Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - დღეს ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გაიმართება


Recommended Posts

დღეს ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გაიმართება.

 

ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს” ,,9 აპრილის საზოგადოების”; ,,სამშობლოს” ერთ-ერთმა ლიდერმა თამაზ ბიბილურმა განუცხადა.

 

მისი თქმით, იმ 10-15 ადამიანის ხსოვნას მიაგებენ პატივს, რომლებიც 18 წლის წინ, 1992 წელს თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეთა მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევის დროს ემსხვერპლა.

 

მანიფესტაციას 10-15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაიჭრა.

 

ამ თარიღთან დაკავშირებით დღეს ტრაგედიის ადგილას საპროტესტო აქცია გაიმართება.

 

მათ შეუერთდებიან კონსერვატიული პარტიის, ჰელსინკის კავშირისა და ყოფილი უზენაესი საბჭოს დეპუტატები.

 

სავარაუდოდ, ,,კეთილი ნების ადამიანთა” მსვლელობა ვაგზლის მოედნიდან მოეწყობა.

 

აქციის მონაწილე 200 000 მოქალაქე დამხობილი კანონიერი ხელისუფლების აღდგენას ითხოვდა, როცა მათ ცეცხლი გაუხსნეს.

 

თამაზ ბიბილურის თქმით, 18 წლის განმავლობაში, არცერთი ხელისუფლების დროს არ დაწყებულა იმის გამოძიება, თუ ვინ გასცა უდანაშაულო ადამიანების დახვრეტის ბრძანება, ვინ შეასრულა ეს ბრძანება და ა.შ.

 

შესაბამისად, დაგეგმილი აქციის მონაწილეები 18 წლის წინანდელ სამხედრო პუტჩის დღეებში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების პოლიტიკურ-სამართლებრივ შეფასებასა და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვენ.

 

აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ის ადამიანები, რომლებიც 18 წლის წინათ მიმდინარე მანიფესტაციებში მონაწილეობდნენ.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...