, სამკურნალო–პროფილაქტიკური ცენტრი 5 3 თებერვალს, 11:00 საათზე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი და შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი წვენების საწარმო “კულას” დაათვალიერებენ. 3 თებერვალს, 11.00 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში “ქრისტიან-დემოკრატები” გიორგი ახვლედიანი და ლევან ვეფხვაძე მოსახლეობას შეხვდებიან. 3 თებერვალს, 12.00 საათზე, თბილისის მერიასთან, სააკაძის მოედანზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, “ქრისტიან-დემოკრატი” ჯაბა სამუშია და “ცენტრ პოინტის” კლიენტები შეიკრიბებიან. 3 თებერვალს, 12:00 საათზე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტებს პატიმრობის კოდექსში ცვლილების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას წარუდგენს.პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი 3 თებერვალს, 12.00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის №198-ე საჯარო სკოლის ახალ შენობას დაათვალიერებს.მის: შარტავას ქ. №20 3 თებერვალს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საზოგადოებრივი საქმეების სკოლის მაგისტრანტ-მკვლევართა ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდება.პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სათათბირო ოთახი 3 თებერვალს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა ჩატარდება.ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი 3 თებერვალს, 13.00 საათზე, “ლეიბორისტული პარტიის” იდეოლოგიური მდივანი კახაბერ ძაგანია პარტიის ოფისში პრესკონფერენციას გამართავს.თემა: “ბიზნესის მტერი სააკაშვილი”. 3 თებერვალს, 13:00 საათზე, ,,საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი” გორის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდება. 3 თებერვალს, 13.30 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტის” წვეულებათა დარბაზში მედიასამართლის ექსპერტი ბარბარა სვონი მოხსენებას გააკეთებს.თემა: “როგორ რეგულირდება ფინანსურ გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხები საერთაშორისო პრაქტიკაში”. 3 თებერვალს, 14:00 საათზე, იუსტიციის სასწავლო ცენტრში იმიტირებული სასამართლო პროცესების სტუდენტური კონკურსის ფინალური შეხვედრა გაიმართება.მის: ვახტანგ გორგასლის ქ. №24 (პროკურატურის ძველი შენობა) 3 თებერვალს, 14:00 საათზე, ~დაიცავი საქართველო!~-ს თავმჯდომარე დავით მაღრაძე და საინიციატივო ჯგუფის წევრები ახალ ნაციონალურ პროექტს ~ქართული კონსერვატიზმი~ “ქართული აკადემიის” წარმომადგენლებს გააცნობენ.მის: ზუბალაშვილების ქ. #45 (“ქართული აცადემია”) 3 თებერვალს, 14:00 საათზე, სასტუმრო “თბილისი მარიოტში”, “წარმომადგენლობითი სახალხო კრების” სათათბირო დარბაზის შეხვედრა გაიმართება. 3 თებერვალს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.კომიტეტის სათათბირო ოთახი 3 თებერვალს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი ვესტმინსტერის კონსორციუმის პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდება.პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სათათბირო ოთახი 3 თებერვალს, 15.00 საათზე, ,,საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი” ჭორვილის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდება. 3 თებერვალს, 16:00 საათზე, “საქართველოს გზის” ოფისში, “ახალგაზრდობა სამართლიანი არჩევნებისათვის” სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.მის: ბარნოვის ქ. №60 იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts